(Translated by https://www.hiragana.jp/)
სემ კლაფლინი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

სემ კლაფლინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სემ კლაფლინი

კლაფლინი ლონდონში, 2014 წელს.
დაბადების სახელი სამუელ ჯორჯ კლაფლინი
დაბადების თარიღი 27 ივნისი, 1986 (1986-06-27) (38 წლის)
იფსუიჩი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
ალმა-მატერი „მუსიკისა და დრამატული ხელოვნების ლონდონის აკადემია“
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2010-დღემდე
მეუღლე(ები) ლორა ჰედოკი (იქ. 2013–19)
შვილ(ებ)ი 2

სამუელ ჯორჯ კლაფლინი (ინგლ. Samuel George Claflin; დ. 27 ინვისი, 1986) — ინგლისელი მსახიობი. ცნობილია ფილიპ სვიფტის როლით ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე“ (2011). გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „შიმშილის თამაშები“ (2013-2015), „სიყვარულით, როზი“ (2014), „მე შენამდე“ (2016), და სატელევიზიო სერიალში: „ალესილი კეპები“ (2019).

სამუელ ჯორჯ კლაფლინი დაიბადა 1986 წლის 27 ივნისს, იფსუიჩიში, ინგლისში.[1] მას ჰყავს ორი უფროსი ძმა ბენჟამინი და დენიელი, და ერთი უმცროსი ძმა ჯოზეფი (დ. 1989), რომელიც სემის მსგავსად მსახიობია.[2][3] გაიზარდა ნორუიჩში, ნორფოლკში.

ბავშვობაში დაინტერესებული იყო ფეხბურთით, ფეხბურთს მანამ თამაშობდა, სანამ ტერფს დაიზიანებდა. ტერფის დაზიანებამ ხელი შეუშალა მის საფეხბურთო კარიერას. კოლეჯში სწავლისას, წარმატებით იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა თეატრალურ დადგმებში, რამაც შემდგომ სამსახიობო კარიერის გაგრძელება გადააწყვეტინა.[1][4]

2011 წელს კლაფლინმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო მსახიობ ლორა ჰედოკთან.[5] წყვილი 2013 წლის ივლისში დაქორწინდა.[6][7][8] ჰყავთ ვაჟიშვილი, სახელად პიპი, რომელიც 2015 წელს დაიბადა,[9] და ქალიშვილი სახელად მორგოტი (დ. 2018).[10] 2019 წელს კლაფლინმა დაანონსა, რომ ის და მისი მეუღლე კანონიერად განქორწინდებოდნენ.[11]

  1. 1.0 1.1 Sam Claflin Biography. Biography.com. ციტირების თარიღი: 21 November 2013.
  2. Sam Claflin.
  3. Anything you can do... – Rising star Joe aims to follow in brother Sam Claflin's footsteps - News - Norwich Evening News. Eveningnews24.co.uk (25 August 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 21 November 2013.
  4. Walsh, Peter (20 November 2010). „Former Costessey pupil lands major Manchester United film role“. Norwich Evening News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 22 August 2012.
  5. Sam Claflin: "I'm very gentlemanly". Yahoo (30 May 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 8 April 2013.
  6. Sam Claflin, "The Hunger Games: Catching Fire" star, marries Laura Haddock. CBS News (1 August 2013). ციტირების თარიღი: 8 December 2013.
  7. Sam Claflin, Hunger Games Star, Marries Actress Laura Haddock in Private Ceremony (1 August 2013). ციტირების თარიღი: 31 July 2013.
  8. Cumming, Ed (25 October 2015). „Sam Claflin: 'I hate being offered heart-throb after heart-throb'. The Guardian. ციტირების თარიღი: 25 October 2015.
  9. Sam Claflin and Laura Haddock Welcome First Child, a son named Pip.. People (20 January 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 20 January 2016.
  10. Juneau, Jen and Leon, Anya. (7 February 2018) Sam Claflin and Laura Haddock Welcome Second Child. People.com. ციტირების თარიღი: 7 March 2018.
  11. Sam Claflin and Wife Laura Haddock Announce Separation After 6 Years of Marriage.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სემ_კლაფლინი“-დან