ხაკასური ენა
იერსახე
ხაკასური ენა — ალთაური ენების ოჯახის თურქული ენების უიღურულ-ოღუზური ჯგუფის ენა. უკავშირდება ძველ ყირგიზულ და ძველ უიღურულ ენებს. გავრცელებულია ხაკასეთში და მასზე ლაპარაკობენ ხაკასები. აქვს ორი დიალექტი, სისინა და შიშინა ჯგუფები. მასში 17 ხმოვანი და 24 თანნხმოვანია. დამწერლობა შეიქმნა 1926 წელს რუსული გრაფიკის, 1929 წელს ლათინური და 1939 წელს რუსული ანბანის საფუძველზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურგენიძე, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 417.