(Translated by https://www.hiragana.jp/)
ვალერი გოგუაძე - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ვალერი გოგუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგუაძე.

ვალერი პეტრეს ძე გოგუაძე (დ. 29 სექტემბერი, 1911, ბათუმი — გ. 2 მარტი, 1971, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1949), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.

1934 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1959 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ელემენტორგანულ ნაერთთა ლაბორატორიას. დაამუშავა პროვიტამინ D13-ის სინთეზის უმოკლესი გზა. ავტორია მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომებისა და გამოგონებებისა.