(Translated by https://www.hiragana.jp/)
მარგარეტ ეტვუდი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

მარგარეტ ეტვუდი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ ეტვუდი
ინგლ. Margaret Atwood
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1939(1939-11-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (84 წლის)
დაბადების ადგილი ოტავა, ონტარიო, კანადა[1]
საქმიანობა მწერალი[16] [17] [1] , პოეტი[18] [1] [19] , რომანისტი[1] , პედაგოგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, არამხატვრული მწერალი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და გამომგონებელი[20]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  კანადა[21] [22]
ალმა-მატერი Victoria University, Leaside High School, რედკლიფის კოლეჯი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი
ჟანრი historical fiction, ფანტასტიკა, სამეცნიერო ფანტასტიკა, უტოპია და დისტოპია, ესე, პოეზია, feminist science fiction, ტრაგედია და ანტიუტოპია
Magnum opus მხევლის წიგნი[1] , Cat's Eye, Alias Grace[1] , ბრმა მკვლელი, ორიქსი და კრეიკი[1] , Surfacing, The Edible Woman[1] , Dancing Girls & Other Stories[23] , Stone Mattress: Nine Tales[23] , The Year of the Flood[23] , Hag-Seed[23] , The Heart Goes Last[23] , Bodily Harm[23] , Life Before Man და The Testaments
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[1] , კანადის ორდენის კომპანიონი[24] , ონტარიოს ორდენი[1] , მოლსონის პრემია[25] , წლის ჰუმანისტი[26] , ასტურიის პრინცის ლიტერატურული პრემია[27] , ჰარვარდის უმაღლესი სკოლის ასწლიანი მედალი[28] , Governor General's Award for English-language poetry or drama, გენერალ-გუბერნატორის პრემია საუკეთესო ინგლისურენოვანი მხატვრული ნაწარმოებისთვის, Arthur C. Clarke Award, ჰელმერიხის პრემია[29] , Hammett Prize, ბუკერის პრემია[1] [30] , Golden Wreath[31] , ნელი ზაქსის პრემია[32] , კანადის დიდების ხეივანი[33] , Dan David Prize[34] , Los Angeles Times Book Prize[35] , გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[36] [37] , ფრანც კაფკას პრემია, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[38] , Scotiabank Giller Prize, Honorary doctor of the University of Ottawa, Lorne Pierce Medal[39] , Los Angeles Times Book Prize, Trillium Book Award, Trillium Book Award, Trillium Book Award[40] , Toronto Book Awards, სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია[41] , Tähtivaeltaja Award, PEN Pinter Prize[42] , Aurora Award for Best Graphic Novel, მონდელოს პრემია, Scotiabank Giller Prize, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[43] , ბუკერის პრემია[44] , Raymond Chandler Award, კონკორდიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ღირსების კავალერი, honorary doctorate from the Université de Montréal, ოფიცრის ჯვრის ორდენი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, Crime Writers of Canada Awards of Excellence, კარლ სენდბერგის ლიტერატურული პრემია[45] , Ivan Sandrof Lifetime Achievement Award, VH1 Trailblazer Honors და honorary doctor of the Sorbonne Nouvelle University[46] [47]
მეუღლე Graeme Gibson[48] [49]
ხელმოწერა
საიტი margaretatwood.ca

მარგარეტ ელიანორ ეტვუდი (დ. 18 ნოემბერი, 1939) — კანადელი პოეტი, რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, პედაგოგი, გარემოდამცველი აქტივისტი და გამომგონებელი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1961 წელს დაიწყო, მისი შემოქმედება 18 რომანს, 18 პოეტური კრებულს, 9 მოთხრობების კრებულს, 11 არამხატვრულ ნაშრომს, 8 საბავშვო წიგნისა და ორ გრაფიკული რომანს მოიცავს. ეტვუდის მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ ფართო აღიარება მოიპოვა როგორც კანადაში, ისე — მის საერთაშორისო ასპარეზზე. ავტორი არისართურ კლარკის, ფრანც კაფკას, ასტურიის უფლისწულის, ორგზის ბუკერის (ხუთგზის ნომინანტი), ორგზის გენერალ-გუბერნატორის პრემიების ლაურეატი. ასევე, მიღებული აქვს აშშ-ის პენ-ცენტრისა და კრიტიკოსთა საზოგადოების (National Book Critics)- ის პრემიებიც. ეტვუდი 2001 წელს მონაწილეობდა Canada's Walk of Fame-ში[52]. მის მიერაა დაფუძნებული Writers' Trust of Canada — არაკომერციული ლიტერატურული ორგანიზაცია, რომლის მიზანიც კანადის მწერალთა საზოგადოების წახალისებაა[53] და გრიფინის პოეზიის პრემია[54]. მარგარეტ ეტვუდს დიდი წვლილი მიუძღვის კანადური ლიტერატურის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო არაერთ ეკრანიზაციასა და დადგმას.

ეტვუდი ასევე არის LongPen-ის გამომგონებელი და დამნერგავი. ეს ტექნოლოგია განკუთვნილია დოკუმენტების დისტანციური რობოტიზებული წერისათვის[55]. მას რამდენიმე პატენტიც აქვს მიღებული ელექტრონული დოკუმენტების წარმოების დარგში[56]. 2004 წელს კი გახდა დამფუძნებელი და დირექტორი ელექტრონული ხელმოწერების კომპანია Unotchit Inc. -ისა (2011 წლიდან Syngrafii Inc.).

მიუხედავად იმისა, რომ ეტვუდმა, ძირითადად, პროზაული ნაწარმოებებით მოიპოვა აღიარება, მას ეკუთვნის მდიდარი პოეტური მემკვიდრეობა[57][58]. მისი პოეზია ხშირად ეყრდნობა მითებსა და ზღაპრებს, რომლითაც იგი ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული[59]. ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე, ეტვუდი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ისეთ მედიასაშუალებებთან, როგორიცაა Tamarack Review, Harper's, ABC, CBC Technology, Ms., Saturday Night და სხვ.

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ოტავაში (ონტარიო, კანადა), კარლ ედმუნდ და მარგარეტ დოროთი ეტვუდების ოჯახში. მამა მკვლევარი-ენტომოლოგი იყო, დედა — დიეტოლოგი და კვების სპეციალისტი. ეტვუდებს, გარდა მარგარეტისა, კიდევ ორი შვილი ჰყავდათ, მარგარეტი შუათანა იყო [60][61][62][63]. მომავალ მწერალს ადრეულ ბავშვობაში ბევრმა მოგზაურობამ მოუწია, მამის საქმიანობის გამო — კარლ ეტვუდი ტყის ენტომოფაუნას იკვლევდა, ჩრდილოეთ კვებეკში, რის გამოც ოჯახი ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს კვებეკს, ტორონტოსა და ოტავას შორის.

ეტვუდი ადრეული ასაკიდანვე გაიტაცა ლიტერატურამ. იგი აქტიურად კითხულობდა ზღაპრებს, კანადურ მოთხრობებს ცხოველებზე და კომიქსებს. პირველად კალამი 6 წლის ასაკში მოსინჯა. სკოლაში მარგარეტი შედარებით გვიან, 12 წლის ასაკში შევიდა. სწავლობდა ლისაიდის სკოლაში, რომელიც 1957 წელს დაასრულა.

სკოლის შემდეგ მარგარეტ ეტვუდმა სწავლა ტორონტოს უნივერსიტეტის ვიქტორიას კოლეჯში განაგრძო. ამ პერიოდში გამოქვეყნდა მისი რამდენიმე ლექსი და სტატია უნივერსიტეტის ჟურნალ Acta Victoriana-ში. 1961 წელს მარგარეტმა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა ინგლისური ენის განხრით, მეორადი სპეციალობით ფილოსოფიასა და ფრანგულ ენაში [62]. იმავე წელს იგი დაჯილდოვდა ვუდრო ვილსონის სტიპენდიით, რითიც სწავლა განაგრძო ჰარვარდის რედკლიფის კოლეჯში [64]. 1962 წელს ეტვუდმა მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, რის შემდეგაც იმავე უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა დოქტორანტურაში, თემაზე „ინგლისური მეტაფიზიკური რომანი“, თუმცა, არ დაუსრულებია[65].

ეტვუდმა აღიარება მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზევე მოიპოვა. 1961 წელს იგი დაჯილდოვდა E. J. Pratt-ის სახელობის მედლით, ლექსების კრებულისათვის Double Persephone, 1966 წელს კი კრებულმა The Circle Game გენერალ-გუბერნატორის პრემია მოიპოვა. შემდგომ წლებში კიდევ რამდენიმე პოეტური კრებულიც გამოვიდა. პირველი რომანი "ქალი, რომელიც იჭმება" (Eadible Woman) ეტვუდმა 1969 წელს გამოაქვეყნა. რომანი წარმოადგენდა სოციალურ სატირას ჩრდილოამერიკული კონსუმერიზმის თემაზე.

70-იან წლებში ეტვუდმა მყარი რეპუტაცია დაიმკვიდრა კანადის ლიტერატურულ წრეებში, პოეტური კრებულებით, რომანებით "შეგნება" (1972), "ქალბატონი ორაკული" (1976), "სიცოცხლე კაცის გაჩენამდე" (1979, წარდგენილი იყო გენერალ-გუბერნატორის პრემიაზე) და განსაკუთრებით კი მონოგრაფიით "გადარჩენა: კანადური ლიტერატურის თემატური გზამკვლევი", რომელიც 1972 წელს გამოიცა. მისი ნაწარმოებები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიც იყო კანადური ნაციონალიზმი, ეროვნული და სქესობრივი იდენტობის ჩამოყალიბება, ქალთა საზოგადოება და მათი თვითდამკვიდრება ცხოვრებაში, ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და სხვ. განსაკუთრებული აღიარება მოუტანა მწერალს რომანმა "მხევლის წიგნი" (Handmade's Tale, 1985), რომელიც შეეხებოდა რელიგიური ფანატიზმის გავლენას პოლიტიკასა და საზოგადოების ცხოვრებაზე და ქალის ბედზე ფანატიზმზე დაფუძნებულ სახელმწიფოში. წიგნმა ზედიზედ მოიპოვა ართურ კლარკისა და გენერალ-გუბერნატორის პრემიები და ორჯერ იქნა ეკრანიზებული, ასევე, საფუძვლად დაედო ოპერის ლიბრეტოს. მწერალს დიდი აღიარება მოუტანა შემდგომმა რომანებმაც: "კატის თვალი" (Cat's Eye, 1988), 'წამგლეჯი სასძლო" (The Robber Bride, 1993), "სახელად გრეისი" (Allias Grace, 1996, გილერის პრემია), "ბრმა მკვლელი" (Blind Assassin, 2000, ბუკერის და ჰემეტის პრემიები).

პედაგოგიური მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ეტვუდი ერთხანს აქტიურად უთავსებდა ერთმანეთს ლიტერატურულ კარიერას და პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი ასწავლიდა ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში 1965 წელს, სერ ჯორჯ უილიამსის უნივერსიტეტში მონრეალში 1967-დან 1968-მდე, ალბერტის უნივერსიტეტში 1969-დან 1970-მდე, იორკის უნივერსიტეტში , ტორონტოში 1971-დან 1972-მდე, ალაბამის უნივერსიტეტში ტუსკალუზაში 1985 წელს, სტუმრობდა M.F.A.-ს და ნიუ-იორკ უნივერსიტეტებსაც სადაც ინგლისური ენის პედაგოგი იყო[66]. თუმცა, მოგვიანებით მწერალმა განაცხადა, რომ ლიტერატურულ ასპარეზზე წარმატება მისთვის უნივერსიტეტში სწავლებისათვის თავი დანებებას ნიშნავდა (Success for me meant no longer having to teach at university)[67] რაც მიანიშნებდა, რომ იგი არასოდეს თვლიდა პედაგოგობას თავის ნამდვილ მოწოდებად.

ეტვუდი 1968 წელს დაქორწინდა ამერიკელ მწერალ ჯიმ პოლკზე. 1973 წელს მეუღლეები განქორწინდნენ. მეორედ მწერალი კანადელ მწერალ გრემ გიბსონზე დაქორწინდა, რომელთანაც 1976 წელს შეეძინა ქალიშვილი ელეანორ ჯეს ეტვუდ გიბსონი. ქორწინება მყარი აღმოჩნდა და გაგრძელდა 2019 წლამდე, როცა გიბსონი დემენციით გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალებას მწერალმა ლექსი და ესე მიუძღვნა.

ეტვუდი თავს მე-17 საუკუნეში ჯადოქრობისათვის გასამართლებული მერი უებსტერის შთამომავლად მიიჩნევს. უებსტერს ეძღვნება ეტვუდის ლექსი და რომანი "მხევლის წიგნი".

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 (not translated to en-gb) Light in the wildernessThe Guardian, 2003. — ISSN 1756-3224; 1354-4322
  2. SNAC — 2010.
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. NooSFere — 1999.
  5. Encyclopædia Britannica
  6. filmportal.de — 2005.
  7. FemBio database
  8. BD Gest'
  9. Discogs — 2000.
  10. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  13. Babelio — 2007.
  14. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. Munzinger Personen
  16. Atwood M. The Guardian.com, The GuardianThe Guardian, 2010. — ISSN 1756-3224; 1354-4322
  17. Paperback Q&A: SJ Watson on Before I Go to SleepThe Guardian, 2012. — ISSN 1756-3224; 1354-4322
  18. http://www.worldatlas.com/webimage/countrys/namerica/province/onzfamous.htm
  19. NNDB — 2002.
  20. https://www.nytimes.com/2020/04/03/books/margaret-atwood-virtual-book-tour-coronavirus.html
  21. http://www.nytimes.com/2006/03/07/books/07fair.html
  22. http://www.nytimes.com/2009/02/19/sports/19iht-tennisram19.20303997.html
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 Deutsche Nationalbibliothek Record #118646168 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  24. http://archive.gg.ca/honours/search-recherche/honours-desc.asp?lang=e&TypeID=orc&id=53
  25. http://canadacouncil.ca/-/media/Files/CCA/Funding/Prizes/Laureates/Prizes_Laureates_MolsonPrizes.pdf
  26. http://americanhumanist.org/AHA/Humanists_of_the_Year
  27. http://www.fpa.es/en/prince-of-asturias-awards/awards/2008-margaret-atwood.html
  28. http://web.archive.org/web/20150910023011/http://www.gsas.harvard.edu/alumni/gsas_centennial_medalists.php
  29. http://helmerichaward.org/winners/1999_margaret-atwood.php
  30. https://thebookerprizes.com/the-booker-library/prize-years/2000
  31. http://svp.org.mk/margaret-atwood-is-laureate-of-the-golden-wreath-award-for-2016/?lang=en
  32. http://www.dortmund.de/de/freizeit_und_kultur/kulturbuero/kulturpreise/nellysachspreis/
  33. http://www.canadaswalkoffame.com/inductees/2001/margaret-atwood
  34. https://www.bloomberg.com/apps/news?pid=20601088&sid=a3UDSV5teRIA
  35. http://events.latimes.com/festivalofbooks/book-prizes-previous-winners/#2012
  36. https://www.spiegel.de/kultur/literatur/margaret-atwood-erhaelt-friedenspreis-des-deutschen-buchhandels-a-1151911.html
  37. https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/die-preistraeger/2010-2019/margaret-atwood
  38. https://www.amacad.org/person/margaret-atwood-0
  39. https://rsc-src.ca/en/awards-excellence/medal-and-awards-list/past-award-winners#PierceMedal
  40. https://margaretatwood.ca/awards-recognitions/
  41. http://lib.slu.edu/about/associates/literary-award.php
  42. https://www.englishpen.org/events/atwood-pen-pinter-prize-2016/
  43. https://www.harvard.edu/on-campus/commencement/honorary-degrees
  44. https://thebookerprizes.com/fiction/backlist/2019
  45. https://www.chipublib.org/chicago-public-library-foundation-awards/
  46. https://www.sorbonne.fr/doctor-honoris-causa-de-paris-iii/
  47. http://www.univ-paris3.fr/les-docteurs-honoris-causa-de-la-sorbonne-nouvelle--90298.kjsp
  48. Freebase — 2007.
  49. Google Books — 2005.
  50. 50.0 50.1 Atwood M. Orwell and meThe Guardian, 2003. — ISSN 1756-3224; 1354-4322
  51. 51.0 51.1 http://www.dandavidprize.org/media-events/in-the-news/603-margaret-atwood-talks-about-nobel-prizewinner-alice-munro
  52. Canada's Walk of Fame Inducts Margaret Atwood. Canada's Walk of Fame.
  53. About Us: The Writers' Trust of Canada. ციტირების თარიღი: February 18, 2014.
  54. Griffin Poetry Prize: The Griffin Trust: Trustees. ციტირების თარიღი: June 8, 2014.
  55. Atwood sign of the times draws blank.
  56. ABSTRACT & PATENT DETAILS.[მკვდარი ბმული]
  57. Margaret Atwood. Academy of American Poets. ციტირების თარიღი: August 9, 2009.
  58. Holcombe, Garan (2005). „Margaret Atwood“. Contemporary Writers. London: British Arts Council. ციტირების თარიღი: October 22, 2008.
  59. Oates, Joyce Carol. 'Margaret Atwood: Poet', The New York Times, May 21, 1978
  60. Margaret Atwood: Queen of CanLit. CBC Archives. Retrieved April 6, 2011.
  61. Hazel Foote, The Homes of Woodville, M.A. Jorgenson, Woodville, NS (1997), p. 109
  62. 62.0 62.1 Anniina Jokinen. (February 7, 2007) Luminarium Margaret Atwood Page. Luminarium.org. ციტირების თარიღი: October 26, 2009.
  63. Carl E. Atwood Graduate Scholarship in Ecology and Evolutionary Biology. University of Toronto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-13. ციტირების თარიღი: 2017-03-12.
  64. University of Toronto Alumni Website  » Margaret Atwood. ციტირების თარიღი: 2017-01-24
  65. On Being a Poet: A Conversation With Margaret Atwood. ციტირების თარიღი: 2017-01-24
  66. VanSpanckeren, Kathryn; Castro, Jan Garden (1988) Margaret Atwood : vision and forms, 3. [Dr.]., Carbondale: Southern Illinois University Press, გვ. xxix - xxx. ISBN 9780809314089. ციტირების თარიღი: 28 November 2016. 
  67. https://people.com/archive/reflected-in-margaret-atwoods-cats-eye-girlhood-looms-as-a-time-of-cruelty-and-terror-vol-31-no-9/