(Translated by https://www.hiragana.jp/)
სალავათ იულაევი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

სალავათ იულაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:17, 4 აპრილი 2022-ის ვერსია, Zangala (განხილვა | წვლილი) (მომხმარებელმა Zangala გვერდი „სალავატ იულაევი“ გადაიტანა გვერდზე „სალავათ იულაევი“: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=14&t=dict&w1=%E1%83%A1&w2=%E1%83%90&w3=%E1%83%9A)

სალავატ იულაევი (ბაშკ. Салауат Юлай улы; დ. 16 ივნისი, 1752[1] — გ. 26 სექტემბერი 1800[2]) — ბაშკირეთის ეროვნული გმირი. ემილიანე პუგაჩოვის მიერ წამოწყებული გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. პოეტ-იმპროვიზატორი (სესენი).

დაიბადა ბაშკირეთის სოფელ ტეკეევოში. აღნიშნული სოფელი დღეს უკვე აღარ არსებობს. იგი აჯანყებაში მონაწილე სხვა სოფლებთან ერთად ეკატერინე II-ის ბრძანებით გადაწვეს.

როდესაც სალავატ იულაიევმა გაიცნო ემილიანე პუგაჩოვი იგი 19 წლის იყო. ამ დღიდან მოყოლებული დაპატიმრებამდე (1774 წლის 25 ნოემბერი) იგი იმყოფებოდა გლეხთა აჯანყების ეპიცენტრში. 1775 წლის 15 ივლისს, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ გამოაცხადეს სალავატ იულაევის განაჩენი. მას და მამამისს, როგორც სახელმწიფო დამნაშავეებს მიუსაჯეს გამათრახება და კატორღაში მუშაობა. 2 ოქტომბერს მამა-შვილი ბალტიისპირეთში თანამედროვე ესტონეთის ქალაქ პალდისკიში (მაშინ როგერვიკი) გააგზავნეს.

უკანასკნელი დოკუმენტი, რომელშიც მოიხსენიება სალავატი, მიეკუთვნება 1800 წელს. ამ პერიოდამდე იგი 25 წელი ტყვეობაში იმყოფებოდა.

სალავატ იულაევი გარდაიცვალა 1800 წლის 26 სექტემბერს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო