ბენოცო გოცოლი
იერსახე
ბენოცო გოცოლი (იტალ. Benozzo Gozzoli; ნამდვილი გვარი დი ლეზე დი სანდრო; დ. 1421, ფლორენცია — 1497, პისტოია) — ადრეული რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვარი, ლ. გიბერტის და ფრა ანჯელიკოს მოწაფე. მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ფლორენციაში, მედიჩების სასახლის სამლოცველოში შესრულებული კედლის მხატვრობა, რომელზეც სამი მოგვის მსვლელობაა გამოხატული. ასევე მნიშვნელოვანი ნამუშევარია პიზის „კამპოსანტოს“ კედლის მხატვრობა (1467-1668). მასზე გავლენა მოახდინა ინტერნაციონალურმა გოთიკურმა სტილმა. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დეკორატიულობა, თხრობითი დეტალების სიმრავლე, ფერადოვნება, ხალიჩისებრი კომპოზიცია, სივრცის სიბრტყისებრი აგება. რელიგიურ სიუჟეტებში ასახავდა თავის თანამედროვე ცხოვრებას, რეალურ პირთა პორტრეტებს, ტოსკანის პეიზაჟებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 239.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: