დონი (მდინარე)
თემა
დონი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
სიგრძე | 1 950 კმ |
აუზის ფართობი | 425 600 კმ² |
![]() | |
![]() |
დონი (რუს. Дон) — რუსეთის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარე. სათავეს იღებს ქალაქ ნოვომოსკოვსკის სიახლოვეს, ტულადან 60 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდინარის სიგრძე 1 950 კმ-ია, ჩაედინება აზოვის ზღვაში. შესართავთან წარმოქმნის 540 კმ² ფართობის დელტას. გეოგრაფიულად დონი დაბლობის მდინარეა. ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მისი წყალი იყინება და ყინულით დაფარული რჩება 140 დღე ზემო დინებაში და 30-90 დღე ქვემო დინებაში.
ანტიკურ ხანაში, ძველი ბერძენი გეოგრაფების მიერ, დონი მიიჩნეოდა საზღვრად ევროპასა და აზიას შორის.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: