ლიუკა დინი
დინი „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლიუკა დინი | ||
დაბადების თარიღი | 30 აგვისტო, 1993 | ||
დაბადების ადგილი | მო, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 178 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბარსელონა | ||
ნომერი | 19 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1999–2002 | მარიოი-სიურ-ურკი | ||
2002–2005 | კრეპი-ან-ვალუა | ||
2005-2011 | ლილი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011–2013 | ლილი | 49 | (2) |
2013–2016 | პარი სენ-ჟერმენი | 29 | (0) |
2015–2013 | → რომა (იჯარით) | 33 | (3) |
2016–2018 | ბარსელონა | 17 | (0) |
2018– | ევერტონი | 105 | (4) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008–2009 | საფრანგეთი 16 წლ. | 15 | (0) |
2009–2010 | საფრანგეთი 17 წლ. | 15 | (0) |
2010–2011 | საფრანგეთი 18 წლ. | 11 | (0) |
2011–2012 | საფრანგეთი 19 წლ. | 12 | (1) |
2013 | საფრანგეთი 20 წლ. | 12 | (2) |
2013 | საფრანგეთი 21 წლ. | 7 | (0) |
2014– | საფრანგეთი | 15 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 სექტემბერი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მაისი, 2017 |
ლიუკა დინი (ფრანგ. Lucas Digne; დ. 20 ივლისი, 1993, მო, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ევერტონისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დინის პირველი პროფესიონალური კლუბი იყო „ლილი“, რომელთანაც 2010 წლის 27 ივლისს გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი, რომელიც 2013 წლის ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 2012 წლის იანვარში კონტრაქტი 2016 წლამდე გახანგრძლივდა.[1][2] 2011-12 წლების სეზონში დინი დაწინაურდა ძირითად გუნდში, სადაც 3-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. მისი დებიუტი კლუბში შედგა 2011 წლის 26 ოქტომბერს, თასის გათამაშების მატჩში „სედანის“ წინააღმდეგ, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით, 6-1 დასრულდა.[3]
პარი სენ-ჟერმენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის 17 ივლისს დინმა გააფორმა 5-წლიანი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“.[4] ტრანსფერის თანხა შეადგენდა დაახლოებით €15 მილიონ ევროს.[5]
რომა (იჯარით)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 26 აგვისტოს, ერთწლიანი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა იტალიურ „რომასთან“, ტრანსფერის თანხა €2.5 მილიონი ევრო იყო.[6] მისი დებიუტი შედგა 2015 წლის 30 აგვისტოს, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მატჩში, დინმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და დაეხმარა გუნდს მოგებაში (2-1). [7]
ბარსელონა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 13 ივლისს 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ „ბარსელონასთან“. სატრანსფერო თანხა იყო €16.5 მილიონი ევრო, ინდივიდუალურ და საკლუბო მიღწევებთან ერთად თანხა შესაძლო იყო €20.5 მილიონამდე გაზრდილიყო..[8] 2016 წლის 14 აგვისტოს შედგა დინის დებიუტი ახალ კლუბში, პირველი მატჩი ჩაატარა „სევილიის“ წინააღმდეგ, ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში, რომელიც კატალონიურმა კლუბმა 0-2 მოიგო.[9]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დინმა გამოიარა საფრანგეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები. ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2014 წელს, ამხანაგური შეხვედრებისთვის. ასევე მონაწილეობა მიიღო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თამაშობდა 17 ნომრიანი მაისურით. ამ ჩემპიონატზე ერთადერთ მატჩი მიიღო მონაწილეობა, ჯგუფურ ეტაპზე, ეკვადორის წინააღმდეგ, სადაც მასზე დაჯარიმდა ეკვადორელთ კაპიტანი ანტონიო ვალენსია და წითელი ბარათი მიიღო.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საფრანგეთის ჩემპიონი (2): 2013/14, 2014/15
- საფრანგეთის თასის გამარჯვებული (1): 2014/15
- საფრანგეთის ლიგის თასის გამარჯვებული (2): 2013/14, 2014/15
- საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული (3): 2013, 2014, 2015
- ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული (1): 2016
- ესპანეთის თასის გამარჯვებული (2): 2016–17, 2017–18
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალისტი (1): 2016
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი ბარსელონას ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Digne et le LOSC liés jusqu'en 2013“. Lille OSC (French). 27 ივლისი, 2010. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ „Lucas Digne prolonge jusqu’en 2016“. Lille OSC (French). 10 იანვარი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-29. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Lille v. Sedan Match Report“. Ligue de Football Professionnel (French). 6 ოქტომბერი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-24. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „LUCAS DIGNE SIGNS FIVE-YEAR DEAL WITH PARIS SAINT-GERMAIN“. Paris Saint-Germain F.C. 17 ივლისი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-01. ციტირების თარიღი: 17 ივლისი 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Paris Saint-Germain seals Digne deal“. Goal.com. 17 ივლისი, 2013. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Roma complete signing of Lucas Digne“. Associazione Sportiva Roma. 26 აგვისტო, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-27. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „რომა 2:1 იუვენტუსი“. Soccerway. 30 აგვისტო, 2015. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Lucas Digne becomes FC Barcelona’s latest signing“. FC Barcelona. 13 ივლისი, 2016. ციტირების თარიღი: 13 ივლისი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Mazariegos, Luis. (2016-08-15) Barcelona's Lucas Digne Impresses on Debut vs. Sevilla. ციტირების თარიღი: 2016-08-16