ერიკ ჰობსბაუმი
ერიკ ჯონ ერნესტ ჰობსბაუმი (ინგლ. Eric John Ernest Hobsbawm, დ. 9 იანვარი, 1917, ალექსანდრია — გ. 1 ოქტომბერი, 2002, ლონდონი) — ბრიტანელი ისტორიკოსი-მარქსისტი. მას ეკუთვნის არცისე ცნობილი ნამუშევრები (რევოლუციის ეპოქა: ევროპა 1789-1848; კაპიტალიზმის ეპოქა: ევროპა 1848-1875; იმპერიის ეპოქა: ევროპა 1875-1914) — ნაციონალიზმის კრიტიკოსი და თეორეტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერიკ ჰობსბაუმი დაიბადა ავსტრიელი ებრაელების ოჯახში. დედა წარმოშობით ვენიდან, მამა კი პოლონელი ებრაელი, რომელიც დაიბადა ლონდონში. იგი სწავლობდა ვენაში, შემდეგ ბერლინში (1931-1934). მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი თავის დასთან ერთად გაემგზავრა ლონდონში. ერიკ ჰობსბაუმი ემიგრაციაში მოხვდა მას შემდეგ რას ავსტრია შეუერთდა ნაცისტურ გერმანიას. 1936 წლიდან სწავლობდა სამეფო კოლეჯში - კემბრიჯის უნივერსიტეტიში, ისტორიის და ეკონომიკის ფაკულტეტზე.
გერმანიაში ერიკი დაინტერესდა მარქსიზმით. სტუდენტურ წლებში იგი იყო გაზეთ „გრანტის“ კულტურული მომომხილველი. აგრეთვე მუშაობდა კინოოპერატორად და დადიოდა გადაღებებზე საფრანგეთში, ალჟირში და ტუნისში.
1947 წელს ერიკ ჰობსბაუმი გახდა ისტორიის მასწავლებელი ლონდონის უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა ისტორიისა და ეკონომიკის კათედრას 1969-1984 წლებში. ამის გამო მას მიენიჭა პროფესორის საპატიო წოდება. იგი არამარტო ლონდონის უნივერსიტეტში არამედ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებშიც კითხულობდა ლექციებს.
მან იმოგზაურა ხმელთაშუა ზღვისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. 1957 წელს ლათინოამერიკაში მოგზაურობის შემდეგ მან დაწერა წიგნი „უბრალო მეამბოხე“ 1960 წელს იგი ჩამოყალიბდა როგორც მშრომელთა მოძრაობის ისტორიკოსი. იგი აყალიბებდა მშრომელთა მოძრაობებს და ყურადღებას ამახვილებდა მათ კულტურულ მოღვაწეობაზე. ჰობსბაუმი აქტიურად მონაწილეობდა დისკუსიებში მარქსისტებთან, მან დაწერა საპროტესტო წერილი ევროპელ ისტორიკოსებთან ერთად სსრკის შეჭრის შესახებ უნგრეთში, მაგრამ ამასთან ერთად ის რჩებოდა კომუნისტური პარტიის წევრად.
ბრიტანელი ჯაზის მოყვარულებისთვის ჰობსბაუმი ცნობილია, როგორც კრიტიკოსი და თანამედროვე მუსიკის მცოდნე.
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1959 — უბრალო ამბოხებული“; „ჯაზის სცენა“
- 1962 — „რევოლუციის ერა“
- 1964 — „მშრომელები“
- 1968 — „ინდუსტრია და იმპერა“
- 1969 — „კაპიტანი სვინგი“; „ბანდიტები"
- 1973 — „რევოლუციონერები“
- 1975 — „კაპიტალიზმის ეპოქა“
- 1978 — „მარქსიზმის ისტორია“
- 1987 — „იმპერიის ეპოქა“
- 1990 — „მარსელიოზას გამოძახილი“
- 1997 — „წიგნი ისტორიის შესახებ“
- 1998 — „უცნაური ადამიანები“
- 1999 — „ახალი საუკუნე“
- 2002 — „საინტერესო დრო“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტატია „ერიკ ჰობსბაუმის“ ებრაულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში (რუსული)
- «Капиталисты перестали бояться». Интервью Хобсбаума Тристраму Ханту [1] დაარქივებული 14-11-2016 საიტზე Wayback Machine.
- Работы Э. Хобсбаума на situation.ru დაარქივებული 2008-06-18 საიტზე Wayback Machine.
- Работы Э. Хобсбаума на в библиотеке журнала «Скепсис»
- Британские историки-марксисты 1945—1990-х годов
- Майя Джагги («The Guardian»). Вопрос веры: Эрик Хобсбаум — нераскаявшийся коммунист
- Человек эпохи крайностей დაარქივებული 2012-10-11 საიტზე Wayback Machine.
- Максим Кантор В начале долгого века დაარქივებული 2017-04-01 საიტზე Wayback Machine.
- Михаэль Дорфман Эрик Хобсбаум: и один в поле воин დაარქივებული 2016-12-04 საიტზე Wayback Machine.
- Макаров В. С.. (2012) Памяти Эрика Хобсбаума. Информационно-исследовательская база данных «Современники Шекспира». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-18. ციტირების თარიღი: 2012-10-18.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #120342081 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 www.accademiadellescienze.it
- ↑ 8.0 8.1 Babelio — 2007.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 10.0 10.1 Munzinger Personen
- ↑ Eric Hobsbawm dies, aged 95 — The Guardian.
- ↑ https://web.archive.org/web/20200705005943/https://www.lrb.co.uk/the-paper/v41/n08/susan-pedersen/i-want-to-love-it
- ↑ http://geschichte.univie.ac.at/en/persons/eric-j-hobsbawm-prof-dr
- ↑ https://elpais.com/cultura/2012/10/01/actualidad/1349086514_771066.html
- ↑ https://www.history.org.uk/aboutus/resource/8702/the-medlicott-medal