მშვიდობიანი გავლის უფლება
იერსახე
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მშვიდობიანი გავლის უფლება}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ნებისმიერ გემს აქვს მშვიდობიანი გავლის უფლება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში. გავლა მშვიდობიანია, თუ დაცულია შემდეგი პირობები:
- გავლა არის სწრაფი, უწყვეტი და გეზის შეუცვლელი. შეჩერება და ღუზის ჩამოშვება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნავიგაციისათვის აუცილებელია, აგრეთვე ფორსაჟორულ სიტუაციაში, ან გასაჭირში მყოფი პირის, გემის ან თვითმფრინავის დასახმარებლად;
- გავლა არ წარმოადგენს საფრთხეს სანაპირო სახელმწიფოს მშვიდობის, წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის. ანუ, არ ემუქრება სანაპირო სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას;
- გავლა არ არის დაკავშირებული რაიმე სახის იარაღის გამოცდასთან ან სანაპირო სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის ზიანის მიმყენებელი ინფორმაციის შეგროვებასთან ან პროპაგანდასთან;
- გავლისას არ ხორციელდება თვითმფრინავების ან სამხედრო მოწყობილობის გაშვება ან მიღება;
- არ ხორციელდება ტვირთის ან ფულის ჩამოტვირთვა ან მიღება, ადამიანთა გადმოსმა ან აყვანა სანაპირო სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევით;
- არ ხდება ზღვის განზრახი სერიოზული დაბინძურება;
- არ ხორციელდება თევზჭერა;
- არ ტარდება კვლევითი სამუშაოები;
- გავლა არ უშლის ხელს სანაპირო სახელმწიფოს საკომუნიკაციო სისტემების ან სხვა დანადგარებისა თუ ობიექტების ფუნქციონირებას;
მშვიდობიანი გავლისას გემმა უნდა აჩვენოს დროშის სახელმწიფოს დროშა. თავზსაჭერ გემზე ბადეები და სხვა აღჭურვილობა შესანახად განკუთვნილ ადგილზე უნდა იყოს მოთავსებული; სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების გემზე საბორტო იარაღი უნდა იყოს გადასატან მდგომარეობაში, საგანგებო შალითებში; წყალქვეშა ნავი უნდა ამოვიდეს წყლის ზედაპირზე.