პანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორი ბრიტანელი პანკი 1970-იანი წლების ბოლოს

პანკი (ინგლ. Punk) — სუბკულტურა, რომელიც გაჩნდა 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. პანკი თავისთავში მოიცავს იდეოლოგიების და მოდის მრავალფეროვან მასივს, ასევე გამოხატვის სხვა ფორმებს — სახვით ხელოვნებას, ცეკვას, ლიტერატურასა და ფილმებს. ის დიდწილად ხასიათდება დადგენილი უფლებამოსილების წინააღმდეგობრივობით, პოლიტიკისა და საზოგადოების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებითა და ინდივიდუალური თავისუფლების დაწესებით, რომელიც კონცენტრირებულია ხმამაღალ, აგრესიულ როკ მუსიკაზე — პანკ-როკზე. მისი მიმდევრები მოიხსენიბიან პანკებად.

არსებობს პანკური მოდის ფართო სპექტრი: განზრახ შეურაცხმყოფელი მაისურები, ტყავის ქურთუკები, Dr. Martens-ის ფირმის მძიმე ჩექმები, ფერადი „იროკეზული ვარცხნილობები, კოსმეტიკა, ტატუირება, საიუველირო ნაწარმები და სხეულის მოდიფიკაცია.

დღემდე შეიქმნილია დიდი რაოდენობით პანკური პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, პანკისადმი მიძღვნილი ჟურნალები და გაზეთები. აგრეთვე პანკურ თემებზე უამრავი ფილმი და სხვადასხვა სახის ვიდეოებია გადაღებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]