არქეული ერა
იერსახე
არქეული (არქეოზოური) ერა — დედამიწის გეოლოგიური ისტორიის უძველესი ანუ სიცოცხლის დასაბამის ერა. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 2,3 მილიარდი წელიწადია. არქეულ ერაში წარმოიქმნა არქეული ჯგუფის ქანები, რომლებიც წარმოდგენილია კონტინენტური ფარების გრანიტოიდული ინტრუზიებითა და ძლიერ მეტამორფული ქანებით — გნაისებით, კრისტალური ფიქლებით, კვარციტებით. ამ წარმონაქმნებში ორგანიზმთა ნაშთები ძალზე იშვიათია. ზოგი მკვლევარი მათ არსებობას საეჭვოდაც კი მიიჩნევს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 599.