მედეა (ევრიპიდე)
მედეა | |
---|---|
![]() | |
ავტორი | ევრიპიდე |
პერსონაჟები |
ძიძა მედეას ორი შვილი |
პრემიერა | ძვ. წ. 431 |
პრემიერის ადგილი | ათენი |
ენა | ძველი ბერძნული |
ჟანრი | ტრაგედია |
მოქმედების ადგილი | კორინთი |
მედეა (ბერძ. Μήδεια , Mēdeia)
საუკუნეების განმავლობაში, ევრიპიდეს ზემოხსენებული პიესა არაერთხელ ქცეულა განხილვის საგნად მრავალი დრამატურგისა თუ კრიტიკოსისთვის, მის ქმედებათა უმრავლესობის ინტერპრეტაცია კი არაერთ ჭრილში ვლიდნება, მათ შორის პოლიტიკურ, ფსიქოანალიტიკურ და ფემინისტურ ასპექტშიც კი. [2]
მედეამ, ევრიპიდეს სამ სხვა პიესასთან ერთად, მისსავე ავტორს ქალაქ დიონისიაში გამართულ შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაუმკვიდრა, მრავალი მიიჩნევს, რომ ეს საზოგადოების მიერ პიესის არასწორად ინტერპრეტირებით იყო გამოწვეული. [3]. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ წელს კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. [3] ეს იმითაც აიხსნება, რომ სოფოკლე, რომელიც ამ ყოველწლიურ ტურნირზე ძირითადად იმარჯვებდა, ამჯერად არ გაუმართლა და მეორე ადგილი დაიმსახურა.[3] ეს ნაწარმოები დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა მანამ, სანაც რომის ავგუსტანურმა დრამამ ის კვლავ არ აღადგინა; კიდევ უფრო მოგვიანებით, XVI საუკუნეში, ის დასავლური კანონის განუყოფელ ნაწილდა იქცა, XX საუკუნეში კი ის სხვა ბერძნულ ტრაგედიებს შორის ყველაზე ხშირად შესრულებადი პიესა იყო.[4][5] განსაკუთრებით დიდი ინტერესი მან ქალთა მოძრაობაში გამოწივია, გასული საუკუნის ბოლოს. ეს ახსნილი იყო, როგორც მედეას ბრძოლისუნარიანობისა და მისი სიძლიერის გამოსახულება მამაკაცების მიერ დომინირებულ სამყაროში, როგორც საკუთარ ცხოვრებაზე პასუხილმგებლობა. [5] სპექტაკლმა დაიმსახურა American Theatre Wing's Tony Award-ის რეკორდული რაოდენობა იმ ქალ შემსრულებელთათვის, რომლებიც მთავარ როლს ირგებდნენ, მათ შორის გამოსარჩევია ჯუდით ანდერსონი (1948), ზოი კალდველი(1982) და დაიანა რიგი(1994).
სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/58/Alfons_Mucha_-_Medea.jpg/220px-Alfons_Mucha_-_Medea.jpg)
არსებობს მითი „არგონავტების“ ბელად გმირ იაზონზე. ის ჩრდილოეთ საბერძნეთის ერთ-ერთი ქალაქის, იოლკის ტახტის მემკვიდრე იყო, მაგრამ ძალაუფლება მისმა უფროსმა ნათესავმა, ძლევამოსილმა პელიასმა იგდო ხელთ. ტახტის მოსაპოვებლად, იაზონს გმირობა უნდა ჩაედინა: გოლიათ მეგობრებთან ერთად, გემით „არგო“, უნდა მიეცურა საბერძნეთიდან აღმოსავლეთით მდებარე კოლხეთში და წამოეღო იქიდან სასწაულთმოქმედი ოქროს საწმისი, რომელიც კოლხთა სიამაყე იყო და უზარმაზარი გველეშაპი იცავდა. ამ მოგზაურობაზე მოგვიანებით აპოლონ როდოსელმა დაწერა პოემა „არგონავტიკა“.
კოლხეთში მეფობდა მზის შვილი, ძლევამოსილი აიეტი. მისი ქალიშვილი, გრძნეული მედეა, დაუახლოვდა იაზონს და გულითადად შეიყვარა იგი. მათ ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს და მედეამ იაზონს ჯადოსნური წამალი მისცა, რისი დახმარებითაც მან მოახერხა, გაეძლო საგმირო განსაცდელისთვის
ბავშვები თავის გადასარჩენად ტაძარში შეცვივდნენ, მაგრამ აღშფოთებულმა კორინთელებმა ისინი ქვებით ჩაქოლეს. ხოლო, რა მოუვიდა იაზონს, ამის შესახებ არავინ იცის.
კორინთელებს უჭირდათ ბავშვების მკვლელის სახელით უღირსი ცხოვრება. ამიტომ, როგორც გადმოცემა გვეუბნება, მათ სთხოვეს ბერძენ პოეტს
„ნეტავ აროდეს არ მისდგომოდა არგოს ხომალდი კოლხეთის ნაპირს“
მოთქმა-გოდება აღარ არის, მედეა გუნდთან გამოდის და მტკიცედ და მკაცრად ამბობს: „ქმარი ჩემთვის ყველაფერი იყო, ახლა კი სულ მარტო დავრჩი. რა სამწუხაროა ქალის ხვედრი. მასზე საცოდავს ვერაფერს ნახავ
შემოდის იაზონი. იწყება კამათი. „მე დაგიცავი ცეცხლოვანი ხარებისგან, გველეშაპისგან, პელიასისგან. სად გაქრა ის იაზონი, სიყვარულს რომ მეფიცებოდა? სად მაქვს წასასვლელი? კოლხეთში შენს გამო ძმა მოვკალი, იოლკში
მედეა უთუოდ გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ სად უნდა წავიდეს ამის შემდეგ? აქ კი ათენის ახალგაზრდა მეფე, ეგეოსი ჩნდება, რომელიც დაქორწინებულია, მაგრამ არ ჰყავს შვილები. იგი მკითხავთან იყო, თავისი უშვილობის მიზეზის დასადგენად, მაგრამ მან გაურკვევლად უპასუხა. „შენ გეყოლება შვილები, თუ თავშესაფარს მომცემ შენს ქვეყანაში“
მედეამ გაიხსენა წარსული, განსაზღვრა მომავალი, ახლა მან აწმყო უნდა მოიწესრიგოს. პირველ რიგში, ქმარი უნდა ნახოს. ის თავისთან იხმობს იაზონს, პატიებას სთხოვს და ეუბნება, რომ გონებით ვერ განჭვრიტა ყოველივე, რომ გულისთქმას აჰყვა. შემდეგ იაზონს ეუბნება, რომ სურს, მის ახალ ცოლს ფასდაუდებელი ძღვენი მიართვას. ოქროქსოვილი სამოსი და ოქროს გვირგვინი, რომელიც მისთვის ჰელიოსს უჩუქებია.
იაზონი სიხარულით თანხმდება. მედეას გული ეკუმშება, მაგრამ ის თავს უფლებას არ აძლევს, შეიბრალოს მოღალატე ქმარი და მისი ახალგაზრდა ცოლი. გუნდი მღერის, რომ რაღაც მოხდება. ახლა მედეამ შვილებზე უნდა იფიქროს. მათ უკვე მიუტანეს საჩუქრები დედოფალს და დაბრუნდნენ. მედეა მათ გაღიმებულ სახეებს შესცქერის და ტირის: „მე გაგაჩნეთ, გაგზარდეთ, მოგიარეტ, ნუთუ უკანასკნელად ვხედავ თქვენს ღიმილს? ძვირფას ხელებს, საყვარელ ტუჩებს, სახეს, ნუთუ მე არ დავინდობ მათ? მამამ მოგტაცათ ბედნიერება, მამა გაშორებთ დედათქვენს. თუ შეგიბრალებთ, მტრები დაგცინებენ, ეს კი არ მოხდება, რამეთუ სიამაყე, რომელიც მმართავს, ჩემზე ძლიერია“.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/12/Medeia_child_Louvre_K300.jpg/250px-Medeia_child_Louvre_K300.jpg)
ამ დროს მოდის შიკრიკი
მოხუცი მეფე გამწარებული მივარდა ქალიშვილს, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო, შვილის ცხედარზე დამხობილმა, ადგომა რომ სცადა, იგრძნო, ისე მიკვროდა მას, „ვით დაფნას სურო“. რაც მეტად ცდილობდა ადგომას, „ხორცი ძვალთაგან მეტად ეცილებოდა“. მეფე თავადაც დააკვდა გარდაცვლილ შვილს!“
უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილია. თუ მედეა არ მოკლავს საკუთარ შვილებს, მაშინ კორინთელები გააკეთებენ ამას. „ნუ აყოვნებ, გულო, მხოლოდ მხდალი ყოყმანობს, ახლა გრძნობებს აყოლის დრო არ არის, მოგონებებს არ უნდა მივეცე, დღეს მათი დედა არ ვარ, ტირილისთვის კი ხვალაც მექნება საკმაო დრო“. მედეა სცენიდან გადის, შეძრწუნებული გუნდი ზევსს ევედრება, შეაჩეროს ეს ქალი, არ მისცეს ნება, დახოცოს საკუთარი შვილები. ამ დროს მედეას მედეას ბავშვების სასოწარკვეთილი ხმა ისმის და ყველაფერი მთავრდება.
უცებ სცენაზე ჩნდება იაზონი, რომელიც მედეას ეძებს. „სად არის, მიწაზე, ჯოჯოხეთში თუ ზეცაში? ჩემთვის სულერთია, რა მოუვა მას, მთავარია ბავშვებს ვუშველო“,
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- DuBois, Page (1991). Centaurs and Amazons: Women and the Pre-History of the Great Chain of Being. University of Michigan Press. ISBN 0-472-08153-5.
- Ewans, Michael (2007). Opera from the Greek: Studies in the Poetics of Appropriation. Ashgate Publishing, Ltd. ISBN 978-0-7546-6099-6. ISBN 978-0-7546-6099-6
- Gregory, Justina (2005). A Companion to Greek Tragedy. Wiley-Blackwell. ISBN 1-4051-0770-7.
- Griffiths, Emma (2006). Medea. Taylor & Francis. ISBN 0-415-30070-3. ISBN 978-0-415-30070-4
- Hall, Edith (1991). Inventing the Barbarian: Greek Self-definition through Tragedy. Oxford University Press. ISBN 0-19-814780-5.
- Mastronarde, Donald (2002). Euripides: Medea. Cambridge University Press. ISBN 0-521-64386-4.
- McDermott, Emily (1989). Euripides' Medea: the Incarnation of Disorder. Penn State Press. ISBN 0-271-00647-1. ISBN 978-0-271-00647-5
- McDonald, Marianne (1997). „Medea as Politician and Diva: Riding the Dragon into the Future“, Medea: Essays on Medea in Myth, Literature, Philosophy, and Art. Princeton University Press. ISBN 0-691-04376-0.
- Mitchell-Boyask, Robin (2008). Euripides: Medea. Hackett Publishing. ISBN 978-0-87220-923-7.
- Powell, Anton (1990). Euripides, Women and Sexuality. Routledge Press. ISBN 0-415-01025-X.
- Rabinowitz, Nancy S. (1993). Anxiety Veiled: Euripides and the Traffic in Women. Cornell University Press. ISBN 0-8014-8091-4.
- Saïd, Suzanne (2002). „Greeks and Barbarians in Euripides' Tragedies: The End of Differences?“, რედ. Harrison, Thomas: Greeks and Barbarians. Taylor & Francis. ISBN 0-415-93959-3.
- Sommerstein, Alan (2002). Greek Drama and Dramatists. Routledge Press. ISBN 0-203-42498-0. ISBN 978-0-203-42498-8
- Tigani, Francesco (2010), Rappresentare Medea. Dal mito al nichilismo, Aracne. ISBN 978-88-548-3256-5
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ В. Н. Ярхо. Еврипид. ციტირების თარიღი: 2020-11-09.
- ↑ Macintosh, Fiona; Kenward, Claire; Wrobel, Tom (2016) Medea, a performance history. Oxford: APGRD.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Euripides (2001). "Medea", in Euripides I, David Kovacs (ed. & tr.), Cambridge, MA; London, England: Loeb Classical Library, Harvard University Press, გვ. 277. ISBN 9780674995604.
- ↑ Helene P. Foley. Reimagining Greek Tragedy on the American Stage. University of California Press, 2012. Р. 190.
- ↑ 5.0 5.1 Helene P. Foley. Reimagining Greek Tragedy on the American Stage. University of California Press, 1 Sep 2012, p. 190