ედვარდ ცვიკი
იერსახე
ედვარდ ცვიკი | |
---|---|
ედვარდ ცვიკი, 2008 წელი | |
დაბადების თარიღი |
8 ოქტომბერი, 1952 ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
ედვარდ ცვიკი (ინგლ. Edward Zwick; დ. 8 ოქტომბერი, 1952, ჩიკაგო, ილინოისის შტატი) — ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი.
დაიბადა ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში, ებრაულ ოჯახში. მშობლები — ალენ და რუთ ცვიკები[1]. გადაღებული აქვს ფილმები „დიდება“ (1989), „შემოდგომის ლეგენდები“ (1994), „ალყა“ (1998), „უკანასკნელი სამურაი“ (2003), „სისხლიანი ალმასი“ (2006), „გამოწვევა“ (2008) და სხვა. მარშალ ჰერსკოვიცთან ერთად ხელმძღვანელობს კინოკომპანიას „The Bedford Falls Company“.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „გასული ღამის შესახებ...“ (1986)
- „დიდება“ (1989)
- Leaving Normal (1992)
- „შემოდგომის ლეგენდები“ (1994)
- „სიმამაცე ბრძოლაში“ (1996)
- „ალყა“ (1998)
- „უკანასკნელი სამურაი“ (2003)
- „სისხლიანი ალმასი“ (2006)
- „გამოწვევა“ (2008)
- სიყვარული და სხვა ნარკოტიკები (2010)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ედვარდ ცვიკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ედვარდ ცვიკის ნამუშევრები დაარქივებული 2012-11-03 საიტზე Wayback Machine. . WorldCat.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Edward Zwick Biography (1952-). filmreference.com (ინგლისური)