ალესანდრო კოსტაკურტა
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალესანდრო კოსტაკურტა | ||
დაბადების თარიღი | 24 აპრილი, 1966 | ||
დაბადების ადგილი | ერაგო-კონ-ორაგო, იტალია | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1979–1986 | მილანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1986–2007 | მილანი | 458 | (3) |
1986–1987 | → მონცა | 30 | (0) |
სულ | 488 | (3) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1991–1998 | იტალია | 59 | (2) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2007–2008 | მილანი (ტექნიკური ასისტენტი) | ||
2008–2009 | მანტოვა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ალესანდრო კოსტაკურტა (იტალ. Alessandro Costacurta დ. 24 აპრილი, 1966) — იტალიელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. მთელი კარიერა (1986–2007) გაატარა „მილანში“. კლუბთან ერთად მოგებული აქვს 7 სერია A, ხუთი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა/ევროპის ჩემპიონთა თასი, ხუთი იტალიის საფეხბურთო სუპერთასი და სხვა.[1]
კოსტაკურტა იყო იტალიის ნაკრების მნიშვნელოვანი წევრი, სადაც ჩაატარა 59 ოფიციალური მატჩი და გაიტანა 2 გოლი. მან ასევე მიიღო მონაწილეობა 2 მსოფლიო ჩემპიონატში (1994 და 1998), ისევე როგორც 1996 წლის ევროპის ჩემპიონატში. ნაკრებთან ერთად მიაღწია 1994 წლის ჩემპიონატის ფინალამდე, თუმცა დამარცხდა ბრაზილიის ნაკრებთან.[1]
კონსტაკურტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა 2007 წლის 19 მაისს 41 წლის ასაკში. კარიერის დასრულების შემდეგ ერთი სეზონი (2008-2009) წვრთნიდა კლუბ „მანტოვას“. 2008 წლის 1 თებერვალს არჩეული იქნა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-კომისრად.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მილანი (1986–2007)[2]
- სერია A (7): 1987–88, 1991–92, 1992–93, 1993–94, 1995–96, 1998–99, 2003–04
- იტალიის თასი (1): 2002–03
- იტალიის სუპერთასი (5) 1988, 1992, 1993, 1994, 2004
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა/ევროპის ჩემპიონთა თასი (5): 1988–89, 1989–90, 1993–94, ბ2002–03, 2006–07
- უეფა-ს სუპერთასი/ევროპის სუპერთასი (4): 1989, 1990, 1994, 2003
- საკონტინენტთაშორისო თასი (2): 1989, 1990
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიო ჩემპიონატი, მეორე ადგილი (1): 1994
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაეტანო შირეას პრიზი სამაგალითო კარიერისთვის: 2000[3]
- უეფა-ს ოქროს საიუბილეო გამოკითხვა: #50[4]
- მილანის დიდების დარბაზი[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოსტაკურტას მილანის პროფილი
- კოსტაკურტას FIFA-ს პროფილი დაარქივებული 2018-04-28 საიტზე Wayback Machine.
- კოსტაკურტას პროფილი — TuttoCalciatori.net (იტალიური)
- კოსტაკურტას FIGC-ის პროფილი დაარქივებული 2015-04-18 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Tanti auguri a Billy Costacurta, uno dei fondatori della patria. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2014.
- ↑ 2.0 2.1 2.2 AC Milan Hall of Fame: Alessandro Costacurta. A.C. Milan. ციტირების თარიღი: 21 July 2014.
- ↑ Premio Nazionale Carriera Esemplare "Gaetano Scirea": Alba d'Oro. ციტირების თარიღი: 21 January 2015.
- ↑ Zinedine Zidane voted top player by fans. UEFA. ციტირების თარიღი: 24 July 2014.
- დაბადებული 24 აპრილი
- დაბადებული 1966
- იტალიელი ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- მილანის ფეხბურთელები
- მონცას ფეხბურთელები
- იტალიის ნაკრების ფეხბურთელები
- 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1996 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- იტალიელი ფეხბურთის მწვრთნელები