წნელისის ნაგებობის ნაშთი
იერსახე
წნელისის ნაგებობის ნაშთი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ წნელისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ნაგებობიდან შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთი კუთხე (სიმაღლე 3,5 მ) და დასავლეთი კედლის მცირე ნაწილი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. ტერიტორიაზე მიმობნეულია ჩამონაშალი ქვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004