ჯორჯო კიელინი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯორჯო კიელინი | ||
დაბადების თარიღი | 14 აგვისტო, 1984 | ||
დაბადების ადგილი | პიზა, იტალია | ||
სიმაღლე | 187 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლოს-ანჯელესი | ||
ნომერი | 14 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1990–2000 | ლივორნო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2000–2004 | ლივორნო | 62 | (4) |
2004–2005 | ფიორენტინა | 42 | (3) |
2005–2022 | იუვენტუსი | 561 | (36) |
2022– | ლოს-ანჯელესი | 42 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2000 | იტალია 15-წლ. | 8 | (0) |
2000–2001 | იტალია 16-წლ. | 12 | (2) |
2001– | იტალია 17-წლ. | 1 | (0) |
2002 | იტალია 18-წლ. | 6 | (1) |
2001–2003 | იტალია 19-წლ. | 18 | (1) |
2003–2007 | იტალია 21-წლ. | 26 | (6) |
2004 | იტალია | 2 | (0) |
2004–2022 | იტალია | 117 | (8) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 ოქტომბერი, 2023 |
ჯორჯო კიელინი (იტალ. Giorgio Chiellini; დ. 14 აგვისტო, 1984) — იტალიელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ლოს-ანჯელესის“ მცველი. 2020 წლის ევროპის ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯორჯომ კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც „ლივორნოში“ აიყვანეს. თავიდან იგი ვინგერად თამაშობდა, თუმცა საბოლოოდ მან თავისი პოზიცია მარცხენა მცველის პოზიციაზე იპოვა. იგი აკადემიაში 1999–2000 წლების ჩათვლით გამოდიოდა, მანამ სანამ „ლივორნომ“ პირველ გუნდში არ გამოიძახა 2000-01 სეზონში. მაგ სეზონში კიელინიმ მხოლოდ სამი თამაში ითამაშა პირველ გუნდში, საბოლოოდ კი მხოლოდ 2003–04 სეზონში განიმტკიცა ადგილი „ლივორნოს“ მთავარ გუნდში.
ზაფხულში 2004 წელს ჯორჯო „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდა 6.5 მილიონ ევროდ, თუმცა ტურინელებმა მისი ნახევარი უფლება „ფიორენტინას“ მიყიდეს 3.5 მილიონ ევროდ, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და საბოლოოდ „იუვენტუსმა“ იგი 4.3 მილიონ ევროდ გამოისყიდა. პირველივე სეზონში ჯორჯო კლუბის მთავარი მცველი გახდა, ფაბიო კაპელოს ხელში და იმ წელს „იუვენტუსი“ 29-ედ გახდა „სკუდეტოს“ მფლობელი, თუმცა „კალჩოპოლის“ სკანდალის გამო „იუვეს“ ჩამოერთვა ეს ტიტული და თან სერია B-ში გაუშვეს, ქულების დაკლებით.
ჯორჯო რა თქმა უნდა გაყვა თავის კლუბს დაბლა დივიზიონში და იმავე წელსვე გუნდი აღზევდა ისევ სერია A-ში. ახალ სეზონში ჯორჯომ მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა ჟორჟე ანდრადეს და დომენიკო კრიშიტოს ტრავმების გამო იგი ისევ ცენტრალურ მცველად დაბრუნდა. მან ტანდემი დაცვაში ნიკოლა ლეგროტალიესთან ერთად შექმნა. კიელინის კარგი თამაშის ფონზე მან იყო და ჯერ 2011 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, შემდეგ კი 2013 წლამდე.
2008–09 სეზონში ჯორჯომ თავისი პირველი გოლი გაიტანა ევრო თასებზე „იუვეს“ შემადგენლობაში „არტმედიას“ წინააღმდეგ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მან ტრავმა მიიღო და სეზონის სტარტი გამოტოვა. თუმცა ეგ სეზონი ჯორჯოსთვის საბოლოოდ წარმატებული გამოდგა მაინც და საბოლოოდ იგი სერია A-ს საუკეთესო მცველად დასახელდა.
2009–10 სეზონის სტარტიც თითქმის იგივენაერად დაიწყო ჯორჯოსთვის, მან ტრავმა მიიღო და სტარტი სეზონის ისევ გამოტოვა, შემდეგ კი დაბრუნდა, მაგრამ ტრავმამ ისევ თასი შეახსენა და მარტამდე იგი ლაზარეთში იყო. მარტში კი „ნაპოლის“ წინააღმდეგ დაბრუნება ჯორჯომ გოლით აღნიშნა და სეზონის ბოლოს კი კონტრაქტი იუვესთან 2015 წლამდე გაახანგრძლივა.
2010–11 სეზონში ჯორჯოს ტანდემს ახალ ნაყიდი ლეონარდო ბონუჩი უწევდა, შემდეგ კი ზამთარში ანდრეა ბარძალის მოსვლის შემდგომ ანტონიო კონტემ იგი მარცხენა მცველად გადაწია, რადგან ბონუჩის და ბარძალის ტანდემი შექმნა ცენტრში.
2011–2012 სეზონი კონტემ სამი მცველის ტაქტიკა გამოიყანა, სადაც ძალიან კარგად შეეწყვნენ ჯორჯო-ბონუჩი-ბარძალის სამეული. ეს სეზონი როგორც ამათვის ასევე „იუვენტუსისთვის“ ბრწყინვალე აღმოჩნდა და ისინი „სკუდეტოს“ დაეუფლნენ.
ევრო 2012ის ტურნირზე მიღებული ტრავმის გამო ჯორჯომ სტარტი სეზონის ისევ გამოტოვა, თუმცა სექტემბრის ბოლოსკენ იგი დაბრუნდა „კიევოსთან“ და მისი ახალი სეზონიც დაიწყო.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯორჯომ ყველა ასაკობრივ ნაკრებში შეძლო თამაში, ხოლო U-19 თან ერთად კი 2003 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო ლიხტენშტაინში. მისი დებიუტი მთავარ ნაკრებში კი 2004 წელს შედგა ფინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც იტალიამ 1–0 მოიგო. იმავე წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან ბრინჯაოს მედლის მოგება შეძლო ნაკრებთან ერთად.
ჯორჯო ევრო 2008-ის ტურნირზეც გამოძახებული იქნა სადაც ცოტა სტაბილურობა აკლდა, განსაკუთრებით ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა ესპანეთის ნაკრებთან მან ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა და მისი დამსახურებაა ეგ თამაში ფრედ 0–0 რომ დასრულდა, თუმცა პენალტების სერია მაინც ფურია როხას დარჩა.
მსოფლიო ჩემპიონატი 2010 არც თუ ისე კარგი გამოდგა ჯორჯოსთვის და ნაკრებისთვის, რადგან იტალია ჯგუფში ჩარჩა.
ევრო 2012-ზე ჯორჯოც იყო, თუმცა მე-3 თამაში ჯგუფში ირლანდიასთან ტრავმა მიიღო და მხოლოდ 1/2-ფინალში შეძლო დაბრუნება გერმანიასთან, რომელიც აძურიმ მოიგო და ფინალში გავიდა.
2012 წლის 14 ნოემბერს, საფრანგეთთან გამართულ ამხანაგური მატჩში, მოედანზე ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა.
2014 წლის 24 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ურუგვაის წინააღმდეგ, კიელინის ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მხარზე უკბინა, მაგრამ ეს დარღვევა მსაჯმა ვერ შენიშნა.
2021 წლის 11 ივლისს იტალიის ნაკრების კაპიტანის რანგში მან ევროპის ჩემპიონის წოდება მოიპოვა, როდესაც იტალიელებმა ფინალში ინგლისთან ფრედ (1–1) დარსულებული მატჩის შემდეგ პენალტების სერიაში (3–2) შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერია C1: 2001–02
- სერია A: 2011–12, 2012–13, 2013–14, 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18, 2018–19, 2019–20
- სერია B: 2006–07
- იტალიის თასი: 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18, 2020–21
- იტალიის სუპერთასი: 2012, 2013, 2015, 2018, 2020
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი: 2014–15, 2016–17
- MLS-ის თასი: 2022
- მხარდამჭერთა ფარი: 2022
- კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი: 2023
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ევროპის ჩემპიონი: 2020
- ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 2012
- ფიფა-ს კონფედერაციის თასის ბრინჯაოს პრიზიორი: 2013
- უეფა-ს ერთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი: 2020–21
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერია A-ს საუკეთესო მცველი: 2008, 2009, 2010
- სერია A-ს წლის გუნდის წევრი: 2012–13, 2014–15, 2015–16, 2017–18, 2018–19
- უეფა-ს წლის გუნდის წევრი: 2017
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2014–15, 2017–18
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯო კიელინი — Soccerway
- ოფიციალური საიტი
- ოფიციალური საიტი (დაარქივებული)
- ჯორჯო კიელინი საფეხბურთო კლუბ „ლოს-ანჯელესის“ საიტზე დაარქივებული 2023-05-07 საიტზე Wayback Machine.
- ჯორჯო კიელინის გვერდი „იუვენტუსის“ ოფიციალურ საიტზე
- სტატისტიკა FIGC-ზე
|
- დაბადებული 14 აგვისტო
- დაბადებული 1984
- იტალიელი ფეხბურთელები
- სერია C-ს ფეხბურთელები
- სერია B-ს ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- იუვენტუსის ფეხბურთელები
- ლივორნოს ფეხბურთელები
- MLS-ის ფეხბურთელები
- ლოს-ანჯელესის ფეხბურთელები
- იტალიის ნაკრების ფეხბურთელები
- 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- 2008 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2013 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის ფეხბურთელები
- 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ევროპის ჩემპიონები ფეხბურთში