ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/არქივი 2008
თემა
- ...სანტა-მარია-სოპრა-მინერვა (ინტერიერი სურათზე) ერთადერთი გოტიკური ეკლესიაა რომში და მასში წმინდა ეკატერინე სიენელის უთაო ცხედარი განისვენებს...
- ... ანარქიის სიმბოლო ფილოსოფოსი პიერ-ჟოზეფ პრუდონის ერთი შეხედვით პარადოქსული გამოთქმის „ანარქია წესრიგია“ ერთგვარ განსახიერებად შეიძლება მივიჩნიოთ...
- ...პოპულარული რწმენით, ქუჩის წარმოდგენების დროს ინდური კობრა სალამურის მელოდიაზე ”ცეკვავს”. სინამდვილეში გველი პატრონის თითოეულ მოძრაობას იმეორებს და მუდმივ მზადყოფნაშია უეცარი მოძრაობის შემთხვევაში თავი დაიცვას...
- ...წარმართი სტრიგოლნიკების უმრავლესობა მდინარე ვოლხოვში დაახრჩვეს 1376 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზეწოლით...
- ... მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა მოსკოვის გეი პრაიდს სატანისტური უწოდა, ვინაიდან მისი თქმით ის შიდსის გავრცელებას უწყობდა ხელს...
- ... თურქეთის 1971 წლის სამხედრო გადატრიალება ცნობილია, როგორც „გადატრიალება მემორანდუმით“...
- ...ველოსიპედის ჩაფხუტი სავალდებულო აქსესუარია აშშ-ის 37 შტატში...
- ...მაგდებურგის საკათედრო ტაძარი (სურათზე) ყველაზე მაღალი იყო აღმოსავლეთ გერმანიაში და აქ საღვთო რომის იმპერატორი ოტო I არის დაკრძალული...
- ...დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე "აპოლო" კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა თბილისში. იგი 1909 წელს გაიხსნა და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ნიმუშია...
- ...ხამსას ებრაელებიც და მაჰმადიანებიც იყენებენ, როგორც თილისმას ავი თვალისგან დასაცავად...
- ...ირანის უდიდესი ტბა ურმია იმდენად მლაშეა, რომ მასში თევზები ვერ არსებობენ...
- ...გაურკვეველია ევრიპიდეს პიესა „ელექტრა“ სოფოკლეს ვერსიამდე დაიწერა თუ მას შემდეგ...
- ...აშოკას წარწერები ჩრდილოეთ ინდოეთსა და პაკისტანში ჩვენამდე მოღწეული უძველესი ისტორიული წყაროებია ბუდიზმზე...
- ...მსოფლიოში ყველაზე გრძელ გველად მიჩნეულია მწვანე ანაკონდა; მისი მაქსიმალური სიგრძე დაფიქსირებულია 11,43 მ.
- ...„ბენუას მადონა“ (სურათზე), სავარაუდოდ, ლეონარდო და ვინჩის მისი მასწავლებელი ვეროქიოსგან დამოუკიდებლად შექმნილი პირველი ნამუშევარი უნდა იყოს...
- ...ასურეთის მეფის სალამანასარა III-ის შეკვეთით ძვ. წ. 825 წელს შექმნილი შავი კირქვისგან გამოთლილი შავი ობელისკი დღემდე აღმოჩენილი ყველაზე სრული ასირიული ობელისკია და ასევე უძველესი ნივთია, რომელზეც ისრაელის ბიბლიური მეფე იუი არის გამოსახული...
- ...სტამბოლის ბოსფორისა და სულთან მეჰმეთ ფათიჰის ხიდებიდან წელიწადში სულ მცირე 150 ადამიანი ცდილობს თავის მოკვლას...
- ...ინგლისური რენესანსის წამყვანი ხელოვნების ფორმა იყო პიესა...
- ...კალკუტას, ინდოეთი, ევროპული სტილის მდიდრულ ნაგებობათა სიუხვის გამო "სასახლეთა ქალაქს" უწოდებენ...
- ...ნაფოტა საქართველოს მტკნარ წყლებში კობრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშის თევზია...
- ...ფსიქოდელიური მედიკამენტის ლსდ (მოლეკულა სურათზე) სინთეზი პირველად შვეიცარიელმა ქიმიკოსმა ალბერტ ჰოფმანმა მოახდინა სანდოცის ლაბორატორიაში, ბაზელი, შვეიცარია, 1938 წელს...
- ...ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბავშვი არ იბადება, არის ვატიკანი, რადგან იქ მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის მღვდელ-მონაზვნები ცხოვრობენ...
- ...ქართულ ვიკიპედიაში საშუალოდ ერთ დღეზე მოსული ახალი სტატიების რეკორდული მაჩვენებელი — 74 ერთეული, დაფიქსირდა 2007 წლის აგვისტოში...
- ...ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად ქვეყნის მონარქის ტიტული ეგვიპტის ფარაონ პეპი II-ს ეჭირა — 94 წელს...
- ... თანამედროვე ისტორიაში პირველი საზოგადოებრივი თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო კამპანია ნაცისტურ გერმანიაში ჩატარდა...
- ...პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ვიქტორ ნუარის ქანდაკებაზე ხელის გადასმა პოპულარული რწმენით დაფეხმძიმებას უწყობს ხელს. მსურველთა მოზღვავების გამო 2005 წელს საფლავს ღობე შემოავლეს, თუმცა პარიზელ ქალთა პროტესტის შემდეგ ის მოხსნეს...
- ...ნიუ-იორკის მარათონი მსოფლიოში უდიდესია და მასში ყოველწლიურად 37.000 პროფესიონალი და მოყვარული მორბენალი მონაწილეობს...
- ...ვასკო და გამას ხიდი ლისაბონთან, პორტუგალია, ყველაზე გრძელი ხიდია ევროპაში...
- ...ვასილ ამაშუკელი პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი იყო 1908 წელს ბაქოში გადაღებული ფილმებით „ქართველი სცენის მოღვაწენი“, „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“ და სხვა.
- ...ბუტანის მეფე ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მონარქია...
- ...ტროცკისტები სტალინის პერიოდში საბჭოთა კავშირის მმართველობის სისტემას ბიუროკრატიულ კოლექტივიზმს უწოდებდნენ...
- ...კოკაინი ლეგენდარული გლეხური უტოპია იყო შუასაუკუნეების ევროპაში (ზარმაცების ქვეყანა, სადაც ბარაქა თავზესაყრელი იყო და გარჯა საჭირო არ იყო)...
- ...ბერლინის პერგამონის მუზეუმში 113 მ სიგრძის სკულპტურული ფრიზის (დეტალი სურათზე) რეკონსტრუქცია არის გამოფენილი...
- ...X საუკუნის ქართველმა ჰიმნოგრაფმა იოანე მინჩხმა ჰიმნოგრაფიაში ახალი სალექსო ფორმა მინჩხური შემოიღო.
- ...ათენის ტირანს პისისტრატეს, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნეში მოღვაწეობდა, მიეწერება ჰომეროსის პოემების ტექსტის დამდგენი კომისიის შექმნა.
- ...აკაკი წერეთლის ვაჟმა და რუსული ოპერის იმპრესარიომ ალექსიმ თავისი ქონება „მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს“ უანდერძა, თუმცა ანდერძი არაქმედითად იქნა ცნობილი.
- ...სომხეთის ეროვნული გმირი წმინდა ვარდანის ქალიშვილი შუშანიკი ქართული ლიტერატურის დღემდე მოღწეული პირველი ნაწარმოების მთავარი გმირია...
- ... ანდანტე დო მაჟორში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პირველი კომპოზიცია იყო...
- ...190 მ სიმაღლის Turning Torso (მბრუნავი ტორსი) შვედეთის ყველაზე მაღალი შენობაა...
- ...საქართველოში პირველი ნუმიზმატიკის კაბინეტი თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა 1924 წელს აკად. ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით...
- ...რუსული ანარქისტულ-კომუნისტური ორგანიზაცია ჩერნოე ზნამია (რუს. შავი ალამი) პირველი ორგანიზაცია იყო, რომლის გაცხადებული მიზანი არსებული წყობილების ტერორი იყო...
- ...მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი პირველად მოდაში ვენეციელმა კურტიზანმა ქალებმა შემოიღეს XV საუკუნეში...
- ...პოსტსაბჭოთა რუსეთის 1016 წამყვან პოლიტიკურ ფიგურათა თითქმის 78% მანამდე სუკ-ის ან მასთან ასოცირებული ორგანიზაციის წევრი იყო...
- ...ტერმინი "ჰუკერი" ამერიკელ მეძავებს შემორჩათ ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდიდან, კერძოდ, პოტომაკის არმიაში მოკავშირეთა გენერალი ჯოზეფ ჰუკერის პერიოდში მეძავების მომრავლების გამო...
- ...სნუპი მსოფლიოს პირველი კლონირებული ძაღლია (სურათზე ავღანურ მწევართან, რომლისგანაც ის კლონირებულ იქნა)...
- ...ასირიოლოგმა არჩიბალდ საისმა აღმოაჩინა, რომ ხეთების იეროგლიფების სისტემა ძირითადად მარცვლოვანი ყოფილა...
- ...რუსი სამხედრო ოფიცერი ბორის შაპოშნიკოვი ჯერ რუსეთის მეფის ჯარში მსახურობდა, შემდეგ წითელ არმიაში, სტალინის დიდ წმენდას გადაურჩა და ბოლოს საბჭოთა კავშირის მარშალის წოდებაც მიიღო...
- ...პეკინის ოპერა სათავეს პეკინიდან კი არ იღებს, არამედ პროვინციებიდან ანჰუი და ჰუბეი...
- ...გაბრიელ გარსია მარკესის რომანი „მარტოობის ასი წელიწადი“ შვიდი თაობის მოქმედ გმირებს მოიცავს...
- ...კრივს მძიმე წონით კატეგორიაში წონის ზედა ზღვარი არ აქვს...
- ...დაკას (სურათზე), მაჰარაქას, ვადი ეს-სებუას, ამადასა და დერის ძველეგვიპტური ტაძრები 1960-იან წლებში დაშალეს და სხვაგან ააგეს, რათა ისინი ასუანის კაშხლით წარმოქმნილი ნასერის ტბას არ დაეფარა...
- ...ამჟამად მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ციფრული სისტემა სათავეს ინდოეთიდან იღებს...
- ... ძველეგვიპტელი არქიტექტორი სენემუტი ლეგენდის თანახმად ფარაონი ჰატშეფსუტის საყვარელი იყო...
- ...მეორე ავენიუს მეტროს ხაზის მშენებლობა ქალაქ ნიუ-იორკში 1919 წელს დაიწყო და ის დღემდე არ დასრულებულა...
- ... 1930-იან წლებამდე მეთანოლი ყველაზე გავრცელებული ანტიფრიზი იყო...
- ...სიჯუ, კორეული პოეტური ფორმა, ჩამოგავს იაპონურ ჰაიკუს...
- ...ტეტრიკუს I (მონეტაზე) გალების ბოლო იმპერატორი იყო...
- ...სიცარიელის აღმნიშვნელი ციფრი ნული ინდოელმა მათემატიკოსებმა შემოიღეს...
- ...1921-1940 წლებში ქალაქ ბოლნისს ლუქსემბურგი ერქვა...
- ...ჰიტლერის თვითმკვლელობიდან რამდენიმე საათში სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრმა იოზეფ გებელსმა ცოლთან ერთად ექვსივე მცირეწლოვანი შვილი მოწამლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...
- ... ლონდონში მდინარე ტემზის ქვეშ 16 გვირაბი გადის; მათი უმრავლესობა მეტროს ხაზებისთვისაა განკუთვნილი...
- ...საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 35-საათიანი სამუშაო კვირა შემოიღო...
- ...პარიზის ახალი ხიდი ქალაქში დღემდე შემონახული უძველესი ხიდია...
- ...გიგო გაბაშვილის "ბაზარი სამარყანდში" (1894) ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე 2006 წლის აპრილში 1 მილიონ 136 ათას დოლარად გაიყიდა; მყიდველისა ან გამყიდველის ვინაობა ცნობილი არ არის...
- ...ქალაქ ნიუ-იორკში ყოველდღიურად სამსახურში ველოსიპედით 131.000 ადამიანი მგზავრობს.
- ...პირველი თანამედროვე საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია საღვთო ალიანსი იყო...
- ...რიჩარდ მეიერი პირველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო, რომელმაც კომპიუტერული თამაშისთვის შენობის პროექტი შექმნა (2003 წელს SimCity 4-თვის)...
- ...რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში პირველი ფოლადი 1950 წელს გამოადნეს...
- ...ანტიკითერას მექანიზმი უძველესი მექანიკური კალკულატორია, რომელსაც ასევე პირველ ცნობილ "მექანიკურ კომპიუტერს" უწოდებენ, და მისი დანიშნულება ასტრონომიული პოზიციების გამოთვლა იყო...
- ...თუ წრეწირის დიამეტრი ერთის ტოლია, მისი პერიმეტრი
π -ს უდრის... - ...მერტენ დე კეიზერმა ბიბლიის პირველი სრული გამოცემები დაბეჭდა ფრანგულად (1530) და ინგლისურად (1535) ანტვერპენში...
- ...გრემის პრემიის პირველი მფლობელი საბჭოთა კავშირიდან სვიატოსლავ რიხტერი გახდა 1960 წელს...
- ...სან-ვიტალეს ბაზილიკა რავენაში, იტალია, დასავლეთ ევროპაში ბიზანტიური ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და დახვეწილი მოზაიკით გამოირჩევა...
- ...დედამიწის შინაგანი აგებულების უკეთ შესწავლის მიზნით 1995 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს გადაწყვეტილება დედამიწის გულამდე გაბურღვის შესახებ. ჭაბურღილის გაკეთება ნავარაუდევია გერმანიის ტერიტორიაზე...
- ...პირველ მსოფლიო ომს ფრანგი მამაკაცების 27 % შეეწირა...
- ...ჰანიბალი ჯერ კიდევ 9 წლის ბავშვი იყო, როდესაც დაიფიცა, რომ იგი რომის დაუძინარი მტერი იქნებოდა...
- ...მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილი უძველესი იმპერია აკადის იმპერიაა, რომელიც არსებობდა ძვ. წ. 2316 - ძვ. წ. 2170 წლებში...
- ...შუმერული ენა ჩვენთვის ცნობილი უძველესი ენაა საკუთარი დამწერლობით...
- ...ტროას ხეთური დასახელებაა ვილუშა...
- ...პონიატოვსკის ხიდი ვარშავაში ორივე მსოფლიო ომში დაინგრა...
- ...სსრკ-მ იარსება თითქმის 69 წელი, 1922 წლის დეკემბრიდან 1991 დეკემბრამდე...
- ...მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგებმა ააშენეს ე.წ. მოჟინოს ხაზი რათა თავი დაეცვათ გერმანელებისგან, მაგრამ გერმანელები საფრანგეთში შევიდნენ მოჟინოს ხაზზე ჩრდილოეთით, სადაც საზღვარი არ იყო სათანადოდ გამაგრებული, ასე რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული თავდაცვის პროექტი სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა...