პორტუგალიის ტურიზმი
პორტუგალია ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს. 2006 წელს ქვეყანა 12,8 მილიონმა ტურისტმა მოინახულა.[1] ტურიზმი მზარდად მნიშვნელოვან როლს თამაშობს პორტუგალიის ეკონომიკაში და მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5%-ს აწარმოებს.
მნიშვნელობის თვალზრისით, მთავარი ტურისტული არეალებია: ლისაბონი, ალგარვი, პორტუ, ჩრდილოეთი პორტუგალია, ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორისა და მადეირის კუნძულები, ასევე ალენტეჟუს რეგიონი.
ლისაბონი, ბარსელონის შემდეგ ევროპაში ტურისტების მიერ მეორე ყველაზე მონახულებადი ქალაქია. 2006 წელს, ქალაქის სასტუმროებში ტურისტთა მიერ ღამის გათევის 7 მლნ შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11,8%-ით მეტი იყო. ბოლო წლებში, ლისაბონმა გადააჭარბა ალგარვის — პორტუგალიის მთავარ ტურისტულ რეგიონს. პორტუმ და ჩრდილოეთ პორტუგალიამ, განსაკუთრებით კი მდინარე დუეროს ჩრდილოეთით მდებარე ურბანულმა არეალებმა მნიშვნელოვანი ტურისტული ზრდა აჩვენეს და გადაუსწრეს მადეირას, 2010 წელს ისინი ქვეყნის მესამე ყველაზე მონახულებადი დესტინაცია იყო. დღეისათვის, პორტუგალიაში ჩამსვლელ ტურისტთა შორის სჭარბობენ ბრიტანელები, ესპანელები და გერმანელები, რომლებიც დაბალი ღირებულების ავიახაზებით სარგებლობენ და ძირითადად მიილტვიან არა მხოლოდ პლაჟებისა და მზის ხათრით, არამედ ძირითადად ეძებენ კულტურულ ძეგლებს, ქალაქებს, კავდებიან გასტრონომიული და საწყლოსნო ტურიზმით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Portugal Video Channel Website - Visit Portugal before you go! დაარქივებული 2018-01-26 საიტზე Wayback Machine.
- Portugal Official Tourism Website
- Portugal travel and tourism საიტზე Curlie
- პორტუგალია, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Options for tourism in Portugal დაარქივებული 2012-08-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Três milhões de espanhóis visitaram Portugal em 2006[მკვდარი ბმული]. January 31, 2007. Público.
|