(Translated by https://www.hiragana.jp/)
ნიკოლაი ჰარტმანი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ნიკოლაი ჰარტმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:01, 6 აგვისტო 2022-ის ვერსია, იაკობ მახარაძე (განხილვა | წვლილი) (დაემატა კატეგორია:რიგელი მწერლები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ნიკოლაი ჰარტმანი (გერმ. Nicolai Hartmann; დ. 20 თებერვალი, 1882, რიგა ― გ. 9 ოქტომბერი, 1950, გეტინგენი) — გერმანელი ფილოსოფოსი, კრიტიკული ონტოლოგიის ფუძემდებელი. 1920-1945 მარბურგის, კელნის, ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტების პროფესორია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარტმანი ჯერ პაულ ნატორპის მოწაფე იყო და მარბურგის სკოლის ნეოკანტიანელთა პოზიციებს იცავდა („არსის პლატონისეულ ლოგიკა“, 1909, „მათემატიკის ფილოსოფიური საფუძვლები პროკლესთან“, 1909), შემდეგ კი ედმუნდ ჰუსერლის გავლენით დაიწყო გნოსეოლოგიის საზღვრების გადალახვა და „თვით საგნებისაკენ“ სვლა. ჰარტმანი მოითხოვს კვლევის დამყარებას მეტაფიზიკის მინიმუმზე, იდეალიზმისა და რეალიზმზე მაღლა დგომისა და თვალსაზრისამდელ პოზიციებზე, გვთავაზობს ობიექტური იდეალიზმის, როგორც ღია სისტემის, საკუთარ გაგებას („შემეცნების მეტაფიზიკის ძირითადი ნიშნები“, 1921), რომელიც შემდგომში განახორციელა დიდ ფაქტობრის მასალასა და ტრადიციის ათვისებაზე („გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“, ტ. 1, 1923, ტ. 2, 1929) დამყარებით. ეს სისტემა წარმოადგინა შრომებში: „გონითი არსის პრობლემა“ (1933), „ონტოლოგიის დაფუძნებისათვის“ (1935), „შესაძლებლობა და სინამდვილე“ (1938), „რეალური სამყაროს აგებულება“ (1940), „ბუნების ფილოსოფია“ (1950); აღსანიშნავია აგრეთვე „ეთიკა“, რომელიც მაქს შელერის გავლენითაა დაწერილი (1926) და უკანასკნელი შრომა „ესთეტიკა“ (1953). ჰარტმანმა დაწვრილებით დაამუშავა კატეგორიების პრობლემა, განასხვავა მათი სფეროები და ფენები, დაინახა დიალექტიკის საჭიროება, მაგრამ ვერ განასხვავა ერთმანეთისაგან ტელეოლოგია და განვითარების თეორია და ორივე უარყო, აღიარა მხოლოდ „ჰორიზონტალური“ და არა „ვერტიკალური“ დიალექტიკა, ამიტომ სისტემის ერთიანობა ვერ დააფუძნა. ჰარტმანის გავლენა განიცადეს გ. იაკობიმ, გ. მარტინმა, ჰ. ვაინმა, მ. ლანდმანმა და სხვ. ჰარტმანის ხელმძღვანელობით 1922 მარბურგში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მოსე გოგიბერიძემ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაკურია მ., ნ. პარტმანის ზოგადი კატეგოროლოგიის კრიტიკისათვის, თბ., 1985;
  • გოგიბერიძე მ., შემეცნების საგნის პრობლემა, „თსუ მოამბე“, 1929, ტ. 9;
  • თევზაძე გ., ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა, თბ., 1967;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]