კვანტური ფიზიკა
კვანტური ფიზიკა — თეორიული ფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის კვანტურ-მექანიკურ და კვანტური-ველის სისტემებს და მათ მოძრაობის კანონებს. კვანტური ფიზიკის ძირითადი კანონები შეისწავლება კვანტური მექანიკისა და ველის კვანტური თეორიის ჩარჩოებში და გამოიყენება ფიზიკის სხვა დარგებში
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვანტური ფიზიკა და მისი ძირითადი თეორია — კვანტური მექანიკა შეიქმნა XX საუკუნის დასაწყისში მრავალი მეცნიერის შრომებით, რომელთაგან განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მაქს პლანკს, ალბერტ აინშტაინს, ლუი დე ბროილს, ნილს ბორს, ერვინ შრედინგერს, პოლ დირაკს, ვოლფგანგ პაულის.
ქვედარგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვანტური ფიზიკა აერთიანებს ფიზიკის რამდენიმე დარგს, რომლებშიც პრინციპულ როლს თამაშობენ კვანტური მექანიკისა და ველის კვანტური თეორიის მოვლენები, რომელიც ვლინდება მიკროსამყარულ დონეზე, მაგრამ შედეგებს იძლევა მაკროსამყარულ დონეზე. ამ დარგების ჩამონათვალი შემდეგია:
- კვანტური მექანიკა;
- ველის კვანტური თეორია - და მისი გამოყენება: ბირთვული ფიზიკა, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა;
- კვანტური სტატისტიკური ფიზიკა;
- კონდენსირებული გარემოს კვანტური თეორია;
- მყარი სხეულის კვანტური ფიზიკა;
- კვანტური ოპტიკა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Энциклопедия «Физика в Интернете» Квантовая физика დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
|