ClearBlack
ClearBlack (სიტყვასიტყვით ქართულად „სუფთა შავი“) — კომპანია Nokia-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მზის პირდაპირი სხივების მიუხედავად, ხედვის ნებისმიერი კუთხიდან, მოწყობილობის ეკრანზე მკაფიო შავი ფერის გამოსახულების მიღება.
ტექნოლოგია დაფუძნებულია რამდენიმე დამატებითი ფილტრის გამოყენებაზე, კერძოდ კი, Waveplate-ფირფიტაზე.[1]
ტექნოლოგიის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად ClearBlack-ის ტექნოლოგია წარმოდგენილი იყო Nokia World-ის კონფერენციაზე 2010 წელს.[2] Nokia-ს განცხადებით,[2] ClearBlack-ი არ ითვლება სრულიად ახალ დისპლეის ტიპად, როგორიცაა AMOLED-ი. უბრალოდ ეს არის ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელი ხდება ეკრანზე ათინათების შემცირება და გამოსახულების ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ღია ცის ქვეშ. ტექნოლოგია აუმჯობესებს თამაშებში, აპლიკაციებში თუ ფოტო-ვიდეოგადაღებაში მოცემულ გამოსახულებას.
Nokia საკუთარ ClearBlack-ს ადარებს მზისგან დამცავ პოლარიზაციულ სათვალეებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია წყლის ქვეშ ჩახედვა, ათინათების და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორების თავიდან არიდებით. თუმცა სათვალეებისგან განსხვავებით, რომლებიც ფერებს კონტრასტს უკარგავს, ეკრანი უფრო ხასხასა და ნათელ ფერებს გადმოსცემს.
ათინათების მოცილების გარდა, ასევე გაცხადდა,[2] რომ ეკრანის გამოყენება ახლა უკვე შესაძლებელია ხედვის ფართო კუთხიდანაც კი.
პროდუქტები, რომლებიც იყენებენ ClearBlack-ს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Nokia C6-01
- Nokia E7-00
- Nokia N9
- Nokia 701
- Nokia Lumia 710
- Nokia Lumia 800
- Nokia Lumia 900
- Nokia Lumia 620
- Nokia Lumia 720
- Nokia Lumia 920
- Nokia Lumia 925
- Nokia Lumia 928
- Nokia Lumia 1020
- Nokia Lumia 926
- Nokia Lumia 1520
- Nokia Lumia 2520
- Nokia Lumia 1320
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nokia reveals polarizing secrets of ClearBlack display - Engadget
- ↑ 2.0 2.1 2.2 conversations.nokia.com დაარქივებული [Date error] (5)[Date mismatch], საიტზე Wayback Machine. Category:Webarchive template errorsCategory:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები — So what is ClearBlack display? (ინგლისური)