(Translated by https://www.hiragana.jp/)
ჩინეთ-ინდოეთის ომი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ჩინეთ-ინდოეთის ომი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინეთ-ინდოეთის ომი
თარიღი 20 ოქტომბერი - 21 ნოემბერი, 1962
მდებარეობა ასკაი-ჩინი და ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის სააგენტო
შედეგი ჩინეთის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ასკაი-ჩინი ჩინეთს დაექვემდებარა
მხარეები
ინდოეთის დროშა ინდოეთი ჩინეთის დროშა ჩინეთი
მეთაურები
ინდოეთის დროშაბრიჯ მოჰან კაული,
ინდოეთის დროშას. რადჰაკრიშნანი,
ინდოეთის დროშაჯავაჰარლალ ნერუ,
ინდოეთის დროშაკრიშნა მენონი,
ინდოეთის დროშაპრან ნათ ტაპარი
ჩინეთის დროშაჯან გოუჰუა,
ჩინეთის დროშამაო ძედუნი,
ჩინეთის დროშალიუ ბოჩენი,
ჩინეთის დროშალინ ბიაო,
ჩინეთის დროშაჯოუ ენლაი
ძალები
10 000 - 12 000 80 000[1][2]
დანაკარგები
1 383 დაღუპული[3]
1 047 დაჭრილი[3]
1 696 დაკარგული[3]
3 968 ტყვე[3]
722 დაღუპული[3]
1 697 დაჭრილი[3][4]

ჩინეთ-ინდოეთის ომი — სასაზღვრო კონფლიქტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ინდოეთს შორის 1962 წლის შემოდგომაზე.

საზღვრის საკითხი მოუგვარებელი იყო ჯერ კიდევ ბრიტანეთის ინდოეთსა და ტიბეტს შორის. სადავოდ მიიჩნევდნენ ორ უბანს. ერთ-ერთი მათგანის ფართობი იყო 518 კმ², მდებარეობდა ქაშმირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ცნობილი ასკაი-ჩინის სახელით. მეორე სადავო ტერიტორია თანამედროვე არუნაჩალ-პრადეშის შტატის ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავდა, ფართობი – 82,88 ათ. კმ². ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდა ტიბეტის სიახლოვეს გზის მშენებლობა, სადაც სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბული იყო. მეორე ვერსიით დაძაბულობის მიზეზი გახდა XIV დალაი ლამასათვის ინდოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა ჩინეთის მიერ ტიბეტის ხელში ჩაგდების შემდეგ.

პირველი დაპირისპირება ჯერ კიდვ 1962 წლის ივლისში დაფიქსირდა აღმოსავლეთის სადავო ტერიტორიაზე, ხოლო ოქტომბერში დაპირისპირება გავრცელდა დასავლეთის სადავო ტერიტორიაზეც.

დაპირისპირება განსაკუთრებით გაძლიერდა 1962 წლის 20 ოქტომბერს. ჩინეთი თავს დაესხა ინდოეთის პოზიციებს დჰოლისა და კჰინზემანას მახლობლად. რამდენიმე დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე სიმშვიდე იყო. 14 ნოემბერს ბრძოლა განახლდა და გავრცელდა აღმოსავლეთით ვალონგისა და ჩრდილოეთით ლადაქის სექტორებში, სადაც ჩუშულისა და რეზენგ-ლას ხეობები ჩინელებმა ალყაში მოაქციეს. 21 ნოემბერს პეკინის რადიომ ომის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. H.A.S.C. by United States. Congress. House Committee on Armed Services — 1999, p. 62
  2. War at the Top of the World: The Struggle for Afghanistan, Kashmir, and Tibet by Eric S. Margolis, p. 234.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 The US Army [1] დაარქივებული 2012-02-05 საიტზე Wayback Machine. says Indian wounded were 1,047 and attributes it to Indian Defence Ministry's 1965 report, but this report also included a lower estimate of killed.
  4. (2003) Chinese warfighting: The PLA experience since 1949. M.E. Sharpe, გვ. 188–. ISBN 978-0-7656-1087-4. ციტირების თარიღი: 14 April 2011.