კარლოს სოლერი
იერსახე
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კარლოს სოლერ ბარაგანი | ||
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1997 | ||
დაბადების ადგილი | ვალენსია, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | პარი სენ-ჟერმენი | ||
ნომერი | 28 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001–2005 | ბონრეპოსი | ||
2005–2015 | ვალენსია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2015–2016 | ვალენსია B | 39 | (3) |
2016–2022 | ვალენსია | 182 | (31) |
2022– | პარი სენ-ჟერმენი | 37 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
2016 | ესპანეთი 19 წლ. | 3 | (0) |
2017–2019 | ესპანეთი 21 წლ. | 20 | (4) |
2021 | ესპანეთი ოლიმპიური | 7 | (1) |
2021– | ესპანეთი | 14 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარლოს სოლერ ბარაგანი (დ. 2 იანვარი, 1997) — ესპანელი ფეხბურთელი, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენისა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი.
სოლარმა კარიერა ესპანურ „ვალენსიაში“ დაიწყო, რომლის რიგებშიც 226 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და 2019 წელს კოპა დელ რეის მოგება მოახერხა. 2022 წელს სოლერი 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდა სადაც სადებიუტო სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის მოგება მოახერხა.
სოლერმა ესპანეთის ნაკრების რიგებში მონაწილეობა მიიღო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, 2021 წლიდან კი ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრია და ითამაშა 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი საიტზე BDFutbol.com (ინგლისური)
- კარლოს სოლერი — Soccerway