(Translated by https://www.hiragana.jp/)
ჯულიანო-ინ-კამპანია - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ჯულიანო-ინ-კამპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ქალაქი
ჯულიანო-ინ-კამპანია
Giugliano in Campania

ანუნციატის ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი კამპანია
კოორდინატები 40°56′00″ ჩ. გ. 14°12′00″ ა. გ. / 40.93333° ჩ. გ. 14.20000° ა. გ. / 40.93333; 14.20000
ფართობი 94 კმ²
ცენტრის სიმაღლე 97 მეტრი
მოსახლეობა 113 608 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 1 208,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 081
საფოსტო ინდექსი 80014
საავტომობილო კოდი NA
ოფიციალური საიტი comune.giugliano.na.it
ჯულიანო-ინ-კამპანია — იტალია
ჯულიანო-ინ-კამპანია

ჯულიანო-ინ-კამპანია (იტალ. Giugliano in Campania) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, კამპანიის რეგიონის ნეაპოლის პროვინციაში. 2008 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 113 000 ადმიანია და წარმოადგენს იტალიის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქს რომელიც პროვინციული ცენტრი არაა. შედის ნეაპოლის მეტროპოლიურ არეალში.

ისტორია

ძვ. წ. V-IV საუკუნეებში ჯულიანოს ტერიტორია ოსკებით იყო დასახლებული. ტრადიციის მიხედვით, ქალაქი ძვ. წ. 421 წელს დააარსა კოლონისტთა ჯგუფმა კამპანიის ბერძნულ ქალაქ კუმადან და მას ლილიანუმი უწოდეს. ის პატარა ცენტრად რჩებოდა 1207 წლამდე, როდესაც კუმა ნეაპოლელებმა დაანგრიეს. ქალაქის ზოგიერთმა მოქალაქემ და მათ შორის სამღვდელოებამ თავშესაფარი ჯულიანოში ჰპოვა. პორველი დოკუმენტი, რომელიც ჯულიანოში ფეოდის არსებობას ახსენებს, 1270 წლით თარიღდება.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში