ჰოკაიდო (北海道 Hokkaidō, „ჩრდილოეთის ზღვის წრებრუნვა“; 1868-მდე იესო, ეძო, მაცმაი) — კუნძული იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში. სიდიდით მეორე კუნძული და უდიდესი პრეფექტურააიპონიაში. ფართობი 83 400 კმ². კუნძულს ჰონსიუსგანცუგარუს სრუტე ჰყოფს, თუმცა ჰონსიუსთან იგი წყალქვეშა გვირაბით არის დაკავშირებული. ჰოკაიდოს უდიდესი ქალაქი და პრეფექტურის დედაქალაქია საპორო. დასავლეთით ესაზღვრება იაპონიის ზღვა, ჩრდილოეთთ ოხოტის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით წყნარი ოკეანე. რელიეფი უმთავრესად საშუალო- და დაბალმთიანია. კუნძულზეა იაპონიის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი ნოსაპუს კონცხი. ჰოკაიდოს ქედებია: ჰიდაკა, ტოკატი ფა სხვა. სიმაღლე 2290 მ-მდე (მთა ასაჰი). არის მოქმედი ვულკანები. ხშირია მიწისძვრა. არის ქვანახშირის, რკინის მადნის, გოგირდის საბადოები. ჰავა ზომიერი, ოკეანური, მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა –3 °C-დან –11 °C-მდეა, ივლისის 17-21 °C. ნალექები 800-1500 მმ წელიწადში. დიდი მდინარეებია: ისიკარი, ტესიო, ტოკატი. ტბებიდან აღსანიშნავია სარომა. მდიდარია ჰიდროენერგიით. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყით არის შმეოსილი. გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარი და ფართოფოთლოვანი ტყეები. დაბლობებზე მდელო და ჭაობებია. მრავლადაა ეროვნული პარკები.