(Translated by https://www.hiragana.jp/)
Come Taste the Band - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

Come Taste the Band

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Come Taste the Band
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 10 ოქტომბერი, 1975
ჩაიწერა 3 აგვისტო, 1975 -
1 სექტემბერი, 1975
ჟანრი მძიმე როკი
ხანგრძლივობა 36:55
ლეიბლი EMI/Purple (ბრიტანეთი)
Warner Bros. (აშშ)
პროდიუსერი Deep Purple, მარტინ ბირჩი
Deep Purple — ქრონოლოგია
Stormbringer
(1974)
Come Taste the Band
(1975)
Perfect Strangers
(1984)
სინგლები ალბომიდან Come Taste the Band
  1. „Gettin' Tighter / Love Child“
    გამოცემის თარიღი: თებერვალი, 1976 (აშშ) [1]
  2. „You Keep On Moving“
    გამოცემის თარიღი: 12 მარტი 1976 (ბრიტანეთი)[2]
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3.5/5 stars[3]
Rolling Stone(კეთილგანწყობილი)[4]

Come Taste the Band — ჯგუფ Deep Purple-ის მეათე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1975 წლის 10 ოქტომბერს.

ეს არის Deep Purple-ის ერთადერთი დისკი, რომელიც ჩაიწერა ტობი ბოლინის მონაწილეობით. როდესაც რიჩი ბლეკმორმა დატოვა კოლექტივი, ბევრი თვლიდა, რომ Deep Purple-ის არსებობა დასრულდა. ჯონ ლორდს დევიდ კოვერდეილმა სთხოვა ჯგუფის შენარჩუნება და ტომი ბოლინს სთხოვეს ჯგუფში მოსვლა.

მუსიკალურად, ეს დისკი უფრო კომერციულია, ვიდრე Deep Purple-ის რომელიმე წინა ალბომი, მასზე მეტი აქცენტია გაკეთებული სოულის/ფანკის ელემენტებზე, რაც გლენ ჰიუზის გავლენას უნდა მივაწეროთ. მთლიანობაში, ალბომი ითვლება ნაკლებად წარმატებულ მცდელობად, მაგრამ ბრიტანეთში მან მაინც დაიკავა ჩარტების #19 ადგილი.

ალბომის მხარდამჭერი ტურის შემდეგ, Deep Purple დაიშალა რვა წლით. 1976 წელს ტომი ბოლინი დაიღუპა ჰეროინის ზედმეტი დოზის გამო.

უკანასკნელ წლებში ალბომს მიმოხილვებში კრიტიკოსები უფრო დადებითად მოიხსენებენ, ალბათ, ბოლინის წვლილის გამო.

20 წლის განმავლობაში Come Taste the Band არ გამოიცემოდა აშშ-ში, მაგრამ 2007 წლის 31 ივლისს ლეიბლმა Friday Music იგი ოფიციალურად გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ლეიბლის საიტიდან ცნობილია, თითქოს ეს არის ციფრული რემასტერი, უცნობია, რა წყარო იქნა გამოყენებული რემასტერინგისათვის. ამასთან, EMI-სგან ცნობილი იყო, რომ წლების განმავლობაში ამ ალბომის ორიგინალური ფირები დაკარგული იყო.

ორიგინალური გრამფირფიტა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Comin' Home“ (ტომი ბოლინი, დევიდ კოვერდეილი, იენ პეისი)3:55
2.„Lady Luck“ (ჯეფ კუკი, კოვერდეილი)2:48
3.„Gettin' Tighter“ (ბოლინი, გლენ ჰიუზი)3:37
4.„Dealer“ (ბოლინი, კოვერდეილი)3:50
5.„I Need Love“ (ბოლინი, კოვერდეილი)4:23
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
6.„Drifter“ (ბოლინი, კოვერდეილი)4:02
7.„Love Child“ (ბოლინი, კოვერდეილი)3:08
8.„This Time Around / Owed to 'G'“ (ჰიუზი, ჯონ ლორდი / ბოლინი)6:10
9.„You Keep on Moving“ (კოვერდეილი, ჰიუზი)5:19

35 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი ორმაგი დისკი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალბომი
წელი ჩარტი პოზიცია
1975 ნორვეგიის ალბომების ჩარტი[5] 6
ახალი ზელანდიის ალბომები Chart[6] 6
იტალიის ალბომების ჩარტი[7] 7
იაპონიის ალბომების ჩარტი[8] 14
შვედეთის ალბომების ჩარტი[9] 16
დანიის ალბომების ჩარტი[10] 18
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[11] 19
გერმანიის ალბომების ჩარტი[12] 29
1976 ჰოლანდია - MegaCharts[13] 12
Billboard 200 (აშშ)[14] 43
;ქვეყანა ;ორგანიზაცია ;წელი ;გაყიდვები
ბრიტანეთი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია 1975 ვერცხლი (+ 60,000)[15]
არგენტინა CAPIF ??? ოქრო (+ 30,000)
  1. Bloom, Jerry (2015) The Road of Golden Dust, 1st, Wymer Publishing, გვ. 177. ISBN 978-1-908724-23-6. 
  2. Popoff, Martin (2016) The Deep Purple Family, 2nd, Wymer Publishing, გვ. 194. ISBN 978-1-908724-42-7. 
  3. Allmusic review
  4. Rolling Stone review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-14. ციტირების თარიღი: 2012-09-30.
  5. Deep Purple - Come Taste the Band (album). Norwegiancharts.com. Media Control Charts. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  6. Deep Purple - Come Taste the Band (album). Charts.org.nz. Media Control Charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-22. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  7. Gli album più venduti del 1976 Italian. Hit Parade Italia.it. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  8. AA.VV. (1990). Oricon Chart Book 1970-1989 (オリコンチャートブック〈LPへん), 1, Tokyo, Japan: Oricon, გვ. 205. ISBN 978-4871310253. 
  9. Deep Purple - Come Taste the Band (album). Swedishcharts.com. Media Control Charts. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  10. Danske Hitliter: Come Taste the Band - Deep Purple Danish. Royal Library, Denmark. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2017.
  11. Deep Purple Official Charts. Official Chart Company. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2017.
  12. Album – Deep Purple, Come Taste the Band გერმანული. Charts.de. Media Control Charts. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  13. Deep Purple - Come Taste the Band ჰოლანდიურად. Dutchcharts.nl. Media Control Charts. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  14. Deep Purple Chart History: Billboard 200. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-06. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2017.
  15. BPI Certified Awards Database: search for Artist Deep Purple. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-01. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2017.