ვიერის დოლმენი
ანტეკერის დოლმენები: მენგა, ვიერა, ელ-რომერალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ვიერის დოლმენის შესასვლელი | |
ქვეყანა | ესპანეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2016 (40-ე სესია) |
ნომერი | 1501 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1501 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ვიერის დოლმენი (ესპ. Dolmen de Viera) — დოლმენი ესპანეთში, მდებარეობს ქალაქ ანტეკერის მახლობლად, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრში. მენგისა და ელ-რომერალის დოლმენებთან ერთად ქმნის ანტეკერის დოლმენების ანსამბლს.
დოლმენი ენეოლითის ხანას განეკუთვნება. აღმოაჩინეს 1903 წელს. სახელი ეწოდა მისი აღმომჩენის გვარის მიხედვით.
კონსტრუქციის მიხედვით დოლმენი კორიდორით იწყება, რომლის სიგრძეა 20 მ., სიმაღლე — 185 სმ., ხოლო სიგანე — 120 სმ. დასაკრძალი ოთახის სიმაღლეა 210 სმ., ხოლო სიგანე — 180 სმ.
ისევე როგორც ანტეკერის სხვა დოლმენები, ვიერის დოლმენიც ყორღანული ტიპისაა, დაფარულია მიწით.
2016 წლის 15 ივლისს ვიერის დოლმენი მენგისა და ელ-რომერალის დოლმენებთან ერთად ანტეკერის დოლმენების სახელით შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანტეკერის დოლმენები
- მენგის დოლმენი დაარქივებული 2008-01-19 საიტზე Wayback Machine.