(Translated by https://www.hiragana.jp/)
ღირსი ონოფრე - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ღირსი ონოფრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსმოწამე ონოფრე (ერისკაცობაში მათე; გ. 4 (17) იანვარი1818) — ბულგარელი წმინდანი. ხსენების დღეა 4 (17) იანვარი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბულგარეთის სოფელ გაბროვოში. მან კარგი განათლება მიიღო და ბრწყინვალე მომავალიც ელოდა, მაგრამ ღვთისმოყვარე ჭაბუკმა ათონის მთას მიაშურა და ხილენდარის მონასტერში მანასეს სახელით აღიკვეცა ბერად. თურმე ერთხელ, ბავშვობაში, მამას მათე ანცობისათვის დაუსჯია და გაბრაზებულ ბავშვს უაზროდ დაუყვირნია: „გავთურქდები!” ქრისტიანობის ამ უნებლიე, სიტყვიერი გმობის გამო სინანულმა მიიყვანა იგი წმიდა მთაზე, მაგრამ ათონელ ბერთა ცხოვრების მკაცრმა წესმაც ვერ დააკმაყოფილა, ქრისტესათვის წამების სურვილი აღეძრა და თავისი გულისნადები გამოცდილ მოძღვარს, ნიკიფორეს გაუმხილა. ნიკიფორემ სქემით შემოსა მოშურნე ბერი, ონოფრე უწოდა და თურქების კუთვნილ კუნძულ ხიოსზე გაგზავნა, სადაც წმიდანმა გმო ყურანი და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს და ზღვაში ჩააგდეს.

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, გვ. 22-23, თბ., 2001