(Translated by https://www.hiragana.jp/)
სუფრის მარილი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

სუფრის მარილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქვამარილი)
ეს სტატია სუფრის მარილის შესახებაა. მარილის ქიმიური თვისებებისთვის, იხილეთ ნატრიუმქლორიდი; ქიმიაში გამოყენებული ტერმინი მარილისთვის, იხილეთ მარილები; სხვა მნიშვნელობისთვის იხილეთ მარილი (მრავალმნიშვნელოვანი).
სუფრის მარილი
მარილის დანალექი

სუფრის მარილი (NaCl, ასევე ეწოდება ქვამარილი) — სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალი. მარილის არომატი განეკუთვნება ოთხ ძირითად გემოს. ის არის კარგი შემნახველი და ამიტომ ხშირად გამოიყენება საკვების კონსერვირებაში.

საოჯახო მოხმარებისთვის იწარმოება შემდეგი სახის მარილები: არარაფინირებული (როგორიცაა ზღვის მარილი), რაფინირებული და იოდიზებული მარილი. მარილი არის თეთრი, ღია ვარდისფერი ან ღია რუხი, კრისტალიზებული, მყარი სხეული. ის ძირითადად მიიღება ზღვის წყლიდან ან კლდის ნალექიდან. კლდის მარილს თავისი შემადგენლობის გამო შეიძლება დაჰკრავდეს ღია რუხი ფერი.

ქლორიდისა და ნატრიუმის იონები, მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის, ადამიანის, სიცოცხლისთვის აუცილებელია. მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას. მინერალის ან თვით ნატრიუმის ქლორიდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მარილის მოთხოვნილება. თუმცა მარილის ჭარბად მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, მათ შორის, მაღალწნევიანობას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]