ანტე ტრაუე
იერსახე
ანტე ტრაუე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 იანვარი 1981 მიტვაიდა, გერმანია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1997–დღემდე |
ანტე ტრაუე (გერმ. Antje Traue; დ. 18 იანვარი 1981, მიტვაიდა, საქსონია) — გერმანელი მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტე ტრაუეს სასცენო კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სკოლის ერთ-ერთ სპექტაკლში ჟანა დ’არკი ითამაშა.[1] 16 წლის ასაკში გაიმარჯვა მთავარი როლის შესრულებისთვის კონკურსში „West End Opera“ (ჰიპ-ჰოპის მიუზიკლში). ოთხი წლის განმავლობაში ანტე გასტროლებს ატარებდა გერმანიაში, შემდეგ ევროპასა და ნიუ-იორკში.[1]
გარკვეული დროის შემდეგ ტრაუე გამოჩნდა რამდენიმე სატელივიზიო ფილმში: „კლეინრუპლინი სამუდამოდ“, „ბერლინი ზღვასთან“ და „ფანტომური ტკივილი“. ყველაზე მეტად პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ითამაშა ფანტასტიკურ თრილერში „პანდორუმი“.[2]. ამ ფილმის შემდეგ ანტე ტრაუე პოპულარული გახდა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
---|---|---|---|
2000 | დაკარგული ბავშვები | Verlorene Kinder | |
2003 | ღამემდე | Die Nacht davor | |
2004 | კლეინრუპლინი სამუდამოდ | Kleinruppin forever | |
2008 | ბერლინი ზღვასთან | Berlin am Meer | |
2009 | ფანტომური ტკივილი | Phantomschmerz | |
2011 | აგვისტოს 5 დღე | 5 Days of August | |
2016 | მტერთან ახლოს | Close to the Enemy | ბერგიტ მენცი |