(Translated by https://www.hiragana.jp/)
იომ-ქიფური - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

იომ-ქიფური

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იომ-კიპური)
მორის გოტლიბი, ებრაელები ლოცულობენ სინაგოგაში იომ-ქიფურის დღეს, ვენა, 1878.

იომ-ქიფური (ივრ. יוֹם כִּפּוּר, სიტყვასიტყვით „მიტევების დღე“, ითარგმნება როგორც „გამოსყიდვის დღე“, „განკითხვის დღე“) — იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაული; მარხვის, აღსარებისა და ცოდვების მიტევების დღე; აღინიშნება ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს და მონანიების ათი დღის დასასრულია.

იომ-ქიფური და ქრისტიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანთა უმრავლესობა იომ-ქიფურს, როგორც „მიტევების“, „გამოსყიდვის“, „განკითხვის“ დღეს არ აღნიშნავს, რადგანაც იგი ახალ აღთქმაში არ მოიხსენიება. თუმცა სწავლულები და თეოლოგები პოულობენ მჭიდრო კავშირს „იომ-ქიფურის“ მნიშვნელობასა და ქრისტეს სამსჯავროზე წარდგომის დღეს შორის, რომელსაც მომავალში მოელიან ქრისტიანები.

მართლმადიდებლურ რელიგიაში იომ-ქიფურის დღეს შეესაბამება ორი დღე:

  • ჯვართამაღლების წინა დღე, რომელიც ასევე სექტემბერში აღინიშნება მძიმე მარხვითა და ლოცვით, თუმცა ეს დღე ფიქსირებული თარიღია. ამ ორ რელიგიურ თარიღს შორის კავშირის რეალობას ბევრი თეოლოგი აღნიშნავს.
  • დიდი პარასკევი - ვნების კვირის პარასკევი, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იხსენებენ უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს, როდესაც იესომ გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები. მართლმადიდებლები ამ დღეს მკაცრად მარხულობენ და ლოცულობენ.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იომ-ქიფური“-დან