(Translated by https://www.hiragana.jp/)
ანდრეი კრასნოვი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ანდრეი კრასნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეი კრასნოვი

ანდრეი ნიკოლოზის ძე კრასნოვი (დ. 27 ოქტომბერი, 1862, — გ. 19 დეკემბერი, 1914, ბათუმი) — რუსი ბოტანიკოსი, ნიადაგთმცოდნე, გეოგრაფი, პალეობოტანიკოსი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დამაარსებელი. მონაწილეობდა არაერთ ექსპედიციაში, ტიანშანში, ჩრდილოეთ ამერიკაში, აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში (იაპონია, ჩინეთი, იავა, ინდოეთი, ცეილონი).

დაიბადა შთამომავლობით სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მამა – გენერალი ნიკოლაი ივანეს ძე კრასნოვი მონაწილეობდა ყირიმის კამპანიაში და ცნობილი იყო თავისი ისტორიული ნაშრომებით; პაპა ივანე კასნოვი – სუვოროვის, კუტუზოვის და პლატოვის თანამედროვე – გმირულად დაეცა ბოროდინოს ველზე. დედა – ფეოდოსია წარმოშობით იყო პეტერბურგის წარჩინებული გვარის წარმომადგენელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]