ოცდაორი — ოცდამეორე ნატურალური რიცხვი. არის ოცდაერთის მომდევნო და ოცდასამის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 22. 22 არის ლუწი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „ოცდაორი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ოცი და ორი (იგულისხმება ოცზეორი ერთეულით მეტი).