სამხრეთ-დასავლეთი პაპუა
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
სამხრეთ-დასავლეთი პაპუა | ||
ქვეყანა | ინდონეზია | |
ადმ. ცენტრი | Sorong | |
შიდა დაყოფა | Maybrat[1] [2] , Raja Ampat[1] [2] , Sorong[1] [2] , South Sorong[1] [2] , Tambrauw[1] [2] და Sorong[1] [2] | |
კოორდინატები | 0°54′00″ ს. გ. 131°24′00″ ა. გ. / 0.90000° ს. გ. 131.40000° ა. გ. | |
მმართველი | Muhammad Musa'ad | |
დაარსდა | 2022 | |
ფართობი | 39167 კმ² | |
ოფიციალური ენა | ინდონეზიური ენა | |
მოსახლეობა | 603 054 (2021) | |
სასაათო სარტყელი | UTC+09:00 | |
ოფიციალური საიტი | http://papuabaratdayaprov.go.id/ | |
| ||
სამხრეთ-დასავლეთი პაპუა ინდონ. Papua Barat Daya) ― ინდონეზიის პროვინცია. შეიქმნა 2022 წლის 8 დეკემბერს დასავლეთ პაპუის პროვინციის გაყოფის შემდეგ. მიუხედავად სახელწოდებისა, პროვინცია პაპუის ჩრდილო-დასავლეთ კიდეში მდებარეობს. სამხრეთ-დასავლეთი პაპუა მოიცავს დიდი სორონგის ტერიტორიას (ინდონ. Sorong Raya), რომლის შემადგენლობაშიც შედის: ქალაქი სორონგი, სორონგის სარეგენტო, სამხრეთ სორონგის სარეგენტო, მაიბრატის სარეგენტო, ტამბრაუვის სარეგენტო და რაჯა-ამპატის სარეგენტო.[3][4][5] სამხრეთ-დასავლეთი პაპუა ინდონეზიის რიგით 38-ე პროვინციაა.[6]
სამხრეთ-დასავლეთი პაპუა რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელსაცც დობერაის ნახევარკუნძული, იგივე ჩიტის თავის ნახევარკუნძული ეწოდება. პროვინციის უკიდურესი დასავლეთი წერტილი რაჯა-ამპატის კუნძულების დაცულ რეგიონს მოიცავს, რომელიც საზღვაო სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მათ შორის: მარჯხნის რიფებით, ვეშაპისებრი ზვიგენებით, ტყავიანი კუებითა და მანტებით.[7][8] სამხრეთ-დასავლეთ პაპუის პროვინცია მისი დედაქალაქის, სორონგის ირგვლივაა გაშლილი, რომელიც რეგიონის მასშტაბით ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი კერა და პაპუისკენ გასასვლელი კარიბჭეა. თანამედროვე პორტითა და აეროპორტით, სორონგი პაპუის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქია.[9] სამხრეთ-დასავლეთ პაპუის პროვინცია რამდენიმე ეკოსისტემას მოიცავს, მათ შორის: ტროპიკული წვიმის ტყეებსა და მთებს. ტამბრაუვის სარეგენტო პოპულარული დანიშნულების ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის და ეკოტურიზმის რეკლამირებისთვის მისი ტერიტორია კონსერვაციულ სარეგენტოდაა გამოცხადებული.[10][11]
გეოგრაფია
მთები
სამხრეთ-დასავლეთ პაპუის პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს: კვოკის მთა (ტამბრაუვის სარეგენტო) და ტამარაუს მთები (ტამბრაუვის სარეგენტო).
ტბები
პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბები: ფრამუ და უტერი (ორივე მაიბრატის სარეგენტოში).
მდინარეები
სამხრეთ-დასავლეთ პაპუის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: კოჰოინი, კაისი და პანტა-კაპალი (სამივე სამხრეთ სორონგის სარეგენტოში), ვარსვაი და ვოვეი (ორივე ტამბრაუვის სარეგენტოში).
ადმინისტრაციული დაყოფა
სამხრეთ-დასავლეთ პაპუის პროვინცია მოიცავს 5 სარეგენტოსა (სორონგის, სამხრეთ სორონგის, რაჯა-ამპატის, ტამბრაუვისა და მაიბრატის სარეგენტოები) და სორონგის ავტონომიურ ქალაქს, რომელსაც სარეგენტოს სტატუსიც აქვს. პროვინციის ფართობი 39 122.95 კმ²-ია. 2022 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 621 904 ადამიანს შეადგენს.
დემოგრაფია
რელიგია
სამხრეთ-დასავლეთ პაპუის მოსახლეობის უმრავლესობა პროტესტანტია. მოსახლეობის 61.65% ქრისტიანია: 54.5% საკუთარ თავს პროტესტანტიზმს მიაკუთვნებს, 7.16% კი ― კათოლიციზმს. მოსახლეობის 38.14% ისლამის მიმდევარია. 0.1% ინდუისტია, ხოლო 0.1% ― ბუდისტი.
ეთნიკური ჯგუფები
სამხრეთ-დასავლეთი პაპუა ეთნიკური ჯგუფების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პროვინცია დობერაის ან დომბერაის ტრადიციულ რეგიონს მოიცავს, რომელშიც 52 ეთნიკური ჯგუფი შედის.[12] მაგალითად, მოის ტომი ან მალამოი, რომლებიც სორონგის აბორიგენ მოსახლეობას წარმოადგენენ[13] და მაიბრატები, რომელთაც მრავალი ქვეეთნიკური ჯგუფი ჰყავთ, როგორებიცაა: აიუმარუ, აიტინიო და აიფატი.[14] წარმოშობით აიამარუს ტომიდანაა არაერთი ცნობილი მოღვაწე, მათ შორის: ინდონეზიელი ფეხბურთელები: ბოას სოლოსა და რიკი კამბუაია. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან სანაპიორ მა'იაები, „ოთხი მეფის“ ეთნიკური ჯგუფები და ბიაკის ჯგუფის (ბეტევი, კაფდარონი, კარონი, უსბა, ვარდო) მიგრანტები ბიაკის კუნძულებიდან, მატბატები და ამბერები, რომლებიც რაჯა-ამპატის კუნძულების შიდა ნაწილში ცხოვრობენ.[15] ტამბრაუვის სარეგენტოს ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან აბუნები, მიიაჰები და მპურები; ტემინაბუანში ტეჰიტების ტომი ცხოვრობს; სორონგიდან არიან კოკოდას ტომის წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობას მუსლიმია.[16][17]
ენები
სამხრეთ-დასავლეთ პაპუის მოსახლეობა სხვადასხვა რეგიონულ ენაზე საუბრობს, თუმცა ლინგუა-ფრანკა პაპუის მალაიურია. ინდონეზიის განათლების, კულტურის, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, პროვინციაში სულ ცოტა 46 რეგიონულ ენაზე საუბრობენ.[18] სორონგში იამუეტი გამოიყენება. მაიბრატის სარეგენტოში: აიამარუ, კემბრანი, მაისომარა და პოკორო. რაჯა-ამპატის სარეგენტოში ამბელის, ბატანტას, ბესერის, ბესერ-სვაიმბონის, გებეს, მატბატის, მატლოვის, მა'იას, მა'იალეგენიან-კავეის, სელაფენ მატბატის, სამატეს, სელეგოფის, ტეპინისა და ვარდოს ენებზე საუბრობენ. სორონგის სარეგენტოში ასის, ეფპანის, ესაროს, კალაბრის, მოის-სიგინის, მორაიდის, პალამულის, სეგეტისა და ვილიამის ენებზე საუბრობენ. სამხრეთ სორონგის სარეგენტოს ენებია: ავე, ფკოური, იმიიანი, კაისი, კოკოდა, სალკმა, ტეჰიტი, ტეჰიტ დიტი, იაბენი და იაჰადიან-მუგიმი. ტამბრაუვის სარეგენტოს ენებია: აბუნი, აბუნ გილი, აბუნ ჯი, ირირესი, კარონი, მპური და მპურ პანტაი.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 West Papua Province Administrative Division Data and Code 2015
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ Ruhmana, Uma. (1 September 2022) Tim Percepatan Pemekaran Tegaskan Cakupan Wilayah dan Letak Ibukota Calon Provinsi Papua Barat Daya.
- ↑ Pemekaran Wilayah Papua & Papua Barat. ციტირების თარიღი: 2021-05-06
- ↑ Gubernur Papua Barat Dorong Pemekaran Papua Barat Daya. ციტირების თარიღი: 2021-05-06
- ↑ Farisa, Fitria Chusna, ed. (17 November 2022). „Sah! Indonesia Kini Punya 38 Provinsi, Ini Daftarnya“. KOMPAS.com (ინდონეზიური). Jakarta: Kompas Cyber Media. ციტირების თარიღი: 2022-11-17.
- ↑ Kawasan Konservasi Perairan di Raja Ampat. BLUD UPTD Pengelolaan Kawasan Konservasi Perairan di Raja Ampat. ციტირების თარიღი: 2022-11-17
- ↑ Majid, Abdul. (1 May 2021) Raja Ampat, Surga Penyelam dari Timur Indonesia. ციტირების თარიღი: 2022-11-17
- ↑ Nauly, Yacob. (27 February 2021) Usia 21 Tahun, Kota Sorong Termaju Di Tanah Papua.
- ↑ Kaya Akan Keindahan Alam, Tambrauw Perlu Kedepankan Konservasi. Kementerian Pariwisata dan Ekonomi Kreatif (23 August 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2022. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2023.
- ↑ Nugroho, Hari; Awal, Riyanto; Wantoro, Sigit; Yessi, Santika; Irham, Muhammad (2020) Ekspedisi Tambrauw: Sepotong Surga di Tanah Papua (id). Jakarta: LIPI Press. ISBN 978-602-496-059-9. OCLC 1160197476.
- ↑ Wilayah Kerja - Jerat Papua id. ციტირების თარიღი: 22 December 2022
- ↑ Syaufi, Muhammad. (2022-05-17) Wali Kota dan Bupati Sorong Dukung Mubes Masyarakat Adat Moi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-22. ციტირების თარიღი: 2023-11-17.
- ↑ Pokja Adat MRPB Resmikan 9 Sub Suku dan Lantik Sub Suku Maybrat id. ციტირების თარიღი: 21 December 2022
- ↑ Mansoben, Johszua Robert (1995). Sistem Politik Tradisional Di Irian Jaya. Jakarta: LIPI - RUL 1995, გვ. 229–231. ISBN 979-8258-06-1.
- ↑ Damarjati, Danu. (29 October 2019) Mengenal Tujuh Wilayah Adat Papua yang Jadi Dasar Pemekaran id. ციტირების თარიღი: 21 December 2022
- ↑ Suku Kokoda, Suku Muslim di Papua Barat id. ციტირების თარიღი: 21 December 2022
- ↑ Peta Bahasa Provinsi Papua Barat. ციტირების თარიღი: 2022-12-22