J2ME
J2me არის ჯავა პროექტის განშტოება რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ელექტრონული ხელსაწყოების პროგრამირებისთვის. ასეთი ხელსაწყოებია მობილური ტელეფონი, ციფრული პერსონალური ასისტენტი, ვიდეო თამაშების დანადგარი, საოჯახო ელექტრონული ტექნიკა და მრავალი სხვა. ხელსაწყოების მრავალფეროვნების გამო საჭირო გახდა მათი კლასიფიკაცია თითოეულის შესაძლებლობების მიხედვით. კლასიფიკაციის ყველაზე ქვედა ფენას წარმოადგენენ კონფიგურაციები. მათ მაღლა თავს იყრიან პროფილები, რომლებიც უფრო დაწვრილებით აღწერენ ჯავა აპიებს ყოველი ხელსაწყოს ტიპისთვის. ბოლო ფენაში კი მოთავსებულები არიან დამატებითი ნაკრებები განსაკუთრებული თვისებების მისანიჭებლად.
J2ME და JVM (Java Virtual Machine)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]J2ME დამზადებულია J2SE მაგალითზე და ჯავა პროგრამირების ენის ყველა თვისებას შეიცავს. J2ME ჯავა ვირთუალური მანქანის(JVM) და ჯავა ბიბლიოთეკის მინიმალურ ნაკრებს იყენებს, რაც საკმარისია მხოლოდ შეზღუდული უნარიანობის მქონე ხესლაწყოების ასამუშავებლად. დროთადრო როდესაც ხელსაწყოების დამამზადებელი ფირმა მსოფლიო ბაზარზე ახალი მოდელებით გამოდის, ჯავას მინიმალური ნაკრები ფართოვდება დამატებითი ბიბლიოთეკების დამზადებით. სწორედ ამ დამატებითი ბიბლიოთეკების მეშვეობით შესაძლებელია ახალ მოდელებში საინტერესო თვისებების შემოღება.
კონფიგურაციები და პროფილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონფიგურაციების და პროფილების კრებული კლასიფიცირდება ელექტრონული ხელსაწყოს მეხსიერების, ინფორმაციის გადამუშავების და I/O შესაძლებლობების გათვალისწინებით. მრავალი ერთმანეთისაგან განსხვავებული ელექტრონული ხელსაწყო წააგავს ერთმანეთს ელემენტარული ფუნქციონირების თვალსაზრისით. მათი გაერთიანების მიზნით შეიქმნა კონფიგურაცია. კონფიგურაცია შედგება ჯავა ვირტუალური მანქანის და მინიმალური კლასობრივი ბიბლიოთეკისგან, რომლებიც განკუთვნილნი არიან მსგავსი ელქტრონული ხელსაწყოების ასამოქმედებლად. არსებობს 2 ასეთი კონფიგურაცია CDC (Connected Device Configuration) და CLDC (Connected Limited Device Configuration). CDC განკუთვნილია ძლიერი ელქტრონული ხელსაწყოებისთვის. ამ ხელსაწყოებს უფრო დიდი მეხსიერება, სწრაფი მიკროპროცესორი და დიდი ქსელური ტევადობა გააჩნიათ. CLDC დამზადებულია უფრო სუსტ ხელსაწყოებისთვის. მათ შორის პეიჯერები, მობილური ტელეფონები, ციფრული პერსონალური ასისტენტები და ა.შ. იმის გამო რომ CLDC თავისი თვისებებით უახლოვდება CDC-ს, მისი გამოყენაბა ხდება აგრეთვე ბოლო თაობის სმარტფონებზე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- JavaFX Mobile
- BREW
- Smartphone
- Mobile Delivery and Tracking System
- Mobile development
- Mobile games
- Mobile learning
- Embedded Java
- Android (operating system)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sun Developer Network, Java ME
- J2ME Game Developer Network დაარქივებული 2017-05-24 საიტზე Wayback Machine.
- Nokia's Developer Hub Java pages დაარქივებული 2008-09-05 საიტზე Wayback Machine.
- Nokia S60 Java Runtime blogs დაარქივებული 2008-09-07 საიტზე Wayback Machine.
- Sony Ericsson Developer World დაარქივებული 2009-01-06 საიტზე Wayback Machine.
- Motorola Developer Network დაარქივებული 2009-07-21 საიტზე Wayback Machine.
- J2ME Authoring Tool LMA Users Network
- Samsung Mobile Developer's site დაარქივებული 2008-08-10 საიტზე Wayback Machine.
- Sprint Application Developer's Website დაარქივებული 2018-08-21 საიტზე Wayback Machine.
- Performance database of Java ME compatible devices დაარქივებული 2008-05-21 საიტზე Wayback Machine.
- Microjava.com დაარქივებული 2008-08-06 საიტზე Wayback Machine.
- MicroJvm : Real-time J2ME platforms for embedded systems
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|