იმუნიზაცია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
იმუნიზაცია — შესაძლებლობას აძლევს ორგანიზმს, უკეთ დაიცვას თავი კონკრეტული ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციებისგან. იმუნიზაცია შესაძლობა მოხდეს თავისთავად (როდესაც ადამიანები შეხებაში არიან ბაქტერიებთან ან ვირუსებთან) ან მას უზრუნველყოფენ ექიმები. როდესაც ადამიანი იმუნიზებულია დაავდაების მიმართ, ისინი არ ავადდება ამ დაავადებით ან ავადდება მისი მხოლოდ მსუბუქი ფორმით.
არსებობს იმუნიზაციის ორი ფორმა: აქტიური და პასიური.
აქტიური იმუნიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქტიური იმუნიზაციის დროს ვაქცინები გამოიყენება სხეულის ბუნებრივი დაცვითი მექანიზმების გააქტიურების მიზნით. ვაქცინები პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს:
- ბაქტერიების ან ვირუსების არაინფექციური ფრაგმენტები;
- ბაქტერიის მიერ წარმოქმნილი, ჩვეულებრივ მავნე ნივთიერება (ტოქსინი), რომელიც გარდაქმნილია უვნებელ ფორმად - ტოქსოდი, ანატოქსიდი;
- დასუსტებული (ატენუირებული), ცოცხალი, მთლიანი ორგანიზმები, რომლებიც არ იწვევენ ინფექციას.
ვაქცინი შეყვანისას ორგანიზმის იმუნური სისტემა საპასუხოს წარმოქმნის ნივთიერებებს (როგორიცაა ანტისხეულები და სისხლის თეთრი უჯრედები), რომლებიც ამოიცნობენ და თავს ესხმიან კონკრეტულ ბაქტერიას ან ვირუსს, რომელსაც შეიცავს ვაქცინა. ამის შემდეგ, როდესაც ადამიანს შეხება ექნება კონკრეტულ ბაქტერიასთან ან ვირუსთან, სხეული ავტომატურად წარმოქმნის ამ ანტისხეულებსა და სხვა ნივთიერებებს. აცრის გაკეთების პროცესს ეწოდება ვაქცინაცია, თუმცა ბევრი ექიმი უფრო ზოგად ტერმინს - იმუნიზაცია.[1]
პასიური იმუნიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პასიური იმუნიზაციის დროს ადამიანს პირდაპირ უკეთდება კონკრეტული ინფექციური ორგანიზმის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ამ ანტისხეულების მოპოვება ხდება რამდენიმე წყაროდან:
- იმ ცხოველები (ჩვეულებრივ, ცხენების) სისხლიდან (პლაზმა), რომლებსაც შეხება ჰქონდათ გარკვეულ ორგანიზმთან ან ტოქსინთან და განუვითარდათ იმუნიტეტი;
- ადამიანებისგან დიდი როდენობით შეგროვილი სისხლიდან, რომელსაც ეწოდება ადამიანის იმუნოგლობულინი;
- ადამიანებისგან, რომელთაც უკვე აქვთ ანტისხეულები კონკრეტული დაავადების მიმართ (ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც ჩაუტარდათ იმუნიზაცია ან ისინი, რომლებიც ამარცხენებ დაავადებას), ასეთი ადამიანები გამოიმუშავებენ ჰიპერიმუნურ გლობულინს, რადგან მათ სისხლში აქვთ ანტისხეულების მომატებული რაოდენობა;
- ანტისხეულების წარმომქმნელი უჯრედებისგან (ჩვეულებრივ აღებულია თაგვებისაგან), რომლებიც გაზრდილია ლაბორატორიაში.
პასიური იმუნიზაცია გამოიყენება იმ ადამიანეში, რომელთა იმუნური სისტემა ადეკვატურად ვერ რეაგირებს ინფექციაზე ან ადამიანებში, რომლებიც ვაქცინამდე დაიფიცირდნენ (მაგ. ცოფის ვირუსით დაინფიცირების დროს). პასიური იმუნიზაციის გამოყენება შეიძლება აგრეთვე მაშინ, როდესაც ადამიანებს შეხება ჰქონდათ ინფექციურ აგენტთან და არ აქვთ საკმარისი დრო, რომ დაიწყონ ან დაასრულონ აცრების ციკლი. მაგ. გამა გლობულინის (ანტისხეულის ხშირი ტიპი) შემცველი ხსნარი გამოიყენება ჰეპატიტის პრევენციის მიზნით იმ ადამიანებში, რომლებიც მოგზაურობენ მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში. პასიური იმუნიზაცია გრძელდება მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა, მანამ, სანამ ორგანიზმი არ მოიცილებს შეყვანილ ანტისხეულებს.
ვაქცინაციების და ანტისხეულების შყვანა ჩვეულებრივ ხდება კუნთებში (ინრტამუსკულურად) ან კანქვეშ (სუბკუტანეურად). ზოგჯერ ანტისხეულების შეყვანა ხდება ვენაში (ინტრავენურად). დღეს არსებული ვაქცინები სანდოა და ადამიანების უმრავლესობა ძალიან კარგად იტანს მათ. იშვიათად აქვთ გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ვერ მუშაობენ ეფექტურად ყველა ადამიანში.
ზოგიერთი აცრის გაკეთება ხდება რუტინულად, მაგ. მოზრდილებში მიზანშეწოლილია ტეტანუსის ანატოქსინის ყოველ 10 წელიწადში ერთხელ შეყვანა. ზოგიერთი ვაქცინა რუტინულად უკეთდება ბავშვებს.
სხვა აცრები, ჩვეულებრივ, უკეთდება ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებს. მაგ. ყვითელი ცხელების აცრა უკეთდებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მმოგზაურობენ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკის კონკრეტულ ნაწილებში. და მაინც, ადამიანებს, რომლებსაც სავარაუდოდ ჰქონდათ შეხება სპეციფიკურ დაავადებასთან, უტარდებათ ვაქცინაცია. მაგ. ცოფზე აცრა უტარდება იმ ადამიანს, რომელსაც ძაღლმა უკბინა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- National Network for Immunization Information (NNii)
- Centers for Disease Control National Immunization Program
- ↑ "Ten Great Public Health Achievements in the 20th Century". დაარქივებული 2016-03-13 საიტზე Wayback Machine. CDC