Recorded Music NZ
Recorded Music NZ (ადრე — ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (ინგლ. Recording Industry Association of New Zealand), შემოკლ. RIANZ)[1] — არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ჩანაწერის პროდიუსერებს, ლეიბლების ხმისჩამწერებს, დისტრიბუტორებს და მუსიკოსებს — ყველას, ვინც დაკავშირებულია მუსიკალური ნაწარმოებების გაყიდვასთან ახალ ზელანდიაში. წევრობა Recorded Music NZ-ში ღიაა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტი წონა აქვთ «დიდი სამეულის» ლეიბლებს (Sony, Universal და Warner), დანარჩენ კომპანიებს აქვთ აფილირებული სტატუსი[2].
2013 წლის ივნისამდე ასოციაცია ცნობილი იყო როგორც «ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია» (RIANZ). RIANZ და PPNZ Music Licensing გაერთიანდნენ და სახელად დაირქვეს Recorded Music NZ[3].
პრემიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]«New Zealand Music Awards» — Recorded Music NZ-ის ყოველწლიური პრემიაა ხმისჩამწერ სფეროში დიდი მიღწევებისათვის; ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტულად ახალ ზელანდიაში. ენიჭება 1965 წლიდან[4].
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Recorded Music NZ აქვეყნებს ახალი ზელანდიის ალბომების და სინგლების ოფიციალურ ჩარტებს. სინგლების ტოპ-40 შედგება, როგორც გაყიდვების მონაცემებისგან, ასევე კომპოზიციების რადიოში მაუწყებლობის შესახებ ინფორმაციებისგან (ე. წ. airplay) პროპორციით 3:1. რადიომაუწყებლობის მონაცემების შეკრებას ახორციელებს სააგენტო Radioscope.
Recorded Music NZ ასევე აქვეყნებს წლის ბოლოს არსებულ ჩარტებს. დღეისათვის ისინი ყალიბდება რელიზის გაყიდვების რაოდენობის შესაბამისად, ხოლო ადრე ხმარებაში იყო ქულების სისტემა: კვირაში № 1 იღებდა 50 ქულას, № 2 — 49 ქულას და ასე შემდეგ, წლის ბოლოს ეს ქულები ჯამდებოდა.
სერთიფიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინგლს ან ალბომს შეუძლია მიიღოს პლატინის სერთიფიკაცია, თუ ის გაყიდული იქნა 15 000 ასლზე უფრო მეტი, და ოქროს სერთიფიკაცია, თუ ის გაყიდული იქნა 7500 ასლზე უფრო მეტი; DVD-ის კრიტერიუმი (ადრე — კლიპების) — შესაბამისად 5000 და 2500 ასლი[5].
ალბომები და სინგლები | მუსიკალური DVD | ||
---|---|---|---|
ოქრო | პლატინა | ოქრო | პლატინა |
7500 | 15 000 | 2500 | 5000 |
სხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Recorded Music NZ — ISRC-ის ეროვნული სააგენტოა ახალ ზელანდიაში. ორგანიზაცია ასევე შედის IFPI-ში.
რეკორდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ 1 ჰიტების მქონე ყველაზე უფრო მეტი რაოდენობის შემსრულებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Beatles (15) — Michelle; Paperback Writer; Yellow Submarine; Eleanor Rigby; Penny Lane; All You Need Is Love; Hello, Goodbye; Lady Madonna; Hey Jude; Revolution; Ob-La-Di, Ob-La-Da; Get Back; The Ballad of John and Yoko; Something; Come Together; Let It Be
- მაიკლ ჯექსონი (9) — Don’t Stop 'Til You Get Enough; Beat It; We Are the World; Black Or White; Remember the Time; Give in to Me; Scream; You Are Not Alone; Blood on the Dance Floor
- U2 (8) — Pride (In the Name of Love); Where the Streets Have No Name; One Tree Hill; Desire; Angel of Harlem; The Fly; Hold Me, Thrill Me, Kiss Me, Kill Me; Discothèque
- ბი ჯიზი (7) — Spicks and Specks; Massachusetts; I Started A Joke; Don't Forget to Remember; Stayin' Alive; Too Much Heaven; Tragedy
- მერაია კერი (7) — Vision of Love; «I’ll Be There»; «Without You»; Endless Love; Fantasy; One Sweet Day (Boyz II Men-თან); Heartbreaker (ჯეი-ზისთან)
- ეიკონი (7) — Lonely; Moonshine (Savage-თან); Smack That (ემინემთან); The Sweet Escape (გვენ სტეფანისთან); Don't Matter; Bartender (with T-Pain); Sexy Bitch
- ემინემი (6) — Without Me; Lose Yourself; My Band; Just Lose It; Smack That (ეიკონთან); We Made You
- ABBA (6) — I Do, I Do, I Do, I Do, I Do; SOS; Fernando; Dancing Queen; Money, Money, Money; Chiquitita
- ელტონ ჯონი (6) — Crocodile Rock; Goodbye Yellow Brick Road; Philadelphia Freedom; Don't Go Breaking My Heart; Nikita; Candle in the Wind
- UB40 (5) — Food For Thought; Red Red Wine; I Got You Babe; I'll Be Your Baby Tonight; I Can’t Help Falling In Love With You
- მადონა (5) — Into the Groove; Like a Prayer; Vogue; Music; Don’t Tell Me
- კრის ბრაუნი (5) — Run It!; Kiss Kiss; With You; No Air (ჯორდინ სპარქსთან ერთად); Forever
- Black Eyed Peas (5) — Where Is the Love?; Shut Up; Don't Phunk with My Heart; My Humps; I Gotta Feeling
- ტიმბალენდი (5) — Promiscuous (ნელი ფურტადოსთან); SexyBack (ჯასტინ ტიმბერლეიკთან); Ayo Technology (50 Cent-თან); Apologize (OneRepublic-სთან); If We Ever Meet Again (კეტი პერისთან);
პირველ პოზიციაზე ყველაზე უფრო ხანგრძლივად მყოფი სინგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიმდევრობით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 14 კვირა
- Boney M. — „Rivers of Babylon“, 1978.
- 11 კვირა
- უიტნი ჰიუსტონი — „I Will Always Love You“, 1992—1993.
- Smashproof და ჯინ უიგმორი — „Brother“, 2009.
- 10 კვირა
- Tony Orlando and Dawn — „Tie a Yellow Ribbon Round the Ole Oak Tree“, 1973.
- Pussycat — „Mississippi“, 1976.
- UB40 — „Can't Help Falling in Love“, 1993.
- ლედი გაგა — „Poker Face“, 2008—2009.
- Stan Walker — „Black Box“, 2009—2010.
- 9 კვირა
- Black Eyed Peas — „I Gotta Feeling“, 2009.
- All of Us — „Sailing Away“, 1986.
შესვენებებით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 12 კვირა
- ფრედი ფენდერი — „Wasted Days and Wasted Nights“, 1975.
- Scribe — „Stand Up“, 2003.
- 11 კვირა
- Crazy Frog — „Axel F“, 2005.
- 9 კვირა
- ABBA — „Fernando“, 1976
- ელტონ ჯონი და კიკი დი — „Don't Go Breaking My Heart“, 1976
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Recorded Music NZ-ის ოფიციალური საიტი
- Official PPNZ Website
- Love Music — RIANZ-ის საგანმანათლებლო საიტი
- პრემიების ოფიციალური საიტი
- IFPI-ის საიტი
- ახალზელანდიური ჩარტების არაოფიციალური საიტი არქივებში ძებნის შესაძლებლობით დაარქივებული 2008-05-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Chance meeting sees nation's Top 40 chart come out of isolated Hawke's Bay cottage. Stuff. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
- ↑ RIANZ official site დაარქივებული 2010-05-22 საიტზე Wayback Machine.
- ↑ „Music bodies RIANZ and PPNZ merge“. Newshub. 2013-10-06. ციტირების თარიღი: 2017-07-26.
- ↑ პრემიის ისტორია დაარქივებული 2011-09-14 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Chart Facts დაარქივებული 2012-03-08 საიტზე Wayback Machine. , RIANZ