(Translated by https://www.hiragana.jp/)
ალიბარის კოშკი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ალიბარის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალიბარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ალიბარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ოთხკუთხა კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კოშკის კედლები შემორჩენილია 4-5 მეტრის სიმაღლეზე. ალაგ-ალაგ ჩანს სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები. კოშკში შესასვლელი სამხრეთიდანაა, დაზიანების გამო მისი ფორმა არ იკითხება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004