(Translated by https://www.hiragana.jp/)
ჱ - ვიკიპედია

, , , [1] (ეჲ, ეი[2], ზოგჯერ „ე-მერვეს“ უწოდებენ) — ქართული ანბანის ასო, რომელიც დღეს თანამედროვე ქართულ ენაში აღარ გამოიყენება. ძველ ქართულ ანბანში იგი რიგით მერვე იყო და რიცხვითი მნიშვნელობაც 8 ჰქონდა. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც — ე-მერვე. ძველ ქართულ ენაში იხმარებოდა „ეჲ“ კომბინაციის ნაცვლად. მაგალითად:

ქართული ასო „ჱ“
სახელწოდება
ჱ:
GEORGIAN LETTER HE
უნიკოდი
ჱ:
U+10F1
HTML-კოდი
ჱ:
ჱ ანჱ
ვიკისაწყობი ასო „ჱ“
ქრისტეჲ — ქრისტ
მთვარეჲ — მთვარ

მეცხრამეტე საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ეს ასო ქართული ანბანიდან ამოიღეს.

მოხაზულობა

რედაქტირება
ასომთავრული
ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ
ნუსხური
ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ
მხედრული მთავრული
ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ
სახელწოდება რიცხვითი
მნიშვნელობა
IPA ISO 9984 რომანიზაცია NGR
        ეჲ 8 ɛj (Eʼ eʼ)

ჱ-ს მოხაზულობა ასომთავრულში რკალისა და ხაზის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ჱ ნუსხურში ოთხ ხაზში იწერებოდა. მხედრულში მისი მოხაზულობა ზედა სამ ხაზში არის მოთავსებული. ხელნაწერი ტექსტების მოსართავად აღნიშნული ასო ინიციალების სახით არ გვხვდება, რამდენადაც ჱ სიტყვას არ იწყებს.

კოდების ცხრილი

რედაქტირება
მახასიათებლები ასომთავრული ნუსხური მხედრული მთავრული
გამოსახულება        
სახელწოდება georgian capital letter he georgian small letter he georgian letter he georgian mtavruli capital letter he
Unicode Code Point U+10C1 U+2D21 U+10F1 U+1CB1
HTML Entity (Decimal) Ⴡ ⴡ ჱ
HTML Entity (Hexadecimal) Ⴡ ⴡ ჱ Ჱ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Georgian Extended
  2. ა. შანიძე. 1973/1980. „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები“. თბილისი: თსუ გამომცემლობა. გვ. 18.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჱ&oldid=3584893“-დან