(Translated by https://www.hiragana.jp/)
უეფა-ს ევროპა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

უეფა-ს ევროპა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 738: ხაზი 738:
* [http://www.uefa.com/Competitions/UefaCup/index.html უეფას თასის ოფიციალური საიტი]
* [http://www.uefa.com/Competitions/UefaCup/index.html უეფას თასის ოფიციალური საიტი]
* [http://www.xs4all.nl/~kassiesa/bert/uefa/ უეფას ევროპის თასი]
* [http://www.xs4all.nl/~kassiesa/bert/uefa/ უეფას ევროპის თასი]
* [http://www.eurocupshistory.com/europa_league/all_time_table/ Europe League all-time table (since 2009/10)]
* [http://www.dinamozagreb-online.com/generation.htm უეფას თასის ფინალი 1966/67]
* [http://www.eurocupshistory.com/uefa_cup/all_time_table/ UEFA Cup all-time table (71/72-08/09)]
* [http://www.napit.co.uk/viewus/infobank/football/uefacup.php უეფას თასის ისტორია]
* [http://www.napit.co.uk/viewus/infobank/football/uefacup.php უეფას თასის ისტორია]



22:55, 9 დეკემბერი 2010-ის ვერსია

უეფა-ს თასი
2008-09 უეფას თასი
დაარსდა
1971
კონტინენტი
ევროპა (UEFA)
გუნდების რაოდენობა
80 (პირველი რაუნდი)
8 კლუბი ემატება ჯგუფური ტურნირის შემდეგ
ბოლო ჩემპიონი (2008/09)
უკრაინის დროშა შახტარი
2010 წლის ფინალი ჩატარდება
გერმანიის დროშა ჰამბურგი
ყველაზე წარმატებული კლუბი
იტალიის დროშა იუვენტუსი
(სამგზის ჩემპიონი)
ვებსაიტი
უეფას თასი

უეფა-ს თასი (UEFA Cup, ასევე C3), საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომლის ორგანიზატორია UEFA. ეს არის ყველაზე პოპულალური საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატი მსოფლიოში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფას თასისთვის დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.

თასის გათამაშება 1971 წელს დაიწყო და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან თამაშდებოდა. 1999 წელს უეფას თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფას თასთან. სკ სევილია უეფას თასის მიმდინარე მფლობელია, რომელმაც ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ყოველწლიურ შეჯიბრში, მათი უდიდესი წარმატებით ჰამპდენის პარკში, გლაზგო, შოტლანდია, 2007 წლის 16 მაისს. მათ თანამოძმეები სამეფო საფეხბურთო კლუბიდან "ესპანიოლი" პენალტებით დაამარცხეს.

ისტორია

ბაზრობათა თასი

ამჟამად ევროპის პრესტიჟულობით მეორე საკლუბო ტურნირი ფაქტობრივად არაფრისგან შეიქმნა. ამ შეჯიბრის დაარსების იდეა სამ ადამიანს - შვეიცარიელ ერნსტ ტომენს, იტალიელ ოტორინო ბარაზის და ინგლისელ სერ სტენლი როუზს ეკუთვნის. 1955 წლის 18 აპრილს ეს სამი პატივცემული ჩინოსანი ბაზელის შორიახლოს მდებარე რაიფელდენში შეიკრიბა და ტურნირის დაარსება გადაწყვიტა. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის გაიმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა. ასეთი ქალაქები მალე შეირჩა. ეს პატივი 12 ქალაქს - ბარსელონას, ბაზელს, ბირმინგემს, ვენას, ზაგრებს, კიოლნს, კოპენჰაგენს, ლოზანას, ლაიფციგს, ლონდონს, მილანსა და მაინის ფრანკფურტს ხვდა წილად. ამ შეჯიბრის გამართვით ტურნირის ორგანიზატორებს ორი კურდღლის დაჭერა სურთად; ერთი მხრივ ისინი ფეხბურთს გაუწევდნენ პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი ბაზრობაზე ხალხს მიიზიდავდნენ, გააფართოვებდნენ ტურიზმის ინფრასტრუქტურას და დიდ ფინანსურ მოგებასაც ნახავდნენ.[1]

ბაზრობათა თასის პირველი გათამაშება მთელი სამი წელი გაგრძელდა და ბარსელონას ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ასეთი გაწელილი სეზონი იმით იყო განპირობებული, რომ ორგანიზატორებს, იმ დღეებში როცა ბაზრობა არ იმართებოდა, მატჩების ორგანიზაცია უჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში მონაწილეობის უფლება 12 ქალაქის გუნდს ჰქონდა, 1955-1958 წლებში გათამაშებაში მხოლოდ 10 ნაკრები იღებდა მონაწილეობას და მათ ერთმანეთში სულ 23 მატჩი გამართეს. ფინალში კატალონიელებმა ლონდონის ნაკრები დაამარცხეს.

მომავალი სეზონი ერთი წლით ნაკლებ დროში ჩატარდა. 1958-1960 წლების ბაზრობათა თასის გათამაშებაში უკვე 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირისადმი ინტერესი დღითი დღე იზრდებოდა. შეჯიბრის ორგანიზატორებმა სულ მალე ახალი წესი შემოიღეს, რომლის თანახმადაც, ბაზრობათა თასზე ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ოთხი გუნდის დაშვება

ფაილი:UEFA Cup old logo.png
უეფას თასის ძველი ლოგო

შეიძლებოდა. კიდევ ერთ წელიწადში გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, ხუთი წლის შემდეგ ბაზრობათა თასისთვის უკვე 48 გუნდი იბრძოდა, ხოლო 1969-1970 წლების სეზონში მათი რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. დღესდღეისობით უეფას თასზე 100-ზე მეტი კლუბი გამოდის რაც რეკორდი გახლავთ ნებისმიერი საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ტურნირისათვის.

გათამაშების პირველ წლებში ტურნირზე ესპანური და ინგლისური კლუბები დომინირებდნენ. ”რეალის” ევროტრიუმფით გამწარებული ბარსელონას ნაკრები სრული სერიოზულობით ეკიდებოდა აღნიშნულ შეჯიბრს და სამჯერ პირველობაც მოიპოვა. კატალონიელებს ოდნავ ჩამორჩნენ ვალენსიელები, რომლებმაც ტიტული ორჯერ მოიგეს. სამხრეთული კლუბების უპირატესობას ბოლო ”ლიდსმა” მოუღო, და პირველი ჩრდილოური გუნდი გახდა რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა. ეს 1968 წელს მოხდა. სწორედ მაშინ დაიწყო ინგლისური კლუბების ექვსწლიანი ჰეგემონია.

უეფა

ფაილი:UEFA Cup Glasgow 2007.jpg
უეფა-ს 2007 წლის თასის ფინალი, გლაზგო.

ბაზრობათა თასი წარმოუდგენლად პოპულარული ხდებოდა. საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. 1971 წელს ეს მისია უეფამ ითავა და სულ მალე ტურნირს სახელიც გადაერქვა. ახალმა უეფას თასმა, რომელსაც ძველი ფორმატი თითქმის არ შეუცვლია, უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა. ძველი ბაზრობათა თასი კი სამუდამო მფლობელობაში რომელიმე გუნდს უნდა გადასცემოდა. დიდი ბჭობის შემდეგ გადაწყდა, პრიზს ერთმანეთში ტურნირის პირველი და ბოლო გამარჯვებულები გაათამაშებდნენ. ”ლიდსისა” და ”ბარსელონას” შეხვედრაში უფრო ძლიერნი ესპანელები გამოდგნენ. უეფას თასის პირველი მფლობელი კი ინგლისური ”ტოტენჰემი" გახდა, რომელმაც თანამემამულე ”ვულვერჰემპტონი” ორმატჩიან დუელში დაამარცხა.[2]

1979 წელს უეფამ ტურნირის ჩატარება ახალი ფორმატით გადაწყვიტა. დადგინდა სპეციალური ცხრილი, რომელიც თითოეული ქვეყნის კლუბების კოეფიციენტებს შეიცავდა ევროტურნირებზე ბოლო 5 წლის მოღვაწეობის მიხედვით. სწორედ ამ მეთოდით ხდებოდა ერთი ქვეყნიდან უეფას თასზე გამსვლელი კლუბების რაოდენობის დადგენა.

რაც შეეხება 70-იანი წლების უეფას თასის გათამაშების ისტორიას, აქ უკვე დომინანტის როლი ჰოლანდიურმა, ბელგიურმა და გერმანულმა კლუბებმა იკისრეს. თითქმის ყველა ფინალი ამ ქვეყნების გუნდების მონაწილეობით თამაშდებოდა. ”ლიდსმა”, ”ლივერპულმა”, მოგვიანებით ”ტოტენჰემმა”, ასევე მიონხენგლადბახის ”ბორუსიამ”, ორ-ორჯერ შეძლეს აღნიშნულ ბრძოლაში გამარჯვების მოპივება. 1977 წელს ეს ტურინის ”იუვენტუსმა” მოახერხა.

80-იან წლებში პრესტიჟულობით მეორე საკლუბო ტურნირში გამარჯვება მადრიდის ”რეალმაც” დააჭაშნიკა, რომელმაც 1985 და 1986 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო უეფას თასი. იტალიური კლუბებიც საქმეს სერიოზულად მიუდგნენ. 1989 წლიდან მოყოლებული, უეფას თასთა აფსოლიტური უმრავლესობა აპენინურ კლუბებს დარჩათ. მარტო მილანის ”ინტერმა” 7 წელიწადში სამჯერ მოახეხა უეფას თასის მოპოვება.

მანამდე რამდენიმე წლით ადრე უეფამ კიდევ ერთი წესი მიიღო რომელიც ძლიერ გუნდებს ერთმანეთისგან აცალკევებდა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როცა მეორე ან მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ”ლივერპული და ”ვალენსია” ეჯახებოდნენ, ხოლო ანალოგიურ ეტაპზე ერთმანეთში ურთიერთობას მაკედონიის ”ჟელეზნიჩარი” და იაროსლავის ”შინიკი” არკვევდნენ. ამიტომაც აუცილებელი გახდა ამ წესის მიღება, რომლის მიხედვით შედარებით ძლიერი გუნდები ადრეულ ეტაპზე ერთმანეთს არ დაეჯახებოდნენ. უეფამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი, მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპებიდან გამოთიშული გუნდები ასევე მიიღებდნენ მონაწილეობას რანგით მეორე საკლუბო ტურნირში.

1999-2000 წლების სეზონიდან უეფას თასზე ავტომატურად ხვდებიან ეროვნული თასების მფლობელები. ადრე მათთვის სპეციალურად არსებობდა ცალკე ტურნირი, რომელსაც თასების მფლობელთა თასი ეწოდებოდა, მაგრამ ევროვული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ ტურნირი მომგებიანი არ იყო თანდათან უინტერესო ხდებოდა. საბოლოოდ 1999 წელს მისი გაუქმება გადაწყვიტეს.

ფაილი:Copa de la UEFA.JPG
უეფას თასი

თასის შესახებ

ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა, სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23 სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ეს თასი შამპანურით ივსება და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის. აღნიშნული ქმნილება 1972 წელს მილანელმა ოსტატმა, ბერტონიმ დაამზადა და მაშინ ეს თასი დღევანდელი 30 ათასი ევროს ეკვივალენტი დაჯდა. მართალია, უეფას თასი ჩემპიონთა თასივით არ ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ელეგანტურად გამოუყურება.

უეფას თასი გარდამავალია. ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ წელს ინახავს, შემდეგ კი უეფა ამ გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს. სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ გუნდს ჩაბარდება, რომელიც ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს, ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე გაზრდის.

ფინალები

სეზონი გამარჯვებული ქვეყანა ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1955-60 ბარსელონას ნაკრები დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:2; 6:0 ლონდონის ნაკრები დროშა: ინგლისი ინგლისი
1958-60 ბარსელონას ნაკრები დროშა: ესპანეთი ესპანეთი 0:0; 4:1 ბირმინგემის ნაკრები დროშა: ინგლისი ინგლისი
1960-61 რომა იტალიის დროშა იტალია 2:2; 2:0 ბირმინგემი დროშა: ინგლისი ინგლისი
1961-62 ვალენსია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 6:2; 1:1 ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1962-63 ვალენსია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:1; 2:0 დინამო ზაგრები დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
1963-64 სარაგოსა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:1 ვალენსია დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1964-65 ფერენცვაროში დროშა: უნგრეთი უნგრეთი 1:0 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია
1965-66 ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 0:1; 4:2 სარაგოსა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1966-67 დინამო ზაგრებ. დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 2:0; 0:0 ლიდსი დროშა: ინგლისი ინგლისი
1967-68 ლიდსი დროშა: ინგლისი ინგლისი 1:0; 0:0 ფერენცვაროში დროშა: უნგრეთი უნგრეთი
1968-69 ნიუკასლი დროშა: ინგლისი ინგლისი 3:0; 3:2 უიპეშტი დროშა: უნგრეთი უნგრეთი
1969-70 არსენალი დროშა: ინგლისი ინგლისი 1:3; 3:0 ანდერლეხტი დროშა: ბელგია ბელგია
1970-71 ლიდსი დროშა: ინგლისი ინგლისი 2:2; 1:1 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია
1971-72 ტოტენჰემი დროშა: ინგლისი ინგლისი 2:1; 1:1 ვულვერჰემპტონი დროშა: ინგლისი ინგლისი
1972-73 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 3:0; 0:2 ბორუსია დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
1973-74 ფეიენოორდი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 2:2; 2:0 ტოტენჰემი დროშა: ინგლისი ინგლისი
1974-75 ბორუსია მიონხენგლადბახი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 0:0; 5:1 ტვენტე დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები
1975-76 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 3:2; 1:1 ბრიუგე დროშა: ბელგია ბელგია
1976-77 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია 1:0; 1:2 ატლერიკი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1977-78 პსვ დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 0:0; 3:0 ბასტია დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1978-79 ბორუსია მიონხენგლადბახი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 1:1; 1:0 ცრვენა ზვეზდა დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
1979-80 აინტრახტი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 2:3; 1:0 ბორუსია მიონხენგლადბახი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
1980-81 იფსვიჩი დროშა: ინგლისი ინგლისი 3:2; 2:4 ალკმაარი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები
1981-82 გიოტებორგი დროშა: შვედეთი შვედეთი 1:0; 3:0 ჰამბურგი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
1982-83 ანდერლეხტი დროშა: ბელგია ბელგია 1:0; 1:1 ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია
1983-84 ტოტენჰემი დროშა: ინგლისი ინგლისი 1:1; 4:3 პენ. ანდერლეხტი დროშა: ბელგია ბელგია
1984-85 რეალი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 3:2; 0:1 ვიდეოტონი დროშა: უნგრეთი უნგრეთი
1985-86 რეალი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 5:1; 0:2 კიოლნი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
1986-87 გიოტებორგი დროშა: შვედეთი შვედეთი 1:0; 1:1 დანდი იუნაიტედი დროშა: შოტლანდია შოტლანდია
1987-88 ბაიერი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 0:3; 3:0; 3:2 პენ. ესპანიოლი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1988-89 ნაპოლი იტალიის დროშა იტალია 2:1; 3:3 შტუტგარტი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
1989-90 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია 3:1; 0:0 ფიორენტინა იტალიის დროშა იტალია
1990-91 ინტერი იტალიის დროშა იტალია 2:0; 0:1 რომა იტალიის დროშა იტალია
1991-92 აიაქსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 2:2; 0:0 ტორინო იტალიის დროშა იტალია
1992-93 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია 3:1; 3:2 ბორუსია დორტმუნდი დროშა: გერმანია გერმანია
1993-94 ინტერი იტალიის დროშა იტალია 1:0; 1:0 ზალცბურგი დროშა: ავსტრია ავსტრია
1994-95 პარმა იტალიის დროშა იტალია 1:0; 1:1 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია
1995-96 ბაიერნი დროშა: გერმანია გერმანია 2:0; 3:1 ბორდო დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1996-97 შალკე დროშა: გერმანია გერმანია 1:0; 0:1; 4:1 პენ. ინტერი იტალიის დროშა იტალია
1997-98 ინტერი იტალიის დროშა იტალია 3:0 ლაციო იტალიის დროშა იტალია
1998-99 პარმა იტალიის დროშა იტალია 3:0 ოლიმპიკი მარსელი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1999-00 გალათასარაი დროშა: თურქეთი თურქეთი 0:0; 4:1 პენ. არსენალი დროშა: ინგლისი ინგლისი
2000-01 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 4:4; 5:4 დ.დ. ალავესი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
2001-02 ფეიენოორდი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 3:2 ბორუსია დორტმუნდი დროშა: გერმანია გერმანია
2002-03 პორტუ დროშა: პორტუგალია პორტუგალია 2:2; 3:2 დ.დ. სელტიკი დროშა: შოტლანდია შოტლანდია
2003-04 ვალენსია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:0 ოლიმპი მარსელი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
2004-05 ცსკა დროშა: რუსეთი რუსეთი 3:1 სპორტინგი დროშა: პორტუგალია პორტუგალია
2005-06 სევილია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 4:0 მიდლსბრო დროშა: ინგლისი ინგლისი
2006-07 სევილია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:2; 3:1 პენ. ესპანიოლი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
2007-08 ზენიტი დროშა: რუსეთი რუსეთი 2:0 რეინჯერსი დროშა: შოტლანდია შოტლანდია
2008-09 შახტარი დროშა: უკრაინა უკრაინა 2:1 (დ.დ.) ვერდერი დროშა: გერმანია გერმანია


სტატისტიკა

ქვეყნების მიხედვით

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 11-ჯერ მოახერხეს უეფას თასის აღება და 7-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. მეორე ადგილზე იტალიაა 10 გამარჯვებით, მესამეზე კი ინგლისი ასევე 10 გამარჯვებით. სულ 12 ქვეყნის გუნდმა მოახერხა უეფას თასის მოპოვება.

ქვეყანა ჩემპიონი მეორე ადგილი
დროშა: ესპანეთი ესპანეთი 11 7
იტალიის დროშა იტალია 10 8
დროშა: ინგლისი ინგლისი 10 8
დროშა: გერმანია გერმანია 6 7
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 4 2
დროშა: რუსეთი რუსეთი 2 0
დროშა: შვედეთი შვედეთი 2 0
დროშა: ბელგია ბელგია 1 3
დროშა: უნგრეთი უნგრეთი 1 3
დროშა: პორტუგალია პორტუგალია 1 2
ხორვატიის დროშა ხორვატია 1 1
დროშა: თურქეთი თურქეთი 1 0
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 0 4
დროშა: შოტლანდია შოტლანდია 0 2
დროშა: ავსტრია ავსტრია 0 1
დროშა: სერბეთი სერბეთი 0 1

კლუბების მიხედვით

გუნდი გამარჯვებული მეორე ადგილი წელი წელი
1 იუვენტუსი 3 3 (1977, 1990, 1993) (1965, 1971, 1995)
2 ბარსელონა 3 1 (1958, 1960, 1966) (1962)
3 ინტერი 3 1 (1991, 1994, 1998) (1997)
4 ვალენსია 3 1 (1962, 1963, 2004) (1964)
5 ლივერპული 3 0 (1973, 1976, 2001) -
6 ბორუსია 2 2 (1975, 1979) (1973, 1980)
7 ლიდსი 2 1 (1968, 1971) (1967)
8 ტოტენჰემი 2 1 (1972, 1984) (1974)
9 რეალი 2 0 (1985, 1986) -
10 გიოტებორგი 2 0 (1982, 1987) -
11 პარმა 2 0 (1995, 1999) -
12 ფეიენოორდი 2 0 (1974, 2002) -
13 სევილია 2 0 (2006, 2007) -
14 ანდერლეხტი 1 2 (1983) (1979, 1984)
15 რომა 1 1 (1961) (1991)
16 სარაგოსა 1 1 (1964) (1966)
17 ფერენცვაროში 1 1 (1965) (1968)
18 ზაგრების დინამო 1 1 (1967) (1963)
19 არსენალი 1 1 (1970) (2000)
20 ნიუკასლი 1 0 (1969) -
21 პსვ 1 0 (1978) -
22 აინტრახტი 1 0 (1980) -
23 იფსვიჩი 1 0 (1981) -
24 ბაიერი 1 0 (1988) -
25 ნაპოლი 1 0 (1989) -
26 აიაქსი 1 0 (1992) -
27 ბაიერნი 1 0 (1996) -
28 შალკე 1 0 (1997) -
29 გალათასარაი 1 0 (2000) -
30 პორტო 1 0 (2003) -
31 ცსკა 1 0 (2005) -
32 ზენიტი 1 0 (2008) -
33 ბირმინგემი 0 2 - (1960, 1961)
34 დორტმუნდის ბორუსია 0 2 - (1993, 2002)
35 მარსელის ოლიმპიკი 0 2 - (1999, 2004)
36 ესპანიოლი 0 2 - (1988, 2007)
37 ლონდონის ნაკრები 0 1 - (1958)
38 იუპეშტი 0 1 - (1969)
39 ვულვერჰემპტონი 0 1 - (1972)
40 ტვენტე 0 1 - (1975)
41 ბრიუგე 0 1 - (1976)
42 ატლეტიკი 0 1 - (1977)
43 ბასტია 0 1 - (1978)
44 ცრვენა ზვეზდა 0 1 - (1979)
45 ალკმაარი 0 1 - (1981)
46 ჰამბურგი 0 1 - (1982)
47 ბენფიკა 0 1 - (1983)
48 ვიდეოტონი 0 1 - (1985)
49 კიოლნი 0 1 - (1986)
50 დანდი 0 1 - (1987)
51 შტუტგარტი 0 1 - (1989)
52 ფიორენტინა 0 1 - (1990)
53 ტორინო 0 1 - (1992)
54 ზალცბურგი 0 1 - (1994)
55 ბორდო 0 1 - (1996)
56 ლაციო 0 1 - (1998)
57 დეპორტივო 0 1 - (2001)
58 სელტიკი 0 1 - (2003)
59 სპორტინგი 0 1 - (2005)
60 მიდლსბრო 0 1 - (2006)
61 რეინჯერსი 0 1 - (2008)

სქოლიო

  1. ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;
  2. rsssf.com: საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის პლეიოფი

რესურსები ინტერნეტში


 პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „უეფა-ს ევროპა ლიგა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. უეფა-ს ევროპა ლიგა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.