წირი
წირი — გეომეტრიული პირველსაწყისი ცნება, რომლის ზუსტი და საკმაოდ ზოგადი განსაზღვრება წარმოადგენს დიდ სიძნელეს; ამიტომ გეომეტრიის სხვადასხვა დარგში სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ.
თუ წირი თავისთავს კვეთს, მაშინ მას შეკრულ წირს უწოდებენ. შეკრული წირი სიბრტყეს ყოფს შიგა და გარე არედ.
ელემენტარულ გეომეტრიაში განიხილება წრფეები, წრფის მონაკვეთები, ტეხილი წირები, რომლებიც შედგენილია მონაკვეთებისაგან, და ზოგიერთი სხვა წირი. წირის თითოეული სახე განისაზღვრება ამა თუ უმ ხერხით (მაგ., წრეწირი განისაზღვრება როგორც იმ წერტილთა გეომეტრიული ადგილი, რომელთა მანძილი მოცემულ O წერტილამდე — წრეწირის ცენტრამდე — მუდმივია).
ზოგჯერ წირს განსაზღვრავენ როგორც ზედაპირის ნაჭრის საზღვარს (ზედაპირი ამ დროს განისაზღვრება როგორც სხეულის საზღვარი)ან როგორც მოძრავი წერტილის ტრაექტორიას. ელემენტარულ გეომეტრიაში არ ხერხდება ამ განსაზღვრათა მკაფიო ფორმულირება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 331—332.