(Translated by https://www.hiragana.jp/)
ვალტორნა - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ვალტორნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალტორნა

ვალტორნა (გერმ. Waldhorn — „ტყის რქა“) — უძველესი სასულე მუნდშტუკიანი საკრავი. წარმოდგება მონადირის ბუკისაგან აქვს გრძელი, ვიწრო, მორკალული ცილინდრული ლულა, ვიწრო და ღრმა მუნდშტუკი. ძველებურ ვალტორნებს არ ჰქონდათ მექანიკა და მხოლოდ ნატურალური ბგერათრიგის ტონებს გამოსცემდნენ. XIX საუკუნის II ნახევარში გავრცელდა ქრომატული ვალტორნები, საკრავს გაუკეთდა ვენტილების მექანიზმი. თანამედროვე ვალტორნა ფა წყობისაა (იშვიათად სი ბემოლისა). ვალტორნის პარტიას იწერენ ვიოლინოს გასაღებით, ჩვეულებრივ ხმოვანებაზე ერთი კვინტით მაღლა. ფა წყობის ვოლტორნის დიაპაზონია კონტროქტავის სი-დან მეორე ოქტავის ფა-მდე. ვოლტორნის ტემბრი ცაჟკაცური, პოეტურია. მასზე ასრულებენ მღერად მელოდიებსა და ჩქარ პასაჟებს. იგი სიმფონიური ორკესტრის შემადგენელი საკრავია. ხმარობენ აგრეთვე კამერულ ანსამბლებში და სოლოს შესასრულებლად.

უძველეს წარსულში — ეს ჩვეულებრივი რქა იყო, ან ხარის ან ველური ცხვრის. ძველი ბერძენი და ძველი რომაელის მებრძოლის ხელში ეს საკრავი სამხედრო სამსახურში ჩადგა. რქის ნაცვლად მჟღერი ლითონი გახდა — ბრინჯაო.

ალექსანდრე მაკედონელის ჩასაბერი რქის შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს: მისი ჟღერადობა 15 კმ-ს აღწევდა, მისი ფართო ნაწილის დიამეტრი კი 24,5 მ.

  • მშველიძე შ., საკრავთმცოდნეობა, თბ., 1965