(Translated by https://www.hiragana.jp/)
იოჰანეს ბრამსი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

იოჰანეს ბრამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
06:01, 25 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, DerFuchs (განხილვა | წვლილი) (185.207.129.150-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 95.137.221.244-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
იოჰანეს ბრამსი
იოჰანეს ბრამსი

იოჰანეს ბრამსი (დ. 7 მაისი, 1833, ჰამბურგი, გერმანია — გ. 3 აპრილი, 1897, ვენა, ავსტრია) — გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი.

იოჰანეს ბრამსი დაიბადა მუსიკოსის ოჯახში. მუსიკას სწავლობდა ჯერ მამასთან, შემდეგ ე. მარქსენთან (ფორტეპიანო). 50-იანი წლების დამლევს ბრამსი გამოდიოდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში როგორც პიანისტი, მონაწილეობდა ლაიფციგის „გევანდჰაუზის“ სახელგანთქმულ კონცერტებში. მასთან ერთად გამოდიოდნენ რობერტ შუმანი და ი. იოახიმი. 1858–1859 წლებში იყო საგუნდო კაპელის დირიჟორი. 1862 წლიდან დამკვიდრდა ვენაში. აქ იგი გამოდიოდა როგორც პიანისტი და საგუნდო დირიჟორი. 70-იანი წლებიდან დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობა, უკრავდა და დირიჟორობდა საკუთარ ნაწარმოებებს, ბევრს მოგზაურობდა. იგი აირჩიეს ბერლინის ხელოვანთა აკადემიის წევრად, ჰამბურგის „საპატიო მოქალაქედ“. ბრამსს მიენიჭა კემბრიჯისა და ბრესლავლის უნივერსიტეტების მუსიკის დოქტორის ხარისხი.