1980-იანები
იერსახე
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XIX – XX – XXI |
ათწლეული: | 1950-იანები 1960-იანები 1970-იანები
– 1980-იანები – |
წლები: | 1980 · 1981 · 1982 · 1983 · 1984 1985 · 1986 · 1987 · 1988 · 1989 |
1980-იანი (ათას ცხრაას ოთხმოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1980-იანები ან უბრალოდ ოთხმოციანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1980 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1989 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 1980 1981 1982 1983 1984 1985 1986 1987 1988 1989
- 1 იანვარი : საბერძნეთი შევიდა ევროპის კავშირში.
- 20 იანვარი : რონალდ რეიგანი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა.
- 10 მარტი : საფრანგეთის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ფრანსუა მიტერანი. (იგი პრეზიდენტი გახდა 21 მაისს).
- 29 ივლისი : დაქორწინდნენ დაიანა სპენსერი და უელსის პრინცი ჩარლზი.
- 6 ოქტომბერი : მოკლეს ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი.
- ქალაქად გამოცხადდა ქარელი, ხობი, ჯვარი, ბაღდათი, ვანი, დმანისი.
- ქალაქად გამოცხადდა ნინოწმინდა და თერჯოლა.
- 31 დეკემბერს მუჰამადუ ბუჰარი სამხედრო გადატრიალების გზით გახდა ნიგერიის პრეზიდენტი.
- 1 იანვარი : ბრუნეი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
- 8 მაისი : სსრ კავშირმა ლოს-ანჟელესის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირება გამოაცხადა.
- 4 აგვისტო : აფრიკული რესპუბლიკა ზემო ვოლტა იცვლის სახელს და ხდება ბურკინა-ფასო.
- 26 სექტემბერი : დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი ჰონგ-კონგის დაბრუნებაზე შეთანხმდნენ.
- 31 ოქტომბერი : მოკლეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი.
- ქალაქად გამოცხადდა წალკა.
- 1 იანვარი : ევროკავშირში შევიდნენ ესპანეთი და პორტუგალია.
- 25 თებერვალი : ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი გაიქცა ქვეყნიდან. ახალი პრეზიდენტი გახდა კორაზონ აკინო.
- 26 აპრილი : ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარია.
- 7 იანვარი : გარდაიცვალა იაპონიის იმპერატორი ჰიროჰიტო. აკიჰიტო გახდა ახალი იმპერატორი. დაიწყო ჰეისეის ერა.
- 15 თებერვალი : სსრ კავშირმა გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან.
- 9 აპრილი : მრავალდღიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია თბილისში დარბეულ იქნა საბჭოთა არმიის მიერ. დაიღუპა 16 ადამიანი.
- 18 მაისი : ლიტვის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ლიტვის სუვერენიტეტის შესახებ.
- 25 მაისი : სომხეთის სსრ უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა სომხეთის სუვერენიტეტი.
- 25 მაისი : მოსკოვში დაიწყო სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა. მ. გორბაჩოვი არჩეულ იქნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
- 17 ოქტომბერი : მიწისძვრა კალიფორნიაში
- 2 ივლისი : საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ა. პაპანდრეუ თანამდებობიდან გადადგა.
- 9 ნოემბერი : ბერლინის კედლის დანგრევა.
- 29 დეკემბერი : ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ვაცლავ ჰაველ.