(Translated by https://www.hiragana.jp/)
დანილ ზაბოლოტნი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

დანილ ზაბოლოტნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანილ ზაბოლოტნი
მშობლიური სახელი უკრ. Данило Кирилович Заболотний
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი 1866
პოდოლსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 დეკემბერი, 1929
კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პროფესია მეცნიერი: ბაქტერიოლოგი, მიკრობიოლოგი
ჯილდოები

წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (1898 წ.)

წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (1900 წ.)
ღირსების ლეგიონის ორდენი (1912)

დანილ ზაბოლოტნი (დ. 16 (28) დეკემბერი, 1866, ჩებოტარკა, პოდოლსკის გუბერნია —  გ. 15 დეკემბერი, 1929, კიევი) —  უკრაინელი და საბჭოთა ბაქტერიოლოგი და ეპიდემიოლოგი.[1]

სრულიად უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1928-1929 წწ.), სრულიად უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1922 წ.), ბელორუსის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1928 წ.), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929 წ.).

1920 წელს ოდესაში დააარსა მსოფლიოში პირველი ეპიდემიოლოგიის კათედრა. [2]

ბიოგრაფია

დაიბადა 1866 წლის 16 (28) დეკემბერს პოდოლსკის პროვინციის სოფელ ჩებოტარკაში. მამა — კირილ ზაბოლოტნი მუშაობდა რკინიგზის მშენებლობაზე; გარდაიცვალა 1877 წელს. დედამ, ევგენია საულიაკმა, დაამთავრა ქალთა გიმნაზიის ხუთი კლასი; ქმრის გარდაცვალებიდან მალევე, იგი ძვლის ტუბერკულოზით დაავადდა და საწოლს მიეჯაჭვა. დანიელისა და მისი უმცროსი ძმის ივანეს მეურვეობა დედის ძმამ, გიმნაზიის მასწავლებელმა აიღო.

1877-1880 წლებში სწავლობდა დონის როსტოვის ნახიჩევანის პროგიმნაზიაში, შემდეგ შევიდა რიშელიეს კლასიკური გიმნაზიის (ოდესა) მე-5 კლასში. 1885 წლიდან იყო ნოვოროსიისკის  საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილების სტუდენტი (ახლანდელი ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ეროვნული უნივერსიტეტი),  სადაც მისი ხელმძღვანელობი იყვნენ ა. ო. კოვალევსკი და ფ.მ. კამენსკი.

1889 წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან სტუდენტურ შეკრებებში მონაწილეობისთვის, დააპატიმრეს და სამი თვე  ციხეში გაატარა. ციხიდან გაათავისუფლეს ნათესავების და რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორის, კერძოდ, ი. მეჩნიკოვის თხოვნით. 1890 წელს მუშაობდა ი. მეჩნიკოვის მიერ დაარსებულ ოდესის ბაქტერიოლოგიურ სადგურში, სადაც  შეისწავლა სარწყავი მინდვრების სანიტარული მდგომარეობა, დაადგინა ნიადაგის თვითსტერიალიზაცია მიკრობების ანტაგონიზმის შედეგად, ჩაატარა ექსპერიმენტული სამუშაოები  გოფერების დაინფიცირებასა და იმუნიზაციაზე. 1891 წელს, უნივერსიტეტის ექსტერნად დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა წმინდა ვლადიმირის  კიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე-3 კურსზე. დ.ზაბოლოტნიმ 1893 წელს  ი. სავჩენკოსთან ერთად, Klemperer’а - ს ექსპერიმენტის საფუძველზე, გამოიკვლია ქოლერის წინააღმდეგ ადამიანის იმუნიზაციის საკითხი. ახალგაზრდა მკვლევარებმა შეისწავლეს ადამიანის იმუნიზაციის გზები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით რეაგენტების შეყვანით. მათ გამოსცადეს Klemperer’а ექსპერიმენტები საკუთარ თავზე და ორ სხვა მოხალისეზე.

ორი წლის განმავლობაში მუშაობდა სამხედრო ექიმად კიევის რაიონული სამხედრო ჰოსპიტალის ინფექციურ განყოფილებაში და პროფესორ ვ.ვ. პოდვისოცკის ზოგადი პათოლოგიების ლაბორატორიაში.[3]

1894 წელს, სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრებისთანავე, ზაბოლოტნიმ დაიწყო მუშაობა  ზემსტვოს მოძრავი რაზმის ექიმ-ეპიდემიოლოგად, პოდოლსკის გუბერნიაში ქოლერისა და დიფტერიის ეპიდემიის კერებში ეპიდემიოლოგიურ დაავადებებთან საბრძოლველად. აქ მან ჩაატარა ანტიდიფტერიის შრატის ეფექტურობის ტესტი საკუთარ თავზე დიფტერიით ექსპერიმენტული ინფიცირების შემდეგ. [4][5]

1896 წლიდან მუშაობდა წმინდა ვლადიმირის  კიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ზოგადი პათოლოგიის კათედრაზე.

დანილ ზაბოლოტნის ძეგლი კიევში

მონაწილეობდა ჭირის შემსწავლელ და აღმოსაფხვრელ ექსპედიციებში ინდოეთსა და მონღოლეთში (1897), მესოპოტამიაში (1898), ირანში (შემდეგ სპარსეთი, 1899), არაბეთის ნახევარკუნძულსა და შოტლანდიაში (1900), მანჯურიასა და ჩინეთში (1898, 1910-1911). პერმის რეგიონის კიშტიმი, სარატოვისა და ასტრახანის გუბერნიები, კავკასიის, პოდოლსკისა და ბესარაბიის გუბერნიები, ყირგიზეთის სტეპი. აქტიურად მონაწილეობდა ქოლერის ეპიდემიების ლიკვიდაციაში 1894, 1909, 1910, 1918 წლებში.

1912 წელს, ი.მეჩნიკოვთან ერთად, დ.ზაბოლოტნიმ შეძლო  მიეღო პირველი ობიექტური დადასტურება მღრღნელებიდან ადამიანებზე ჭირის მიკრობის  გადაცემის უნარის შესახებ.

1897 წელს  ი.მეჩნიკოვის მიწვევით და ხელმძღვანელობით მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში.

1898 წლის მარტში ოლდენბურგის პრინცის მფარველობით  დაინიშნა ექსპერიმენტული მედიცინის საიმპერატორო ინსტიტუტის სპეციალისტად. მუშაობდა  ალექსანდრე I-ის კრონდშტატის ფორტის ჭირის საწინააღმდეგო ლაბორატორიაში.

1899 წლიდან ასწავლიდა ბაქტერიოლოგიის კურსს ქალთა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს. 1908 წელს საიმპერატორო სამხედრო სამედიცინო აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სიფილისის პათოგენეზის საკითხზე“.

მონაწილეობდა შორეულ აღმოსავლეთში ჭირის ეპიდემიის ლიკვიდაციაში 1910-1911 წლებში.[6]

დანილ ზაბოლოტნიმ შექმნა სწავლება ჭირის ბუნებრივი კერის შესახებ (1922). 1898 წელს რუსეთში დააარსა პირველი ბაქტერიოლოგიის კათედრა სანქტ-პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში (ხელმძღვანელობდა 1928 წლამდე), 1920 წელს ოდესაში — მსოფლიოში პირველი ეპიდემიოლოგიის განყოფილება. 1921 წელს დააარსა და იყო ოდესის სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი.

1923 წელს სამხედრო სამედიცინო აკადემიაში დააარსა მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრა დეზინფექციის კურსით. 1928 წელს კიევში მისი თაოსნობით დაარსდა უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს. იგი ასევე გახლდათ მიკრობიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1903).  ხელმძღვანელობდა წითელი არმიის მთავარი სამხედრო სანიტარიული დირექტორატის სანიტარულ და ეპიდემიოლოგიურ კომისიას, იყო ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის აკადემიური სამედიცინო საბჭოს წევრი და აწყობდა კურსებს სამხედრო და სამოქალაქო ეპიდემიოლოგებისთვის. გახლდათ პეტროგრადისა და კიევის მუშათა და გლეხთა დეპუტატთა საბჭოების დეპუტატი, 1921 წელს — სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სრულიად უკრაინის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

დანილ ზაბოლოტნი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ჭირის, ქოლერის, მალარიის, სიფილისის, დიფტერიის, ტიფის და სხვა დაავადებების შესახებ. ასევე გახლავთ ავტორი სახელმძღვანელოებისა: „ზოგადი ბაქტერიოლოგია“ (1909), „ეპიდემიოლოგიის საფუძვლები“ (1927), „მიკრობიოლოგიის კურსი“ (1932).

დანილ ზაბოლოტნი გახლდათ სრულიად უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

აკადემიკოსი დ. ზაბოლოტნი გარდაიცვალა 1929 წლის 15 დეკემბერს კიევში.

ჯილდოები

  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (1898 წ.)
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (1900 წ.)
  • ღირსების ლეგიონის ორდენი (1912) [7]

ლიტერატურა

  • Калита В. Т. Данило Заболотний. — К.: В-во ЦК ЛКСМУ «Молодь», 1981. — 244 с. (უკრ.)
  • Западнюк В. Г. Царить в законі розбійня. // Київ. — 1999. — № 3-4. — С. 114—118 (უკრ.)
  • М'ястківський А. П. Через вогонь. — К.: Веселка. — 1971. — 167 с. (უკრ.)
  • Мазурик Євген. Діяльність Д. Заболотного в Кам'янці-Подільському (1894—1895 рр.) // Мазурик Є. В. Нариси про минуле і сьогодення медицини Кам'янця-Подільського та Хмельниччини. — Кам'янець-Подільський: Абетка, 1999. — С. 118—123. (უკრ.)
  • Гандзій Олександр. «Дневник академика Заболотного подлежит уничтожению путем предания его огню»: Історія / Країна. — 2014. — № 49(252). — 18 грудня. — С. 54—57. (უკრ.)

სქოლიო

  1. Заболотный Даниил Кириллович / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — М.: Советская энциклопедия, 1969. (რუს.)
  2. Национальная академия наук Беларуси :: Академик ЗАБОЛОТНЫЙ Даниил Кириллович (1866-1929). web.archive.org (28 სექტემბერი 2018). ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი 2021.(რუს.)
  3. Билай В. И. Жизнь, отданная людям. К 100-летию со дня рождения академика Д. К. Заболотного. — Киев: Наукова думка, 1966. — 83 с. (უკრ.)
  4. Заболотный Д. К., Савченко И. Г. Опыт иммунизации человека против холеры. Предварительное сообщение // Врач : Журнал. — 1893. — Т. XIV. — С. 572—575, № 20; 599—600, № 21.(რუს.)
  5. Садов А. А. Научная деятельность Д. К. Заболотного // Микробиологический журнал. — 1930. — Т. X, вып. 2—3. — С. 119—125. (რუს.)
  6. В.Ганин. Война с «Чёрной смертью»: от обороны к наступлению, Наука и жизнь, — № 7. — 2006 (რუს.)
  7. Пицык Н. Е. Даниил Кириллович Заболотный. — М.: Наука, 1988. — С. 9. — 301 с. (რუს.)