(Translated by https://www.hiragana.jp/)
პირამიდული კვიპაროზი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

პირამიდული კვიპაროზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირამიდული კვიპაროზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  კვიპაროზისებრნი
გვარი:  კვიპაროზი
სახეობა:  მარადმწვანე კვიპაროზი
ლათინური სახელი
Cupressus sempervirens
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 32518

პირამიდული კვიპაროზი, გუნდის ხე (ლათ. Cupressus sempervirens) — 20-25 მეტრი სიმაღლისა და 50-60 სმ დიამეტრის ხე, ცილინდრული ან პირამიდული ვარჯით. სამშობლო — მცირე აზია, ჩრდილოეთი ირანი, კვიპროსი. ვინაიდან მისი კულტურის გავრცელებას ისტორიული ფესვები შორეულ წარსულში აქვს, ამიტომ ბუნებრივი არეალის საზღვრების ზუსტი საზღვრების დადგენა შეუძლებელია. საქართველოში იგი გავრცელებულია უხსოვარი დროიდან. გვხვდება როგორ დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

პირამიდული კვიპაროზი სწრაფად იზრდება, გვალვაგამძლეა, იტანს დაბალ ტემპერატურას, ნიადაგს არ უყენებს დიდ მოთხვნას, ურიგდება ქვიან, კირიან, მშრალ მსუბუქ ნიადაგებს. ჭარბტეტნიან სველ ნიადაგზე ხანმოკლე სიცოცხლით ხასიათდება. კარგად იზრდება ღრმა ნოყიერ ნიადაგებზე. კარგად იტანს კრეჭას.

მრავლდება თესლით, კალმით და მყნობით. მერქანი მეტად ძვირფასი აქვს სურნელოვანი, მჩატე, გამძლე მიწასა და წყალში, კარგად მუშავდება და ჩინებულია ავეჯის წარმოებაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]