(Translated by https://www.hiragana.jp/)
ოსური მითოლოგია - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ოსური მითოლოგია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსი ხალხის მითოლოგია მოიცავს რამდენიმე ზებუნებრივ არსებას, რომელთაც ხშირად ღმერთებს უწოდებენ. რელიგიას წარმოშობით სარმატულად მიიჩნევენ, თუმცა მასში გვიანდელი ქრისტიანობის ელემენტებიც არის შემოსული და ოსური ღმერთები ხშირად გაიგივებულია ქრისტიანულ წმინდანებთან. ღმერთები დიდ როლს თამაშობენ ნახევრადღმერთი გმირები ნართების რასის განთქმულ თქმულებებში.

  • ჰუწაუ (ოს.: Хуцау). ღმერთების მთავარი. გაიგივებულია ქრისტიანულ (ან მუსლიმ) ღმერთთან.
  • უასტირჯი (Уастырджи; "წმინდა გიორგი"). მამაკაცთა და მოგზაურთა მფარველი, და ფიცის გარანტი. ჩრდ. ოსეთი - ალანიის მთავარი მფარველი წმინდანი.
  • უაცილა (Уацилла; "წმინდა ელია"). ჭექა-ქუხილისა და მოსავლის ღმერთი.
  • საფა (Сафа). დედაბოძის ღმერთი. ყველაზე მნიშვნელოვანი შინაური ღმერთი ოსებისთვის.
  • დონბეტირი (Донбеттир). წყლების ღმერთი. მისი სახელი არის ოსური "დონ" (წყალი) და წმინდა პეტრეს შერწყმის შედეგი. მას მრავალი უმშვენიერესი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც სლავურ მითოლოგიაში ქალთევზებს ჰგვანან. XIX საუკუნემდე მის დღეს ახალგაზრდა გოგონები აღნიშნავდნენ აღდგომის მომდევნო შაბათს.
  • ტუტირი (Тутыр). მგლების ღმერთი. გაიგივებულია წმინდა თედორესთან.
  • ფელვერა (Фæлвæра). სახელი სავარაუდოდ მიღებულია წმინდა ფლორასა და ლაურას შერწყმით. ცხვრის დამცველი. მას მხოლოდ ერთი თვალი აქვს. ის ხშირად ტუტირის მტერია.
  • აფსატი (Æфсати). გარეული ცხოველების დამცველი, განსაკუთრებით ირმის, ტახისა და გარეული თხისა.
  • კურდალეგონი (Курдалæгон). ციური მჭედელი. ნართების ახლო მეგობარი.
  • სათანა (Сатана). ქალღმერთი, ნართების დედა.
  • საუბარაგი (Саубараг ან Сау бараджи дзуар, "შავი მხედარი"), სიბნელისა და ქურდების ღმერთი, გაიგივებულია სატანასთან.
  • ჰიუენდონ ალდარი (Хуыæндон Æлдар ). თევზების მეუფე. დიდი ჯადოქარი და სული, რომელიც მიწიერი ქურდის (ალდარი) მსგავსად იქცევა. მისი სახელი ნიშნავს "დინების მეუფეს".
  • ბარაშტირი (Варастыр). მიწისქვეშეთის მეუფე.
  • ამინონი (Аминон). მიწისქვეშეთის კარიბჭის მცველი.