ისმაელი (წიგნი)
„ისმაელი“ | |
---|---|
Ishmael | |
ქართული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | დენიელ ქუინი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ფილოსოფიური რომანი, მაგიური რეალიზმი |
გამომცემელი | Bantam/Turner Books |
გამოცემის თარიღი | 1992 |
მთარგმნელი | ლევან ღამბაშიძე |
ქართულად გამოიცა | 2016 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 317 |
მომდევნო | The Story of B, My Ishmael და Beyond Civilization |
ISBN | 9789941466489 |
ისმაელი (ინგლ. Ishmael)
სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რომანის სიუჟეტი იხსნება იმედგაცრუებული, დეზორიენტირებული ახალგაზრდის მონოლოგით, რომელიც ბავშვობიდან გამუდმებით ეძებს „საიდუმლო ცოდნას“ ან პასუხს კითხვაზე
თავდაპირველად, ახალგაზრდა პროტაგონისტი სკეპტიკურად უყურებს ამ ფაქტს, კერძოდ, შეუძლია თუ არა მის „მასწავლებელს“ ყველა მის შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა, თუმცა მოგვიანებით იგი მიდის მასთან. „მასწავლებელთან“ ვიზიტი მამაკაცის გაოგნებას იწვევს
გაკვეთილები, რომლებსაც ალანი ესწრება, ძირითადად, კაცობრიობის მითებს, უფრო კონკრეტულად კი ბიბლიურ პასაჟებს ეხმიანება, რომელთაც თავად ისმაელი აანალიზებს და მათ დედამიწის მდგრადობასთან აკავშირებს. ისმაელი სოკრატესეულ მეთოდსაც მიმართავს
ისმაელის ეს პირდაპირი კრიტიკა ეხმიანება იმ ფაქტსაც, რომ ეს ე.წ. Taker მითი, რომელიც დღესდღეობით ძალაშია, კაცობრიობის ცხოვრების წესის არამდგრადობისთვისა და პლანეტის ექსპლუატაციისთვისაა განსაზღვრული. ის ამას საზოგადოებაზე პოლიტიკისა და მედიის გავლენას მიაწერს, რომლებიც ამ აბსურდს ყოველდღიურად იმეორებენ და აგრძელებენ არადიფერენცირებულად ცხოვრებას. ისმაელი არ ხედავს ადამიანებს, როგორც ევოლუციური შემოქმედების გვირგვინს, არამედ როგორც დიდი, ურთიერთდამაკავშირებელი სისტემის ნაწილს. თუმცა, ადამიანმა ამ წოდებაზე უარი ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როცა ბუნების კანონები საკუთარ თავს დაუქვემდებარა.
ისმაელი არ სთავაზობს ალანს მოქმედების კონკრეტულ სახეს სამყაროს გადასარჩენად, არამედ ის ცდილობს, გაუხსნას გონება მას და დაანახოს, რომ მისი სწავლების მიზანი მდგომარეობს მისი იდეების გაზიარებაში და სწორედ ამითაა შესაძლებელი ამ ცოდნის კიდევ უფრო გავრცელება.
სიუჟეტის ბოლოს ისმაელი ქრება ოფისის შენობიდან. გარკვეული დროის შემდეგ ალანი აღმოაჩენს, რომ იგი მოძრავ ცირკს იძულებით შეერთებოდა. ალანი ისმაელის გადასარჩენად მიდის, რათა მასთან ერთად გაკვეთილების ჩატარება განაგრძოს. იგი გამოიმუშავებს საკმარის თანხას, რათა ცირკის უფროსობა გორილას გამოყვანაზე დაითანხმოს. საბოლოოდ, ის ამას ახერხებს, თუმცა ფულის გადასაცემად მისული ალანი გაიგებს, რომ ისმაელი მძიმე პნევმონიისგან გარდაიცვალა.
ბიბლიური ალუზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისმაელი ვარაუდობს, რომ ბიბლიის პირველი ნაწილი
ისმაელი უარყოფს, რომ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხე აკრძალული იყო ადამიანებისთვის
ისმაელი განმარტავს, რომ ადამის დაცემა წარმოადგენს რწმენას, რომ, გადამეტებული ეკოლოგიური „თავისუფლების“ არსებობის გამო კაცობრიობა დაიღუპება. იგი ამ წინასწარმეტყველების შესრულებად ასახელებს თანამედროვე ეკოლოგიურ კრიზისებს, როგორიცაა, მაგალითად, გადაშენების პირას მყოფი სახეობების არსებობა, გლობალური დათბობა და ფსიქიკური დაავადებების არსებობა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- https://www.ishmael.org - The official homepage about the book and author: a new site launched in August 2019, superseding the earlier http://ishmael.com
- მიმოხილვა intelekti.ge-ზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ https://intelekti.ge/book_ge.php?id=520
- ↑ https://www.goodreads.com/book/show/17021.Ishmael
- ↑ Reinwald, Pete (2013). "'Ishmael' by Daniel Quinn and the movement it inspired". Chicago Tribune. Tronc, Inc.
- ↑ Mcdowell, Edwin (1991-06-04). „Texas Writer Wins $500,000 in Ted Turner Competition“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2017-05-01.