(Translated by https://www.hiragana.jp/)
ათანასე თბილელი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ათანასე თბილელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ათანასე თბილელი, ამილახვარი (გ. 9 ივნისი, 1774, მოსკოვი) — ქართველი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთთან კავშირის აქტიური მომხრე.

1724 წელს დაბრუნდა საქართველოში და მიიღო მროველობა (რუისის ეპისკოპოსობა). 1740 წელს — თბილისის მიტროპოლიტობა. 1752 წელს თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ ათანასე თბილელი სიმონ მაყაშვილთან ერთად გაგზავნეს მოსკოვში სამხედრო დახმარებისა და მფარველობის სათხოვნელად. ათანასე თბილელმა სიბერე და ავადმყოფობა მოიმიზეზა და სამუდამოდ დარჩა რუსეთში. 1762 წელს მოსკოვში დააარსა ქართული სტამბა. ბეჭდავდა უმთავრესად სასულიერო-საეკლესიო წიგნებს.